Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებმუხლი 14

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 14. ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2021.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში
თემები:ენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹234567

1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ განაწილების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.

1¹.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2.თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედი­ზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს ელექტროენერგიის მრიცხველთან, მას უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმა­რებელს ელექტროენერგიით მომარაგება. მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის ელექტროენერგიის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.

3.მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას განაწი­ლე­ბის ლიცენზიატის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამ შემთხვევაში მომხმარე­ბელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშს­წორება (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება ამ წესების 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე).

4.მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომ­ხმა­რებელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფა­სურის გადახდის ვალდებულებისაგან.

5.მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავა­ლიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამარ­თზე (ამ განაწილების ლიცენზიატის არეალში მომხმა­რებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).

6.თუ ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართე­ბაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალის­წინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარე­ბის შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმა­რებული ელექტროენერგიის დარიცხვა არ უნდა განხორ­ციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისწინე­ბულია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს  დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 31 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2021
  2. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 14 აგვ. 2020
  3. 29 იან. 2020
  4. 31 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
  5. 27 ივლ. 2017
  6. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ენერგეტიკულ ქსელთან მიერთებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2021 · №37

  • 6 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2021
  • 8 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 15ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
  • 3¹ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება
  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 14სასმელი წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
  • 3¹ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება
  • 5მომსახურების გაწევა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 137ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა
  • 160გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება
  • 14ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 7საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის მიწოდება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 67³ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზ

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁸საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁸284143¹5153¹2867³13716014714
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის (სიმძლ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…სატელეკომუნიკაციო ინფრ…განსაკუთრებული მნიშვნე…