საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 15. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

მია ზოიძეგიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილი

1.ამ კანონით დადგენილი წესით ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება დევნის მსხვერპლი გახდეს, და რომელსაც არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის დაცვით.

2.იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს), სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, „Prima facie“ მიდგომით მიანიჭოს მათ ლტოლვილის სტატუსი „ჯგუფური განსაზღვრის“ მეთოდით.

3.ლტოლვილის სტატუსის „ჯგუფური განსაზღვრის“ მეთოდით მინიჭება ხდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №617აპ-252025-12-2646
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები

    უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე დაცვის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგან დასაშვებობის საფუძვლები დადგენილად არ მიიჩნია. პატიმრობისა და მისი გაგრძელებების უკანონოდ ცნობის მოთხოვნა სასამართლომ განუხილველად დატოვა, რადგან მათი გადასინჯვა საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას სცდებოდა. ძალაში დარჩა სააპელაციო განაჩენით უცვლელად დატოვებული საბოლოო სასჯელი: თორმეტი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
286²322¹344362417182219330385676015
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…ოკუპირებული ტერიტორიებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა