Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 10

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 10. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აქტივების მართვაუცხოური ინვესტიციებიდაფუძნებასტარტაპის იურიდიული მომსახურებასაერთაშორისო კონტრაქტებიკორპორაციული და ინდივიდუალური განათლება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი იქმნება სადამფუძნებლო დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი უნდა ადგენდეს საინვესტიციო ფონდის მართვისა და ადმინისტრირების წესებს და განსაზღვრავდეს საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო მიზნებსა და ერთეულების შეთავაზების პირობებს. იგი საინვესტიციო ფონდისთვის სავალდებულო დოკუმენტია.

2.საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი არ უნდა შეიცავდეს დებულებას, რომელიც: ა) ეწინააღმდეგება ამ კანონს ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნებისმიერ დებულებას ან ამ აქტებით დადგენილ ნებისმიერ წესს; ბ) აშკარად არასამართლიანია ზოგადად ერთეულის მფლობელების ინტერესებთან ან რომელიმე კლასის ერთეულის მფლობელების ინტერესებთან მიმართებით.

3.საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს, არის თუ არა საინვესტიციო ფონდი: ა) UCITS, გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი; ბ) ღია, ინტერვალური ან დახურული საინვესტიციო ფონდი; გ) დამოუკიდებელი ფონდი ან ქოლგისებრი ფონდი; დ) ინვესტიციის მიმღები ფონდი; ე) ინვესტორი ფონდი.

4.საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს ან/და ინფორმაციას: ა)  საინვესტიციო ფონდის, მათ შორის, მისი ქვეფონდების (მათი არსებობის შემთხვევაში) სახელწოდებას (სახელწოდებებს); ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის/სტრატეგიის აღწერას, მათ შორის, იმის მითითებით, თუ რომელ აქტივებში აპირებს საინვესტიციო ფონდი ინვესტიციის განხორციელებას, აგრეთვე სამიზნე ინვესტორების შესახებ ინფორმაციას; გ) გამოსაშვები ერთეულებისა და მათთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების აღწერას; დ) საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესსა და პროცედურას, მათ შორის, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში − ინფორმაციას, საჭიროებს თუ არა საინვესტიციო ფონდის ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია ერთეულის მფლობელების თანხმობას; ე) ერთობლივი საინვესტიციო ფონდის, აგრეთვე იმ საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში, რომელსაც დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, აქტივების მმართველი კომპანიის ჩანაცვლების პირობებს, ხოლო ჩანაცვლების შემთხვევაში − ინვესტორთა დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციას; ვ) საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის პროცედურას; ზ) დახურული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში მისი საქმიანობის ვადას.

5.ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს ან/და ინფორმაციას: ა) ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში − ინფორმაციას იმ ანაზღაურებისა და ხარჯების შესახებ, რომელთა გადახდა აქტივების მმართველმა კომპანიამ შეიძლება დააკისროს ერთობლივ საინვესტიციო ფონდს, აგრეთვე აღნიშნული ანაზღაურების გაანგარიშების მეთოდს; საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში − ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხარჯების გაწევა შეიძლება მოუწიოს საინვესტიციო კომპანიას; ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ჩანაცვლების პირობებს, ხოლო ჩანაცვლების შემთხვევაში − ინვესტორთა დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციას; გ) ერთეულების გამოსყიდვის პროცედურასა და პირობებს; დ) საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების შეფასების მეთოდოლოგიას.

6.ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილების შეტანა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. განსახორციელებელი ცვლილება წინასწარ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ. ასეთ შემთხვევაში ეს ცვლილება ძალაში შეიძლება შევიდეს გამოქვეყნებიდან არაუადრეს 2 თვის გასვლისა. განსახორციელებელი ცვლილების საჯაროდ გამოქვეყნება სავალდებულო არ არის, თუ ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ყველა ერთეულის მფლობელს ხანგრძლივი მატარებლის საშუალებით მიეწოდება. ასეთ შემთხვევაში ეს ცვლილება ძალაში შეიძლება შევიდეს ყველა ერთეულის მფლობელისთვის შეტყობინებიდან არაუადრეს 30 დღის გასვლისა. ამ პუნქტით დადგენილი ნორმებიდან გამონაკლისებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.

7.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია  სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტთან, მათ შორის, მასში შესატან ინფორმაციასთან, დაკავშირებით.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო საინვესტიციო კონტრაქტები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პრე-სიდ რაუნდის დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინვესტიციების მართვის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 66

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 9საინვესტიციო ფონდის დაფუძნება
  • 6საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და უცხოური საინვესტიციო ფონდი
  • 67ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 4საინვესტიციო ფონდის შექმნის პროცედურა
  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

ინოვაციების შესახებ

  • 7საინვესტიციო ფონდი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 12საპენსიო კომპანიის წესდება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49¹ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

მეწარმეთა შესახებ

  • 4სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტები და მათი ფორმა

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 5სეკიურიტიზაციის ფონდი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49¹23¹4567669667412510
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…საინვესტიციო ფონდების …ინოვაციების შესახებნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026