„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბა­მისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბა­მისად.

2.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ბ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგე­ნილი ნორმები და წესები; გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახუ­რება – მათ შორის მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატე­ლეფონო ცხელი ხაზით მომსახურება; დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ; ე) მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტრო­ენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირო­ბების შესაბამისად); ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტრო­ენერგია წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექ­ტრულ ქსელამდე; ზ) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირო­ბებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შეს­რულება.

3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვ­ნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ: ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთე­ლობას ან მის ქონებას; ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფ­რთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად; გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაცემუ­ლია სათანადო დავალება ელექტროენერგიით მომარა­გების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.

4.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კანონ­მდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ: ა) მომხმარებლის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, დარიცხული დეპოზიტის ან/და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური; ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები; გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ ან/და კომისიის სხვა წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ითვალისწინებს ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას; დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

5.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 19 ივლისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 26.07.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 2 ოქტ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2018
  3. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში გადაუხდელი საფასურის წრე გაფართოვდა მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, დეპოზიტისა და სხვა საფასურებით, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი ახლა კომისიის სხვა წესებით დადგენილ პირობებსაც მოიცავს.

  4. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ფულადი ანგარიშსწორების პირობა ახლა ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვა და გადახდის ბოლო ვადის მითითებაა; ამასთან შესწორდა სიტყვა „ანგარიშსწორების“ მართლწერა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3462252834216345257252
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ელექტრონული კომუნიკაცი…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…