Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებმუხლი 25¹

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 25¹. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2021.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹234566¹788¹99¹101112

1.საცალო მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

1¹.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 26​ ​1 მუხლებით, თუ ამ წესებით  მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

2.მომხმარებელმა ან მომხმარებელთა ჯგუფმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). ამასთან, განაწილების ლიცენზიატისთვის ამ პუნქტში მოცემული განაცხადით, მიმართვა არ წარმოადგენს აუცილებლობას, თუ კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა განაცხადის ფორმა ითვალისწინებს გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ პირობას.

3.მიერთების მსურველი ვალდებულია, შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.

4.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. იმ შემთხვევაში, თუ განაწილების ლიცენზიატი არ აცნობებს განმცხადებელს პასუხს დადგენილ ვადაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღების დღიდან. განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის საფუძველზე.

5.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაასაბუთოს განაცხადზე დადგენილი ხარვეზი. ხარვეზის დადგენის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ შემდეგი გარემოებები: ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით); ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება 500 კილოვატს; ბ 1 ) შეუძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ გამოყენებული დისტანციური აღრიცხვის სისტემის საშუალებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა. გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მომხმარებლის ქსელთან მიერთების სიმძლავრეს/მომხმარებელთა ჯგუფის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ჯამურ სიმძლავრეს; დ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შედეგად, განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭარბებს განაწილების ლიცენზიატისათვის წლიური პიკური დატვირთვის განსაზღვრულ ზღვარს.

6.განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღების შემთხვევაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოებს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს) უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი.

6¹.ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ 1 “ ქვეპუნქტის საფუძველზე მიერთების მსურველის განაცხადის დახარვეზების შემდეგ, განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, მიერთების მსურველი უფლებამოსილია, ახალი განაცხადით თვითონ იკისროს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დისტანციური აღრიცხვის სისტემისათვის საჭირო კავშირის უზრუნველყოფა.“;

7.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მისი მფლობელი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში – ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს. ამ მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს და გააკონტროლოს გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრე.

8.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც არსებული მომხმარებლის, ასევე მიერთების მსურველის (ახალი მომხმარებლის) მიერ. შესაბამისად მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მსურველმა მოთხოვნის შესაბამისად უნდა გადაიხადოს: ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“; ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №4 გათვალისწინებული „0,220კვ, 0,380 კვ, და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური“ და დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“; გ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (დისტანციური აღრიცხვის სისტემის მოწყობისთვის) –  დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია დისტანციური აღრიცხვის სისტემა; დ) სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას, შიდა ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობისას, ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, ან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის სიმძლავრის გაზრდას –  სიმძლავრის გაზრდაზე ამ წესებით გათვალისწინებული საფასური.

8¹.თუ ელექტროსადგური უკვე მიერთებულია გამანაწილებელ ქსელზე და გააჩნია დისტანციური აღრიცხვის სისტემა, ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასური მასზე არ ვრცელდება.

9.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მომხმარებლად რეგისტრაციის მსურველი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უნდა განხორციელდეს: ა) არსებული მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრულ ვადაში; ბ) ახალი მომხმარებლის მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას – იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია ამ წესებით, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის შესაბამის მომსახურებაზე; გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში; დ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (დისტანციური აღრიცხვის სისტემის მოწყობისთვის) –  დანართით №7 განსაზღვრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია დისტანციური აღრიცხვის სისტემა, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს 10 სამუშაო დღის ვადაში;

9¹.თუ განაწილების ლიცენზიატი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადთან ერთად ან მის მიერთების პროცესში, მიიღებს მომხმარებლის მოთხოვნას მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის შესახებ, აღნიშნული მოთხოვნის შესრულების ვადის ათვლა დაიწყება განაცხადში მოცემული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების დასრულების თარიღიდან.

10.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვამდე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეამოწმოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის სქემა და ავტომატური მართვის ტექნიკური გამართულობა. გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი წერილობით მიუთითებს მომხმარებელს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვა ხარვეზის გამოსწორებამდე. მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება, თუ დაკმაყოფილებულია ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პირობა, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტროენერგია.

11.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს განმცხადებლის დავალიანებაში.

12.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ შემცირდება – განახევრდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.03.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 18 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 26.06.2020 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2019 – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020
  2. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 31 ოქტ. 2019
  3. 31 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
  4. 1 მაი. 2019· გამოქვეყნდა 18 მარ. 2019

    მე-7 პუნქტში ლიცენზიატს ეკისრება ვალდებულება, თავად შეზღუდოს და გააკონტროლოს მისაერთებელი სიმძლავრე; მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში საფასურები გამიჯნულია შიდა ქსელში დაერთებისა და ახალი მომხმარებლის ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მიხედვით, ამოღებულია დანართი №6-ის აღრიცხვის კვანძის საფასური; დაემატა მე-12 პუნქტი საფასურის განახევრების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 25²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2021 · №37

  • 4 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2020
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 38მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური
  • 165¹მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით  მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლის სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების დროებითი წესი
  • 80გამანაწილებელ ქსელთან მიერთება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 19¹ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა
  • 19ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
  • 19²ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64³ (დანართი 1)მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის დღგ-ით დაბეგვრა
  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 18წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება
  • 18¹ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები
  • 19მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 9შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1818¹1919¹1919²64³ (…64² (…38165¹80925¹
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…გადასახადების ადმინისტ…სასმელი წყლის მიწოდები…სატელეკომუნიკაციო ინფრ…