სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 69. იძულებითი აუქციონის პირობები

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.

1¹.თუ მოვალე საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო რეესტრის მეშვეობით უზრუნველყოფს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ინფორმაციის მოძიებას უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ან/და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მოვალის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე.

1².თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მოძიებული შესაბამისი ცნობით დადასტურდება, რომ მოვალის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონებას და განახორციელოს აღსრულება ამ კანონით დადგენილი წესით. მოვალე ან პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ქონება მას ეკუთვნის, უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინოს საკუთრების უფლების დამდგენი მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს ან/და გააუქმებს ამ ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების რეალიზაციის შემთხვევაში მისი შემძენი ხდება ამ ქონების მესაკუთრე. მესამე პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქონების რეალიზაციის შედეგად მისი უფლება დაირღვა ან/და მას მიადგა ზიანი, უფლებამოსილია მოვალეს წაუყენოს პრეტენზია.

1³.თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და მოვალის რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე საკუთრების უფლება დაუდგენელია, აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ქონების რეგისტრაციის (მათ შორის, დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციის) შესახებ.

2.(ამოღებულია).

3.ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს, აღსრულების ხარჯს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.

4.ქონებაზე სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ მრავალჯერადი ყადაღის დადების შემთხვევაში ამ ქონებაზე აუქციონს ატარებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა მარეგისტრირებელ ორგანოში.

4¹.ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში სარეალიზაციო ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ გადაწყვეტილების აღმასრულებელი, მიუხედავად სხვა აღმასრულებლის მიერ აღნიშნულ ქონებაზე დარეგისტრირებული ყადაღისა.

5.(ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4207- ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 16

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-500-494(კ-12)2013-06-2030ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და სარეალიზაციო ქონების შეფასების კანონიერება

    დავა შეეხებოდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აუქციონის კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები ქონების ღირებულების შესახებ და გამოიკვლიოს, დაცული იყო თუ არა მოვალის უფლებები. ქონების შეფასების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ცალკე განხილვა სასამართლოს არ ათავისუფლებდა აუქციონის კანონიერებისთვის არსებითი გარემოებების შეფასებისგან. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა და საქმე მას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ბს-719-691(კ-08)2009-07-2738ადმინისტრაციული
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    აღწერა-დაყადაღების აქტის, აუდიტორული დასკვნის, აუქციონის განკარგულებებისა და საკუთრების რეგისტრაციის ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიერ ქონების აღწერა-დაყადაღებას, აუდიტორულ შეფასებას, იძულებით აუქციონსა და საჯარო რეესტრში შემძენის საკუთრების რეგისტრაციას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღმასრულებელს შეეძლო საბაზრო შეფასების აუდიტორისთვის დავალება და შეფასების შემდეგ აუქციონის დანიშვნა ხელახალი შეფასების გარეშე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აუქციონის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს მისი ჩატარება შეესაბამებოდა გამოსაყენებელ წესს. საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს ორივე განჩინება უცვლელად დარჩა.

  • №ბს-731-703(კ-08)2008-12-3123ადმინისტრაციული
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    მოსარჩელე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცემული სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა შეფასება, რომ აღმასრულებელმა სამსახურებრივი მოვალეობები არაჯეროვნად შეასრულა, რამაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გააჭიანურა. პალატამ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა, თუ მათ წინააღმდეგ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

  • №ბს-1030-984(კ-07)2008-04-29392ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სააღსრულებო აუქციონის ოქმისა და ქონების გადაცემის განკარგულების ბათილად ცნობა

    მოსარჩელე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის ოქმისა და ქონების გადაცემის განკარგულების ბათილად ცნობას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია აუქციონზე გასხვისებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების მოცულობა. ხელახალი განხილვისას სასამართლომ აგრეთვე უნდა შეაფასოს შემძენის კანონიერი ნდობა და საერთო საკუთრების საკითხი. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

  • №ას-1263-1183-20172017-12-0159სამოქალაქო
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის შეიძლება სხვა კრედიტორის სასარგებლოდ დაწყებული აღსრულების შეჩერება საკუთრებაში დასაბრუნებლად მოთხოვნილ ქონებაზე?

    დავა ეხებოდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სხვა კრედიტორის სასარგებლოდ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერებას ორ უძრავ ქონებაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება მოთხოვნის პროპორციული უნდა იყოს და გაითვალისწინა როგორც მოსარჩელის, ისე სხვა კრედიტორის უფლებები. სასამართლომ უცვლელად დატოვა აღსრულების შეჩერება უშუალოდ სადავო ქონებაზე, ხოლო მეორე ქონების ნაწილში შეჩერება გააუქმა. კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის საკითხი სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა განსახილველად.

  • №813822022-07-1473ადმინისტრაციული
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სააღსრულებო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული საკუთრების რეგისტრაციის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო აქტებისა და მათ საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღსრულებისას ბიურომ კრედიტორისა და მოვალის ინტერესები თანაზომიერად უნდა დააბალანსოს და განიხილოს დავალიანების დასაფარავად საკმარისი ქონების, მისი ნაწილის ან წილის რეალიზაცია. სასამართლომ დაადგინა, რომ ბიურომ სათანადოდ არ შეაფასა ნაკლებად შემზღუდველი შესაძლებლობები და დაუსაბუთებლად ხელყო მოვალის საკუთრების უფლება. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა და ოთხივე სადავო აქტი ბათილად ცნო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში. 1 1 . თუ მოვალე საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო რეესტრის მეშვეობით უზრუნველყოფს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ინფორმაციის მოძიებას უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ან/და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მოვალის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე. 1 2 . თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მოძიებული შესაბამისი ცნობით დადასტურდება, რომ მოვალის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონებას და განახორციელოს აღსრულება ამ კანონით დადგენილი წესით. მოვალე ან პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ქონება მას ეკუთვნის, უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინოს საკუთრების უფლების დამდგენი მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს ან/და გააუქმებს ამ ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების რეალიზაციის შემთხვევაში მისი შემძენი ხდება ამ ქონების მესაკუთრე. მესამე პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქონების რეალიზაციის შედეგად მისი უფლება დაირღვა ან/და მას მიადგა ზიანი, უფლებამოსილია მოვალეს წაუყენოს პრეტენზია. 1 3 . თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და მოვალის რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე საკუთრების უფლება დაუდგენელია, აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ქონების რეგისტრაციის (მათ შორის, დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციის) შესახებ. 2. (ამოღებულია). 3. ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს, აღსრულების ხარჯს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. 4. ქონებაზე სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ მრავალჯერადი ყადაღის დადების შემთხვევაში ამ ქონებაზე აუქციონს ატარებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა მარეგისტრირებელ ორგანოში. 4 1 . ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში სარეალიზაციო ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ გადაწყვეტილების აღმასრულებელი, მიუხედავად სხვა აღმასრულებლის მიერ აღნიშნულ ქონებაზე დარეგისტრირებული ყადაღისა. 5. (ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4207- ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №134 · ძალაშია 12 ნოე. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველ მითითებულ პუნქტში „მ“ ქვეპუნქტი შეიცვალა „ვ“ ქვეპუნქტით („გათვალისწინებული“ გადაწყვეტილება) და დაზუსტდა მარეგისტრირებელ ორგანოსთან მიმართვის ფორმულირება დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციაზე; მე-4 პუნქტში „ამ ქონებაზე“ შეიცვალა „აღნიშნულ ქონებაზე“-ით.

  2. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  3. დაემატა 1³ პუნქტი, რომელიც ადგენს საკუთრების უფლების აღიარების სასამართლო წესს და ბიუროს უფლებას მოითხოვოს ქონების რეგისტრაცია განჩინების საფუძველზე.

  4. 69-ე მუხლის 4¹ პუნქტში მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღმასრულებელი აუქციონს ატარებს მიუხედავად სხვა აღმასრულებლის მიერ ამ ქონებაზე დარეგისტრირებული ყადაღისა, და არა მის მიერ დარეგისტრირებული ყადაღის რიგითობისა.

  5. · გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    აუქციონის ჩატარების ვადა ყადაღის დადებიდან 2 თვეა. დაემატა 1¹ და 1² პუნქტები ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივით დადასტურებულ მოვალის ქონებაზე ყადაღისა და აღსრულების წესის შესახებ.

  6. 69-ე მუხლის პირველ პუნქტში 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემთხვევაში იძულებითი აუქციონის 1-თვიანი ვადა სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან აითვლება, სხვა შემთხვევაში – ქონების შეფასებიდან.

  7. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  8. მე-4 და 4¹ პუნქტებში წესი გავრცელდა ზოგადად ქონებაზე (არა მხოლოდ უძრავზე), ხოლო ყადაღის რეგისტრაციის ადგილად დასახელდა მარეგისტრირებელი ორგანო; მე-5 პუნქტი ამოღებულია.

  9. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009
  10. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  11. 69-ე მუხლში იძულებითი აუქციონის განკარგულების გამცემი ორგანო სასამართლო აღმასრულებელია.

  12. 69-ე მუხლში იძულებითი აუქციონის წინაპირობა გავრცელდა უძრავი ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
214⁶75507870302310306⁴24247 (დ…16 (და…5410269
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…იძულებითი აუქციონის ჩა…რეაბილიტაციისა და კრედ…მიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა