„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილისალომე ოსეფაშვილი

1.ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგუ­ლირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტრო­ენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

2.ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებუ­ლებების დაკისრება აკრძალულია.

3.ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.

4.ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარე­გულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისიის) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.

5.ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსე­ბულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებ­რივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამარ­თლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეო­ბით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდე­ბულებების შეუსრულებლობით.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    როდის შეიძლება ელექტროენერგიის მომხმარებელმა ხანდაზმული დავალიანების გამო აღიარებითი სარჩელი აღძრას?

    მოსარჩელე მოითხოვდა ელექტროენერგიის საფასურის ხანდაზმული დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა, როგორც წესი, სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებაა, თუმცა ელექტრომომარაგების შეწყვეტის საფრთხისა და სადავო დავალიანების პირობებში აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი არსებობდა. სასამართლომ დაადგინა, რომ სამწლიანი ვადა გასული იყო, ხოლო არაუფლებამოსილი მეუღლის მიერ ვალის აღიარება და მიმდინარე გადასახადების გადახდა სადავო ვალის აღიარებას არ ადასტურებდა. საკასაციო საჩივარი არსებითად იქნა განხილული და სსსკ 410-ის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    როდის არის საკასაციო საჩივარი დაუშვებელი, თუ სადავო საკითხზე სასამართლოს პრაქტიკა უკვე არსებობს და მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევა არ დადგენილა?

    შპს „ტ“ ითხოვდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის შემოწმებისა და დამატებითი დარიცხვის აქტების ბათილად ცნობას. დავა ეხებოდა დარიცხული ვალდებულების არსებობასა და მტკიცების ტვირთის განაწილებას. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანია 1423,27 ლარის გადახდისაგან გაათავისუფლა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის საფუძვლებს, და საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 13 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1164² (…64³ (…73573233412731
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ელექტროენერგიის საცალო…გადასახადების ადმინისტ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სივრცის და…