სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

მუხლი 8. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 21 მარ. 2008

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ნინო ლიპარტიასალომე ოსეფაშვილი

1.სამინისტრო სამედიცინო საქმიანობაზე, ხოლო წამლის სააგენტო ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან და შესაბამის საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში ადგილზე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორეს და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

2.სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების ადგილზე შემოწმებისას დგება ოქმი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სამედიცინო საქმიანობაზე სალიცენზიო პირობების შემოწმებისას შედგენილ ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირი და ლიცენზიის მაძიებელი, ხოლო ფარმაცევტულ საქმიანობაზე სალიცენზიო პირობების შემოწმებისას შედგენილ ოქმს ხელს აწერენ წამლის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

3.ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

4.ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის გაცემაზე სამინისტროს ან წამლის სააგენტოს უარი შეიძლება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.თუ ლიცენზიის გასაცემად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, შესაბამისად სამინისტრო ან წამლის სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ, ამასთან ლიცენზიის გაცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. საქართველოს 200 5 წლის 3 ივნისის კანონი № 1582 - I ს - სსმ I, № 31 , 27 .

06 .200 5 წ ., მუხ . 195

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამინისტრო სამედიცინო საქმიანობაზე, ხოლო წამლის სააგენტო ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან და შესაბამის საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში ადგილზე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორეს და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 2. სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების ადგილზე შემოწმებისას დგება ოქმი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სამედიცინო საქმიანობაზე სალიცენზიო პირობების შემოწმებისას შედგენილ ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირი და ლიცენზიის მაძიებელი, ხოლო ფარმაცევტულ საქმიანობაზე სალიცენზიო პირობების შემოწმებისას შედგენილ ოქმს ხელს აწერენ წამლის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 3. ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 4. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის გაცემაზე სამინისტროს ან წამლის სააგენტოს უარი შეიძლება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. თუ ლიცენზიის გასაცემად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, შესაბამისად სამინისტრო ან წამლის სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ, ამასთან ლიცენზიის გაცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. საქართველოს 200 5 წლის 3 ივნისის კანონი № 1582 - I ს - სსმ I, № 31 , 27 . 06 .200 5 წ ., მუხ . 195

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 8 აგვ. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
995225⁶6738²11102541687128
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამეწარმეო საქმიანობის…სამედიცინო და ფარმაცევ…საქართველოს ზოგადი ადმ…სააღმზრდელო საქმიანობი…ლიცენზიებისა და ნებართ…ენერგეტიკისა და წყალმო…