ტურიზმის შესახებ

მუხლი 28. გადახდისუუნარობისგან დაცვა და დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ვახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლიასანდრო სარუხანიშვილი

1.დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები ვალდებული არიან ჰქონდეთ ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) ყველა გადასახადთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი იღებენ ტურისტისგან, თუ ტურისტული მომსახურება, რომელიც დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ნაწილია, მათი გადახდისუუნარობის გამო ვერ ხორციელდება.

2.თუ დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები ტურისტების გადაყვანისთვის პასუხისმგებელი პირები არიან, ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) აგრეთვე უნდა ფარავდეს ტურისტის რეპატრიაციას.

3.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება.

4.მოვაჭრე, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების შეძენას, და მოვაჭრე, რომელიც ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ფარგლების გარეთ არის რეგისტრირებული, ვალდებული არიან ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ტურისტს ნათლად და გასაგებად განუმარტონ, რომ: ა) იგი ვერ ისარგებლებს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იმ უფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონით, და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სათანადო შესრულებისთვის პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ მომსახურების თითოეული მიმწოდებელი; ბ) გადახდისუუნარობის შემთხვევაში იგი ისარგებლებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფით.

5.ტურისტს სტანდარტული ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით.

6.თუ ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნებს დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი არ შეასრულებს, დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებაზე გავრცელდება ამ კანონის მე-18 და 21-ე−25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

7.თუ ტურისტი დამატებით ხელშეკრულებას დებს მოვაჭრესთან, რომელიც დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი არ არის, მაგრამ ამ ხელშეკრულების დადებით იქმნება დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, მოვაჭრე ვალდებულია დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს შეატყობინოს ასეთი ხელშეკრულების დადების შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16662²657²6571922³20242725293128
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებსაგადახდო სისტემისა და…ელექტრონული კომერციის …ფინანსური გირავნობის, …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა