1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
2.ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ.
3.აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა და იგი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით.
5.იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) გადახდევინება:
ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ქონებას ეხება, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს;
ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პენსიის მიმღებისა და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდით მიღებული თანხიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;
ა.გ) სხვა პირებთან არსებული მოვალის ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;
ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;
გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.
6.(ამოღებულია).
7.აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
8.თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.
9.აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას მუნიციპალიტეტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.
10.აღსრულების მსვ ლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს სააღსრულებო წარმოების მხარეები სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მიიღოს ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის.
11.აღმასრულებელს თავისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზედაც.
12.აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დროს და უქმე დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3307 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
შეიძლება თუ არა მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდეს?
დავა შეეხებოდა სხვისი ვალის აღსრულებისას დაყადაღებული მოძრავი ნივთების აღწერის სიიდან ამორიცხვასა და ყადაღის მოხსნას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოძრავ ნივთებზე საკუთრების დასადგენად მოწმის ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, ხოლო წარმოდგენილი ჩვენებების საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცების ტვირთი მოცემულ საქმეში მოპასუხეს ეკისრებოდა. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არსებული მოთხოვნის გამო აღძრულ დავაში ფინანსთა სამინისტრო სათანადო მოპასუხეა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.
დავა ეხებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანებასა და იძულებით აუქციონზე ამოღებული თანხის განაწილებას საგადასახადო გირავნობის არსებობისას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო გირავნობა უზრუნველყოფს კონკრეტულ დავალიანებას და ავტომატურად არ ვრცელდება განსხვავებული საფუძვლით შემდგომ წარმოშობილ დავალიანებაზე. თანხის განაწილებისთვის უნდა დადგინდეს გირავნობით უზრუნველყოფილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ხოლო საგადასახადო საიდუმლოება არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდებას. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემის შესახებ აღმასრულებლის განკარგულების ბათილად ცნობა
დავა ეხებოდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განკარგულებას, რომლითაც უშედეგო აუქციონების შემდეგ კომპანიის უძრავი ქონება სახელმწიფოს ნატურით გადაეცა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ აღსრულება გასცდა სასამართლო ბრძანებით გათვალისწინებული დავალიანების ფარგლებს და დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერება. სასამართლოს განმარტებით, ორგანომ უნდა შეაფასოს ქონების გაყოფისა და აღსრულების სხვა საშუალებების შესაძლებლობა, ხოლო გადაცემული ქონების ღირებულებასა და დავალიანებას შორის სხვაობა გონივრულ ფარგლებს არ უნდა სცდებოდეს. საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი და სადავო განკარგულება ბათილად ცნო.
აღმასრულებლის მოქმედების კანონიერება, საინკასო დავალების გაუქმება და ჩამოწერილი თანხის დაბრუნება
დავა ეხება თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედებას, საინკასო დავალებასა და ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღსასრულებელი მოთხოვნა უკვე შესრულებულ მოთხოვნას არ მოიცავს და შვიდპროცენტიანი საფასურის ვადაში გადახდილ თანხაზე გავრცელება სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია. პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ გარემოებებში დაგვიანებით გადახდილ საფასურზე შეიძლებოდა შვიდპროცენტიანი განაკვეთის გავრცელება. უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა.
რა პირობებში ამტკიცებს საკასაციო სასამართლო მხარეთა მორიგებას?
სს „ა. ბანკი“ სს „ბ. ბანკისაგან“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას ითხოვდა. დავა უკავშირდებოდა აღმასრულებლის მოთხოვნის შეუსრულებლობასა და სადავო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა მორიგების პირობები კანონს არ ეწინააღმდეგებოდა და მესამე პირთა ინტერესებს არ ლახავდა. სასამართლომ დაამტკიცა მორიგება, გააუქმა ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები და საქმის წარმოება შეწყვიტა; ზიანის ანაზღაურების საკითხი არსებითად არ გადაუწყვეტია.
სააღსრულებო მოქმედებებისა და აუქციონების შედეგების კანონიერება და გაყიდული ქონების დაბრუნება
დავა შეეხებოდა მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონების შედეგების ბათილობასა და გაყიდული ქონების დაბრუნებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა ყადაღის აქტებთან, შეტყობინებებთან და აუქციონის განცხადების შინაარსთან დაკავშირებული დარღვევები. საქმეში არ არსებობდა შესაბამისი შეტყობინებების ადრესატებისათვის ჩაბარების მტკიცებულება. სასამართლომ საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება აუქციონების შედეგების ბათილობისა და ქონების დაბრუნების შესახებ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.2. ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ.3. აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა და იგი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.4. აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით.5. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:ა) გადახდევინება:ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ქონებას ეხება, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს;ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პენსიის მიმღებისა და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდით მიღებული თანხიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;ა.გ) სხვა პირებთან არსებული მოვალის ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.6. (ამოღებულია).7. აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.8. თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.9. აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას მუნიციპალიტეტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.10. აღსრულების მსვ ლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს სააღსრულებო წარმოების მხარეები სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მიიღოს ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის.11. აღმასრულებელს თავისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზედაც.12. აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დროს და უქმე დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე.საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3307 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №134 · ძალაშია 12 ნოე. 2026-დან
ტექსტი იტვირთება…
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 22
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტში პენსიიდან გადახდევინება პირდაპირ მოიცავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის საფუძველზე მიღებულ პენსიას; ა.ა) ქვეპუნქტში აცნობების წინადადება ახლებურად არის დალაგებული და „ადგილობრივი“ ამოღებულია თვითმმართველი ერთეულის ქონების აღწერიდან. დანარჩენი ცვლილებები სიტყვათა ფორმებს ეხება.
· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
მე-2 და მე-3 პუნქტებში შეტყობინების მიმღები და რეესტრში შეჩერების ჩანაწერის შემტანი/გამაუქმებელი ორგანო იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად ნოტარიუსთა პალატაა.
· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011
მე-12 პუნქტში დღის აღმნიშვნელი ტერმინი „დასვენების დღე“ შეიცვალა „უქმე დღით“.
· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
მე-10 პუნქტში გამოსაძახებელ პირთა წრე მოვალიდან სააღსრულებო წარმოების ყველა მხარემდე გაიზარდა და გამოძახების საფუძვლად დაემატა სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობა. ინფორმაცია ახლა ზეპირი და წერილობითია, ხოლო აუცილებლობის კრიტერიუმი აღსრულების მიზნებს უკავშირდება.
· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009
მე-12 პუნქტში სამუშაო საათებში დაწყებული მოქმედების გაგრძელების უფლება შეიცვალა ნებისმიერ დროს, მათ შორის დასვენების დღეს, მოქმედების განხორციელების უფლებით, როცა ეს აუცილებელია.
· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008
მე-6–მე-9 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა აღსრულების შეჩერების წესი ფულადი გადახდევინებისას, გაფართოვდა განმარტების ვალდებულება, დახმარების მიმღებ ორგანოებად დასახელდა აღსრულების პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, შეიცვალა აქტის შედგენის წესი და დაემატა მე-10 და მე-11 პუნქტები.
· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2009
17 მუხლს დაემატა 12 პუნქტი, რომელიც აღმასრულებელს აძლევს უფლებას დაწყებული სააღსრულებო მოქმედება გააგრძელოს არასამუშაო საათებში ან მომდევნო სამუშაო დღეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
მე-7 პუნქტში წინააღმდეგობის ან მოვალის არყოფნის შემთხვევაში მოქმედება გრძელდება ორი მოწმისა და მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლის თანდასწრებით; მმართველობის ორგანოები ამოღებულია.
შეიცვალა მე-2, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტები: აღმასრულებლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი, საბანკო ანგარიშებიდან საინკასოთი აღსრულება, სააღსრულებო პოლიციის მოწვევა და სხვა ბიუროს ტერიტორიაზე მოქმედების უფლება.
მე-7 პუნქტიდან ამოღებულია სამინისტროს სააღსრულებო სამსახურებისადმი მიმართვა და დაზუსტდა დასწრების სუბიექტები; მე-9 პუნქტი ამოღებულია.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს შინაგან სა…ფულის გათეთრებისა და ტ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ზოგადი ადმ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა