1.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
2.სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს დაუყოვნებლივ განუმარტონ მისი უფლება, მიმართოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას (თავშესაფარს).
3.სამართალდამცავი ორგანოები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) ვალდებული არიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს მიაწოდონ სრული ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესახებ.
4.გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ვალდებულია დაზარალებულს მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლება-მოვალეობების და სამართლებრივი სტატუსის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია გამოძიების და სასამართლო პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
5.სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფო უზრუნველყოფს დაზარალებულს ადვოკატით, თარჯიმნით, აგრეთვე მისთვის სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და მასალების მიწოდებას მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე.
6.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფასო იურიდიული დახმარება და სასამართლო წარმომადგენლობა შეიძლება გაუწიოს ამ კანონის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებამ (თავშესაფარმა) ან სხვა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.დაზარალებულსა და მოწმეს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც მათ სამართლებრივ დაცვასა და დახმარებას უწევენ, უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვონ თავიანთი და თავიანთი ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა ვინაობა, მისამართები და სხვა პერსონალური ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9.დაზარალებულის, მოწმის ან მათი კანონიერი წარმომადგენლების თხოვნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.






