არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 15. პროფესიული საპენსიო სქემა

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილიმზია კიკვაძესალომე კობერიძე

1.პროფესიული საპენსიო სქემა არის დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების ან სხვა იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემა, რომლის მეანაბრეც არის დამსაქმებელი.

2.დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი. პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი დამსაქმებელთა გაერთიანება, აგრეთვე ამ გაერთიანების წევრები არ შეიძლება იყვნენ სხვა დამფუძნებლის საპენსიო სქემის მეანაბრეები.

3.დამსაქმებელს, რომელიც არ არის პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი ან დამფუძნებელთა გაერთიანების წევრი, უფლება აქვს იყოს სხვა დამფუძნებლის ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის მეანაბრე.

4.პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე შეიძლება იყოს 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელიც არანაკლებ 24 კალენდარული თვის განმავლობაში იმყოფება შრომით ურთიერთობაში მეანაბრე დამქირავებელთან. მონაწილეს შეუძლია იყოს მხოლოდ ერთი პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე.

5.პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილენი შეიძლება იყვნენ დამფუძნებლის (მეანაბრის) მუშაკთა ცალკეული კატეგორიები ან პროფესიული ჯგუფები. იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილენი, განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.

6.შრომის ხელშეკრულების პირობები მუშაკის არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულებით მის სასარგებლოდ განსაზღვრულ პირობებს და არ უნდა ითვალისწინებდეს მეტ ან ნაკლებ შეღავათებს იმასთან შედარებით, რაც ამ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

7.პროფესიული საპენსიო სქემების საპენსიო შენატანებს იხდიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელი და მონაწილე ერთად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. თუ შენატანებს იხდის მხოლოდ დამსაქმებელი, ყველა მუშაკი, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროფესიული სქემის მონაწილე, გაერთიანებული უნდა იყოს ამ სქემაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პროფესიული საპენსიო სქემა არის დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების ან სხვა იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემა, რომლის მეანაბრეც არის დამსაქმებელი. 2. დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი. პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი დამსაქმებელთა გაერთიანება, აგრეთვე ამ გაერთიანების წევრები არ შეიძლება იყვნენ სხვა დამფუძნებლის საპენსიო სქემის მეანაბრეები. 3. დამსაქმებელს, რომელიც არ არის პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი ან დამფუძნებელთა გაერთიანების წევრი, უფლება აქვს იყოს სხვა დამფუძნებლის ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის მეანაბრე. 4. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე შეიძლება იყოს 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელიც არანაკლებ 24 კალენდარული თვის განმავლობაში იმყოფება შრომით ურთიერთობაში მეანაბრე დამქირავებელთან. მონაწილეს შეუძლია იყოს მხოლოდ ერთი პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე. 5. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილენი შეიძლება იყვნენ დამფუძნებლის (მეანაბრის) მუშაკთა ცალკეული კატეგორიები ან პროფესიული ჯგუფები. იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილენი, განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. 6. შრომის ხელშეკრულების პირობები მუშაკის არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულებით მის სასარგებლოდ განსაზღვრულ პირობებს და არ უნდა ითვალისწინებდეს მეტ ან ნაკლებ შეღავათებს იმასთან შედარებით, რაც ამ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. 7. პროფესიული საპენსიო სქემების საპენსიო შენატანებს იხდიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელი და მონაწილე ერთად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. თუ შენატანებს იხდის მხოლოდ დამსაქმებელი, ყველა მუშაკი, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროფესიული სქემის მონაწილე, გაერთიანებული უნდა იყოს ამ სქემაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33212222521151538415
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…ფულის გათეთრებისა და ტ…პროფესიული კავშირების …საქართველოს შრომის კოდ…დასაქმების ხელშეწყობის…