„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 31. ანგარიშგება

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ვახტანგ ბარამაშვილისულხან კაპანაძესალომე ოსეფაშვილი

1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განცალ­კავებულად აღრიცხოს: ა) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურით მიღებული შემოსავალი; ბ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმა­რებლების (ძაბვის და მოთხოვნილი სიმძლავრის) მიხედვით და ჯამურად; გ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გამოწვეული განაწილებული და გატარებუ­ლი ელექტროენერგიის რაოდენობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.

2.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას  წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ასევე ყოველკვარტალურად მიაწოდოს კომისიას ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას  ელექტროენერგიით მომარაგე­ბისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიო­დის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშა­ვებული ფორმის შესაბამისად), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული ჟურნალების ელექტრონული ფორმით წარმოებისას, ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი კომისიას უნდა მიაწო­დოს ყოველი კალენდარული თვის დამთავრებამდე (კომისიის მიერ შემუშავებული ფორმით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიატის მიერ და მისი ელექტრონული ვერსია). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტში 1 აპრილის ვადისა და აუდიტორული დასკვნით დადასტურებული განცალკევებული ფინანსური და ტექნიკური ანგარიშის ნაცვლად დაწესდა კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიშგება; ყოველკვარტალური ინფორმაციის მიწოდება შენარჩუნებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3370261326¹373419¹8077344331
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…მაუწყებლობის შესახებელექტროენერგიის საცალო…ელექტრონული კომუნიკაცი…