Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 5

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 5. საინვესტიციო ფონდების სახეები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აქტივების მართვასაინვესტიციო ანალიზიუცხოური ინვესტიციებიბიზნესის დაფუძნებადაფუძნებასტარტაპის იურიდიული მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹7²8

1.საქართველოში საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია დაფუძნდეს საინვესტიციო კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფორმით.

2.საინვესტიციო ფონდი, როგორც საინვესტიციო კომპანია, შესაძლებელია არსებობდეს სააქციო საზოგადოების ფორმით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დახურული რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია შესაძლებელია აგრეთვე არსებობდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების ფორმით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.თუ საინვესტიციო კომპანიამ დანიშნა აქტივების მმართველი კომპანია, ამ საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განმახორციელებელი პირი აქტივების მმართველი კომპანიაა.

4.საინვესტიციო ფონდი ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფორმით უნდა დაფუძნდეს სახელშეკრულებო სქემად, რომელსაც მართავს და წარმოადგენს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აქტივების მმართველი კომპანია.

5.საინვესტიციო ფონდს შესაძლებელია მართავდეს მხოლოდ ერთი აქტივების მმართველი კომპანია.

6.ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს დახურულ, ინტერვალურ ან ღია საინვესტიციო ფონდად.

7.საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია ღია, ინტერვალური ან დახურული საინვესტიციო ფონდის გარდაქმნა სხვა სახის (ღია, ინტერვალურ ან დახურულ) საინვესტიციო ფონდად, თუ მარეგულირებელი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის გარდაქმნის განხორციელებამდე ერთეულის მფლობელებს ენიჭებათ უფლება, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე (გარდა ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯებისა).

7¹.სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) უფლება აქვს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების საფუძველზე. საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს ეკრძალება საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მთლიანი წილის (ერთეულების) 40%-ზე მეტის ფლობა, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში რაიმე სახის პრივილეგირებული ხმის უფლებით სარგებლობა, საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა და საინვესტიციო ფონდისთვის/ქვეფონდისთვის ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფუნქციის შესრულება.

7².ამ მუხლის 7​ 1 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და საქართველოს პარლამენტს უგზავნის წინა წლის ანგარიშს. ამ ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს ასახული აღნიშნული მონაწილეობით (ერთეულის ფლობით) არსებული საინვესტიციო ფონდების/ქვეფონდების შესახებ ინფორმაცია.

8.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად, სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები საინვესტიციო ფონდებთან მიმართებით საინვესტიციო ფონდების სახეების, საინვესტიციო პოლიტიკის, საქმიანობის საგნის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით. საქართველოს 2022 წლის 23 ივნისის კანონი №1708 – ვებგვერდი, 05.07.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №823 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოში საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია დაფუძნდეს საინვესტიციო კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფორმით. 2. საინვესტიციო ფონდი, როგორც საინვესტიციო კომპანია,   შესაძლებელია არსებობდეს სააქციო საზოგადოების ფორმით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დახურული რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია შესაძლებელია აგრეთვე არსებობდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების ფორმით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. თუ საინვესტიციო კომპანიამ დანიშნა აქტივების მმართველი კომპანია, ამ საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განმახორციელებელი პირი აქტივების მმართველი კომპანიაა. 4. საინვესტიციო ფონდი ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფორმით უნდა დაფუძნდეს სახელშეკრულებო სქემად, რომელსაც მართავს და წარმოადგენს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აქტივების მმართველი კომპანია. 5. საინვესტიციო ფონდს შესაძლებელია მართავდეს მხოლოდ ერთი აქტივების მმართველი კომპანია. 6. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს დახურულ, ინტერვალურ ან ღია საინვესტიციო ფონდად. 7. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია ღია, ინტერვალური ან დახურული საინვესტიციო ფონდის გარდაქმნა სხვა სახის (ღია, ინტერვალურ ან დახურულ) საინვესტიციო ფონდად, თუ მარეგულირებელი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის გარდაქმნის განხორციელებამდე ერთეულის მფლობელებს ენიჭებათ უფლება, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე (გარდა ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯებისა). 7 1 . სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) უფლება აქვს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების საფუძველზე. საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს ეკრძალება საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მთლიანი წილის (ერთეულების) 40%-ზე მეტის ფლობა, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში რაიმე სახის პრივილეგირებული ხმის უფლებით სარგებლობა, საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა და საინვესტიციო ფონდისთვის/ქვეფონდისთვის ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფუნქციის შესრულება. 7 2 . ამ მუხლის 7​ 1 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და საქართველოს პარლამენტს უგზავნის წინა წლის ანგარიშს. ამ ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს ასახული აღნიშნული მონაწილეობით (ერთეულის ფლობით) არსებული საინვესტიციო ფონდების/ქვეფონდების შესახებ ინფორმაცია. 8. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად, სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები საინვესტიციო ფონდებთან მიმართებით საინვესტიციო ფონდების სახეების,  საინვესტიციო პოლიტიკის, საქმიანობის საგნის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით. საქართველოს 2022 წლის 23 ივნისის კანონი №1708  – ვებგვერდი, 05.07.2022წ. საქართველოს 2025  წლის 26  ივნისის კანონი №823  – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 ივნ. 2025

    7¹ პუნქტში საწარმოს აღწერა ახლა „50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოა“, წილის ზღვარი 25%-დან 40%-მდე გაიზარდა და ყველაზე დიდი წილის ფლობის აკრძალვა ამოღებულია. 7² პუნქტში იგივე ფორმულირება გამოიყენება და ანგარიშის შინაარსი შემცირდა: ამოღებულია საქმიანობის, მონაწილეობის მიზეზის, მიზნის, თანხისა და სარგებლის შესახებ ინფორმაცია.

  2. 5 ივლ. 2022

    მე-5 მუხლს დაემატა 7¹ პუნქტი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებსა და 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილის საწარმოებს აძლევს ფონდში მონაწილეობის უფლებას მთავრობის აქტით დადგენილი პირობებით და ადგენს აკრძალვებს (25%-ზე მეტი წილი, პრივილეგირებული ხმა, გავლენა საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე), და 7² პუნქტი, რომელიც მთავრობას აკისრებს პარლამენტისთვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას 1 ივნისამდე.

  3. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო საინვესტიციო კონტრაქტები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტრასტის შექმნა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ამხანაგობის დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონვერტირებადი ვალდებულების სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №9

  • 3 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25

მიუთითებენ მასზე

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 9საინვესტიციო ფონდის დაფუძნება
  • 6საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და უცხოური საინვესტიციო ფონდი
  • 8საინვესტიციო კომპანია

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 3საინვესტიციო ფონდები და მათი სახეები
  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49¹ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

ინოვაციების შესახებ

  • 7საინვესტიციო ფონდი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 5სეკიურიტიზაციის ფონდი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 11საპენსიო კომპანიის დაფუძნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49¹52⁴23¹3867825961155
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…ინოვაციების შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026