Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 75⁵

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 75⁵. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:მასწავლებლის დასაქმებააკადემიური დისციპლინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი შეიძლება იყოს: ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა; ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ; გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. საჩივარი (განცხადება) წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშთან შეუსაბამო საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი.

3.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, დისციპლინური საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საჩივრის (განცხადების) წარმდგენ პირს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას − არაუმეტეს 5 დღისა. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება.

4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მოსამართლეს. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №57 · ძალაშია 2 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 4 აგვ. 2010 – 1 მაი. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  2. 13 იან. 2022

    75⁵ მუხლის მე-3 პუნქტში ხარვეზის აღმოსაფხვრელი ვადა 10 დღიდან არაუმეტეს 5 დღემდე შეიცვალა და დაზუსტდა ტერმინები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 75⁴⁹შემდეგი მუხლი 75⁵⁰

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარიცხვის აპელაციებისერვისის გვერდი
  • მასწავლებლის დისციპლინასერვისის გვერდი
  • სასკოლო დისციპლინის აპელაციებისერვისის გვერდი
  • სტუდენტის დისციპლინური პროცედურებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 2 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75¹²მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის ან მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლები
  • 75⁶მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება
  • 75⁸მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 88დისციპლინური წარმოების დაწყება
  • 100დისციპლინური წარმოების შეჩერება და შეწყვეტა
  • 91დისციპლინური წარმოება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁹დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეები
  • 11²¹დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების ზოგადი წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 74დისციპლინური სამართალწარმოება
  • 20მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 93დისციპლინური სამართალწარმოება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14³⁴აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁴11¹⁹11²¹75¹²75⁶75⁸938810091742075⁵
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026