Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 40¹³

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 40¹³. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023
თემები:რეგულატორული დაცვაGDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობასაგანმანათლებლო ტექნოლოგიებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობარისკების მართვაწინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განახორციელოს ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის შემოწმება. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი.

2.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება გულისხმობს: ა) მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლების არსებობის დადგენას; ბ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის განხორციელებული ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებებისა და პროცედურების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) ფაილური სისტემის კატალოგთან, ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრსა და მონაცემთა გაცემის აღრიცხვასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას; დ) მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის კანონიერების შემოწმებას; ე) მონაცემთა დაცვისთვის ამ კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დაცვის შემოწმებას.

3.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია შემოწმების განხორციელებისას ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და მონაცემების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველი მასალა ან/და დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და აუცილებელია შემოწმების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფარგლებში განსახორციელებლად.

4.მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიაწოდოს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან ამ დაწესებულებასთან ან ერთეულთან კონსულტაციას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიებასა და დამუშავებას.

5.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.

6.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია შემოწმების განსახორციელებლად შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტსა და ინფორმაციას, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და მონაცემების შემცველ ინფორმაციას, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველ მასალას ან/და დოკუმენტაციას ან/და ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება, მიუხედავად მათი შინაარსისა და შენახვის ფორმისა.

7.შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის 40 14 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

8.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გახდა ცნობილი. ეს ვალდებულება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

წინა მუხლი 40¹²შემდეგი მუხლი 40¹⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დოკუმენტბრუნვა და არქივის წარმოება (ეროვნული არქივი)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოპერაციული რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოპერაციული რისკის კონსულტირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შესაბამისობის აუდიტი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-11-30 · №33

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 40¹⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 40¹⁴პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ღონისძიებების გამოყენება
  • 40²პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები
  • 40¹²პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 51სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება
  • 33პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • 27მონაცემთა უსაფრთხოება

პროკურატურის შესახებ

  • 67¹პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 20პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 18¹პერსონალური მონაცემების მიღების უფლება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 17¹ინფორმაციის გადამოწმების უფლება

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 22სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურა

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 22კონფიდენციალურობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18¹17¹40¹⁴40²40¹²202267¹5133272240¹³
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…პერსონალურ მონაცემთა დ…პროკურატურის შესახებსამართალდაცვით სფეროში…საქართველოს სამოქალაქო…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 ნოე. 2023