საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 14 ივლ. 2020 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

დავით მაისურაძეანა შავარდენიძეგიორგი ბუიღლიშვილი

1.პაი – სახელობითი, არამატერიალიზებული, წილობრივი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის წილს საპაიო საინვესტიციო ფონდში და ფონდის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აძლევს მას კომპენსაციის მიღების უფლებას და სხვა უფლებებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით.

2.საპაიო საინვესტიციო ფონდი – კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც შედგება ინვესტორების მიერ მართვის მინდობის უფლებით გადაცემული ფულადი საშუალებებისგან, აგრეთვე ამ საშუალებების მართვის შედეგად მიღებული ქონებისგან, რომლის წილზე საკუთრების უფლება წარმოიშობა და დასტურდება აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდით (პაით). საპაიო საინვესტიციო ფონდი არ არის იურიდიული პირი.

3.ღია საპაიო საინვესტიციო ფონდი – ფონდი, რომელიც უწყვეტად ახორციელებს პაის განთავსებას ნებისმიერ დროს მისი გამოსყიდვის ვალდებულებით.

4.ინტერვალური საპაიო საინვესტიციო ფონდი – ფონდი, რომელიც უწყვეტად ახორციელებს პაის განთავსებას ფონდის წესებით განსაზღვრულ დროის ინტერვალში მისი გამოსყიდვის ვალდებულებით.

5.დახურული საპაიო საინვესტიციო ფონდი – ფონდი, რომელიც ახორციელებს პაის განთავსებას საჭიროებიდან გამომდინარე და რომელსაც მისი გამოსყიდვის ვალდებულება არ გააჩნია.

6.სააქციო საინვესტიციო ფონდი – სააქციო საზოგადოება, რომელსაც შეიძლება მართავდეს პირი ან პირთა ჯგუფი და რომლის ერთადერთი საქმიანობაა აკუმულირებული ფინანსური აქტივების ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირება და მასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელება. სააქციო საინვესტიციო ფონდი ანგარიშვალდებული საწარმოა.

7.ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი – სააქციო საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთადერთი საქმიანობაა ფინანსური აქტივების ინვესტირება დამწყებ (არაუმეტეს 2 წლის) კომპანიებში ანდა ბიზნესიდეებში. ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდს არ შეიძლება ჰყავდეს 50 ინვესტორზე მეტი. ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდის აქტივების 20%-ზე მეტი არ შეიძლება განთავსდეს საჯარო ფასიან ქაღალდებში. მას აგრეთვე ეკრძალება სესხის აღება საკუთარი აქტივების 20%-ზე მეტი ოდენობით.

8.კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდი – სააქციო საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთადერთი საქმიანობაა ფინანსური აქტივების ინვესტირება არსებულ კომპანიებში ამ კომპანიების შემდგომ რესტრუქტურიზების მიზნით. კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდი ინვესტირებისას ვალდებულია შეიძინოს კომპანიის კაპიტალის საკონტროლო პაკეტი. კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდს არ შეიძლება ჰყავდეს 50 ინვესტორზე მეტი. მას უფლება აქვს, ფინანსური საშუალებების მოსაზიდად გამოიყენოს როგორც კაპიტალი, ისე სასესხო ფინანსური ინსტრუმენტები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 დეკ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1223¹324253638222
მნიშვნელობით ახლოსარასაბანკო სადეპოზიტო …საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…ფასიანი ქაღალდების ბაზ…