პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 89. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასება შეიძლება განხორციელდეს მოდულებით (ქვემოდულებად).

2.რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულებია: ა) მოდული A − შიდა საწარმოო კონტროლი – შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი; ბ) მოდული B − პროდუქტის ნიმუშის (პროტოტიპის) შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო; გ) მოდული C − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო გამოცდის პროდუქტის კონკრეტულ მახასიათებლებს და შერჩევით ამოწმებს დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობას; დ) მოდული D − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ამოწმებს წარმოების ხარისხის სისტემას ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირებას; ე) მოდული E − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ამოწმებს პროდუქტის ხარისხის სისტემას ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირებას; ვ) მოდული F – შესაბამისობა, დაფუძნებული პროდუქტის შემოწმებაზე − სერტიფიცირებულ ტიპთან ან დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შემოწმება, რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი, იმპორტიორი, აკრედიტებული ან უფლებამოსილი ორგანო თითოეულ პროდუქტზე ან სტატისტიკურად შერჩეულ ნიმუშზე; ზ) მოდული G − შესაბამისობა, დაფუძნებული თითოეული პროდუქტის შემოწმებაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ თითოეული პროდუქტის ყველა დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის შემოწმება; თ) მოდული H – შესაბამისობა, დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ საწარმოში ხარისხის სისტემის სათანადო ფუნქციონირების ზედამხედველობა და, საჭიროების შემთხვევაში, დაპროექტების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შეფასება.

3.შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .

4.კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება შესაბამისობის შეფასების ის მოდული (ქვემოდული) ან მათი კომბინაცია, რომელიც ადგენს მოქმედებათა თანამიმდევრობას შესაბამისობის შეფასებისას, რომლის შედეგები განიხილება, როგორც შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცებულება, და რომლის საფუძველზედაც გაიცემა შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.რეგულირებულ სფეროში დაუშვებელია შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განთავსება ან ფუნქციონირება, თუ ეს ტექნიკური რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

6.რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს წარუდგინოს დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 15 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1038788902623 (დ…17 (დ…1³ (დ…30940202489
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…ენერგოეტიკეტირების შეს…სამშენებლო პროდუქტების…საქონლის ადგილწარმოშობ…რეაბილიტაციისა და კრედ…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა