Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 9

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 9. ანგარიშვალდებული საწარმო და საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ფასიანი ქაღალდების რეგულაციაწილებისა და აქციების შეფასებაბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ანგარიშვალდებულ საწარმოდ  მიიჩნევა  საჯარო  ფასიანი  ქაღალდების ემიტენტი, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის დაფუძნებული.

2.(ამოღებულია - 16.11.2023, №3714) .

3.საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული კატეგორიის ემიტენტები ან/და სხვა პირები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისგან, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტის მიერ შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, ემიტენტის საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლებითა და პუნქტებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო აღმოჩნდება.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის კორპორაციული მართვისა და ანგარიშგების წარმოების განსხვავებული მოთხოვნები ან/და დამატებითი მოთხოვნები.

5.ამ კანონის მე-11 და მე-14 მუხლების მიზნებისთვის საჯარო ფასიანი ქაღალდების სტატუსის მქონე დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში ემიტენტად მიიჩნევა იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილებითაა წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ფასიანი ქაღალდები საჯარო ფასიანი ქაღალდები. საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6022 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. ანგარიშვალდებულ  საწარმოდ  მიიჩნევა  საჯარო  ფასიანი  ქაღალდების ემიტენტი, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისადაა დაფუძნებული (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდების ემიტენტისა). [ 1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ  მიიჩნევა  საჯარო  ფასიანი  ქაღალდების ემიტენტი, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის დაფუძნებული. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ჩანაწერით მფლობელთა განსაზღვრის წესი. [ 2. (ამოღებულია - 16.11.2023, №3714) . (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] 3. საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული კატეგორიის ემიტენტები ან/და სხვა პირები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-10 მუხლის  მე-3 პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისგან, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტის მიერ შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, ემიტენტის საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლებითა და პუნქტებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო აღმოჩნდება. [ 3. საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული კატეგორიის ემიტენტები ან/და სხვა პირები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისგან, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტის მიერ შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, ემიტენტის საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლებითა და პუნქტებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო აღმოჩნდება. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის კორპორაციული მართვისა და ანგარიშგების წარმოების განსხვავებული მოთხოვნები ან/და დამატებითი მოთხოვნები. 5. ამ კანონის მე-11 და მე-14 მუხლების მიზნებისთვის საჯარო ფასიანი ქაღალდების სტატუსის მქონე დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში ემიტენტად მიიჩნევა იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილებითაა წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ფასიანი ქაღალდები საჯარო ფასიანი ქაღალდები. საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6022 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

წინა მუხლი 8¹შემდეგი მუხლი 9¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არალისტინგირებული აქციების ღირებულების განსაზღვრასერვისის გვერდი
  • დისკონტირებული ფულადი ნაკადების (DCF) მეთოდით შეფასებასერვისის გვერდი
  • მულტიპლიკატორებზე დაფუძნებული სწრაფი შეფასებასერვისის გვერდი
  • პროსპექტის მომზადებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №50

5
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 11მუხლი 14მუხლი 15

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2მუხლი 27მუხლი 28მუხლი 24მუხლი 29

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 55²პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდები და მათი ემიტენტები
  • 8ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიში
  • 10საჯარო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხვა. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 5ფლობის რეჟიმი
  • 6დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

მეწარმეთა შესახებ

  • 34¹სამეწარმეო საზოგადოების მიერ სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 3ანგარიშვალდებული პირები

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 14სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹⁴რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 928ცნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1011141522728242955²852334¹29
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…დემატერიალიზებული ფასი…საქართველოს ეროვნული ბ…მეწარმეთა შესახებფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026