„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 29. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმა­რებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხ­დელობის, ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს, ელექტრო­ენერგიით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ელექტრო­ენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური.

2.ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის ელექ­ტრო­ენერგიით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე იანგარიშება განაწილების ლიცენზიატის მიერ პირო­ბითად აღებული ხარჯის მიხედვით. მომხმარებ­ლის მიერ გადახდილი ელექტროენერგიით მომარაგების აღ­დგენის საფასური წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებულ იქნება განაწილებისა და გატარების ტარიფების გაანგარიშებისას.

3.მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური დღგ- ის ჩათვლით განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით.

4.ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფა­სურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომა­რა­გების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ელექტრო­ენერგიით მომარაგება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 28 ივლისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 12 აგვ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 14 აგვ. 2020
  2. მე-3 პუნქტში აღდგენის საფასური 50 თეთრიდან 2 ლარამდე შეიცვალა (დღგ-ის ჩათვლით); მე-4 პუნქტის ბოლოს დაემატა კომისიის დასახელების შემცველი ტექსტი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
92¹20102119²3164³ (…165780165¹2529
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…ენერგოეფექტურობის შესა…