Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებმუხლი 32

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 32. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2021.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹456

1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანონ ამ წესებთან.

2.ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველების გეგმური შემოწმე­ბის პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ელექტრო­ენერგიის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით - ჩანაწერების მიხედვით.

3.(ამოღებულია - 22.06.2018, №8);

3¹.თუ 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიტანოს აღრიცხვის კვანძი მაღალი ძაბვის მხარეს და მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური წესების №6 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს წინასწარ, არანაკლებ სამი თვით ადრე აცნობოს აღრიცხვის კვანძის გადატანის შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანაზე, განაწილების ლიცენზიატის მიერ აღნიშნულის შესახებ მისი ინფორმირებიდან 1 თვის ვადაში. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელი გადაიყვანოს დაბალი ძაბვის მომხმარებლად, ისე რომ არ მოხდეს ამ მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის შემცირება.

4.ამ წესებით განსაზღვრული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ წესების ამოქმედებამდე დადებული იყო მიერთების ხელშეკრულება ახალ მომხმარებელსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს შორის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში) მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ.

5.სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების (ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების) დამონტაჟება ამ წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად (აღნიშნული გეგმა წარმოადგენს საინვესტიციო პროგრამის ნაწილს). სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების მოწყობის გეგმა ამ წესების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში.

6.ამ წესების 26 1 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმებითა და მათი გეგმარებითი დავალებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-14-მე-16 პუნქტების შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანონ ამ წესებთან. 2. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველების გეგმური შემოწმე­ბის პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ელექტრო­ენერგიის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით - ჩანაწერების მიხედვით. 3. (ამოღებულია - 22.06.2018, №8); 3 1 . თუ 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიტანოს აღრიცხვის კვანძი მაღალი ძაბვის მხარეს და მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური წესების №6 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს წინასწარ, არანაკლებ სამი თვით ადრე აცნობოს აღრიცხვის კვანძის გადატანის შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანაზე, განაწილების ლიცენზიატის მიერ აღნიშნულის შესახებ მისი ინფორმირებიდან 1 თვის ვადაში. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელი გადაიყვანოს დაბალი ძაბვის მომხმარებლად, ისე რომ არ მოხდეს ამ მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის შემცირება. 4. ამ წესებით განსაზღვრული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ წესების ამოქმედებამდე დადებული იყო მიერთების ხელშეკრულება ახალ მომხმარებელსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს შორის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში) მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ. 5. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების (ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების) დამონტაჟება ამ წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად (აღნიშნული გეგმა წარმოადგენს საინვესტიციო პროგრამის ნაწილს). სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების მოწყობის გეგმა ამ წესების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში. 6. ამ წესების 26 1 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმებითა და მათი გეგმარებითი დავალებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-14-მე-16 პუნქტების შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ. დანართი 1 ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება N _ _ _ ელექტროენერგიის გამყიდველის დასახელება _______________________ ელექტროენერგიის გამყიდველის წარმომადგენელი __________________________. (თანამდებობა, სახელი, გვარი) ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებლი) _________________________________, (იურიდიული/ფიზიკური პირი) მისამართი _________________________________________; ტელ: ______________; საიდენტიფიკაციო ნომერი ___________________________________________________ (იურიდიული პირის ან ინდმეწარმის ან სხვა მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში); მყიდველის (მომხმარებლის) მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საფასური __ _კვტ.სთ. (მხოლოდ მყიდველის (მომხმარებელის) მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში) ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების თარიღი ______________________; მისამართი, სადაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგება _______________________; გამანაწილებელი ქსელის მფლობელი განაწილების ლიცენზიატის დასახელება _____________; მოთხოვნილი სიმძლავრე _____; ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით” განსაზღვრული პირობებით. ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება აწარმოოს: მცირე სიმძლარის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში _ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურით. განაწილების ლიცენზიატისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფით. ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია შეისყიდოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მხოლოდ _________________ (საყოფაცხოვრებო ან არა საყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის. გამყიდველი ვალდებულია, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით უზრუნველყოს ელექტროენერგიის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, დროულად გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. გამყიდველი ვალდებულია, ელექტროენერგიის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ. ელექტროენერგიის მყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა: _____________ ელექტროენერგიის გამყიდველის წარმომადგენლის ხელმოწერა: ______________ ” ______ “ ____________  200 __ წ. შენიშვნა: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, ხელშეკრულებას დანართის სახით, შეიძლება დაერთოს ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა- გრაფიკი. დანართი 2 (ამოღებულია) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება  №21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835 დანართი 3 მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი N დენმიმღები მუშა საათების რაოდენობა დღე-ღამეში, სთ მუშა საათების რაოდე-ნობა თვეში, სთ დადგმული სიმძლავრე, კვტ. ზაფხულის პერიოდი (აპრილი-ოქტომბერი) ზამთრის პერიოდი (ნოემბერი-მარტი) ზაფხულის პერიოდი (აპრილი-ოქტომბერი) ზამთრის პერიოდი (ნოემბერი-მარტი) 1. ელექტროქურა: - სტაციონალური - გადასატანი 1 2 30 60 3,0 1,0 2. ავზიანი წყალგამაცხელებელი 2 3 60 90 2,0 3. გამდინარე წყალგამაცხელებელი 1 1 30 30 5,0 4. კონდიციონერი “ზაფხული” 2 - 60 - 1,0 5. კონდიციონერი “ზაფხული-ზამთარი” 2 2 60 60 1,5 6. წყლის ტუმბო - - 20 20 0,5 7. სარეცხი მანქანა - - 10 10 1,0 8. კომპიუტერი 2 2 60 60 0,4 9. გამათბობელი ელექტრორადიატორი - 4 - 120 1,5 10. ელექტრომადუღარა 0,1 0,1 3 3 1,0 11. ელექტროუთო 0,1 0,1 3 3 1,0 12. ელექტროგანათება 4 6 120 180 0,1 13. ვენტილატორი 2,0 - 60 - 0,05 14. მაცივარი 6 4 180 120 0,13 15. ტელევიზორი 4 4 120 120 0,1 შენიშვნა: ცხრილის დადგმული სიმძლავრის სვეტში მოცემული სიმძლავრეების გამოყენება შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცნობია დენმიმღების საპასპორტო მონაცემი. დანართი 4 0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური 0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით: ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის შემთხვევაში: ძაბვის საფეხური ( კვ) სიმძლავრე (კვტ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა (სამუშაო დღე) ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ - ის ჩათვლით (ლარი) თვითმმართველ ქალაქებში სხვა მუნიციპალიტეტებში თვითმმართველ ქალაქებში სხვა მუნიციპალიტეტებში 0,4 1-10 (220 ვ.) 40 60 600 400 1-10 40 60 1800 1200 10-დან -30 40 60 7000 4700 30-დან-50 40 60 10500 7000 50-დან -80 40 60 13000 10500 80-დან – 100 40 60 14500 12000 100-დან-120 40 60 16500 14000 120-დან -150 40 60 18000 16000 150-დან -200 45 60 39000 23000 200-დან -320 60 90 56000 33000 320-დან -500 60 90 86000 50500 500-დან -800 90 110 136000 80000 800-დან -1000 90 110 170000 100000 6-10 1-500 60 90 96000 60500 500-დან -1000 90 110 180000 110000 1000-დან -1500 90 110 247000 137000 1500-დან -2000 90 110 319000 177000 2000-დან -3000 90 120 463500 257500 3000-დან -5000 90 120 749000 416000 ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის – 100 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის  8 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 13.12.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 06.11.2014 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ. დანართი 5  (ამოღებულია) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ. დანართი 6 აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური ძაბვის საფეხური, კვ სიმძლავრე, კვტ აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადა (სამუშაო დღე) აღრიცხვის კვანძის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით ლარი 0,4 1-10 (220 ვ.) 10 100 1-10 10 300 10-დან -30 10 350 30-დან-50 10 600 50-დან -80 10 650 80-დან - 100 15 700 100-დან-120 15 750 120-დან -200 15 800 200-დან -320 15 950 320-დან -500 15 1200 500-დან -800 20 1500 800-დან -1000 20 2200 1000-დან და მეტი კვტ 20 3000 6/10 1-500 15 7000 500-დან -1000 20 7500 1000-დან და მეტი კვტ 20 8000 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ. დანართი 7 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ძაბვის საფეხური , კვ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრე , კვტ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – ვადა ( სამუშაო დღე) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური დღგ – ის ჩათვლით , ლარი 0,4 1-10 (220 ვ) 15 200 1-10 15 350 10-დან -30 15 400 30-დან-50 15 500 50-დან -80 15 600 80-დან - 100 20 700 100-დან-120 20 800 120-დან -200 20 900 200-დან -320 20 1000 320-დან -500 20 1100 500-დან -800 25 1200 800-დან -1000 25 1300 1000-დან და მეტი კვტ 25 1300 6/10 1-500 20 1300 500-დან -1000 25 1300 1000-დან და მეტი კვტ 25 2000 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 აგვ. 2019 – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 აგვ. 2019
  2. 31 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2018
  3. 10 მაი. 2016
  4. 2 ოქტ. 2015

    32-ე მუხლის გამონაკლისი ტექნიკურ პირობაზე ახლა მოქმედებს მხოლოდ მისი მოქმედების ვადაში, ხოლო მიერთების ვადებისა და საფასურების ცხრილი ახლებურად ჩამოყალიბდა გ ქვეპუნქტითა და დანართი 5-ით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2021 · №37

  • 4 ცვლილება · ბოლო 12 აგვ. 2019
  • 17 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 39გარდამავალი დებულებები
  • 19¹ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა
  • 7¹მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 80გამანაწილებელ ქსელთან მიერთება
  • 160გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება
  • 106მიმწოდებლის შეცვლის წესები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 27გარდამავალი დებულებები
  • 18¹ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 64გარდამავალი დებულებანი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 44გარდამავალი დებულებები

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებები

მეწარმეთა შესახებ

  • 254გარდამავალი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
642718¹3919¹7¹44801601062541532
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ელექტრონული კომუნიკაცი…ფულის გათეთრებისა და ტ…სატელეკომუნიკაციო ინფრ…