ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

დავით მაისურაძეანა შავარდენიძესალომე კობერიძე

1.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული შეიძლება დაფუძნდეს სეკიურიტიზაციის კომპანიის ან სეკიურიტიზაციის ფონდის ფორმით.

2.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად.

3.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტით შეიძლება განისაზღვროს რამდენიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნის შესაძლებლობა, რომლებიც შეესაბამება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივებისა და ვალდებულებების ერთმანეთისგან განცალკევებულ ნაწილებს. რამდენიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნის შემთხვევაში: ა) სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივებიდან შეიძლება დაკმაყოფილდეს (მათ შორის, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემდეგ) მხოლოდ ამ განყოფილებასთან დაკავშირებული ინვესტორთა და კრედიტორთა ის მოთხოვნები, რომლებიც აღნიშნული განყოფილების შექმნასთან, ფუნქციონირებასთან ან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოიშვა; ბ) აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ერთზე მეტ განყოფილებას უკავშირდება, უნდა გაიმიჯნოს და, შესაბამისად, ამ განყოფილებებს ცალ-ცალკე უნდა მიეკუთვნოს; გ) სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილების შეტანისას, თუ გადასაწყვეტი საკითხი ეხება ექსკლუზიურად რომელიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივებს/ვალდებულებებს, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ამ განყოფილების წილის/პაის მფლობელს (სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), აგრეთვე დამატებით − აღნიშნული განყოფილების კრედიტორს ან კრედიტორთა ჯგუფს.

4.თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტები ფასიანი ქაღალდებია, მათი შეთავაზება შეიძლება განხორციელდეს როგორც კერძო შეთავაზების, ისე საჯარო შეთავაზების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სხვა სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების საჯარო შეთავაზება დაუშვებელია.

5.სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება სხვა საქმიანობა, გარდა სეკიურიტიზაციის განსახორციელებლად ან მასში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საქმიანობისა (მათ შორის, საბაზისო აქტივების შეძენა ან/და მათთან დაკავშირებული რისკების სხვაგვარად აღება, საბაზისო აქტივების მართვა და ადმინისტრირება, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვება) და დამხმარე საქმიანობისა (მათ შორის, საკუთარი საქმიანობის ადმინისტრირების ან მხარდაჭერის მიზნით მომსახურების შეძენა).

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49⁴49³52⁷23¹109434145223
მნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა