Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 4

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 4. საინვესტიციო ფონდის არსი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აქტივების მართვაინსტიტუციური ინვესტიციასაინვესტიციო ანალიზიკერძო განთავსებასტრუქტურირებული პროდუქტებიDAO-ს ფორმირება და გაშვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საინვესტიციო ფონდი არის კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც ინვესტორებისგან იზიდავს კაპიტალს ამ კაპიტალის განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად ინვესტორების სასარგებლოდ ინვესტირების მიზნით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის კოლექტიური საინვესტიციო სქემა არის იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის მიზანი არ არის ჩვეულებრივი სავაჭრო ან სამრეწველო საქმიანობის განხორციელება; ბ) იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა აერთიანებს ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს მისი ინვესტირების შედეგად ინვესტორებისთვის საერთო მოგების გენერირების მიზნით; გ) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის ერთეულის მფლობელებს კოლექტიურად არ აქვთ ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილების მიღების უფლება. ერთი ან რამდენიმე (მაგრამ არა ყველა) ერთეულის მფლობელისთვის ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილების მიღების უფლების მინიჭება არ ნიშნავს, რომ იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა კოლექტიური საინვესტიციო სქემა არ არის.

3.საინვესტიციო ფონდის აქტივები შესაძლებელია დაიყოს საინვესტიციო პოლიტიკით ან/და სხვა ნიშნით ერთმანეთისგან განსხვავებულ, დამოუკიდებელ საინვესტიციო ნაწილებად, რომლებიც ქვეფონდებად მიიჩნევა. საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი ნორმები აგრეთვე ვრცელდება მათ შესაბამის ქვეფონდებზე, როგორც დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდებზე, ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილებები საინვესტიციო ფონდის ქვეფონდთან, როგორც დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდთან, მიმართებით.

4.გარდა საქართველოს კანონმდებლობით ქვეფონდებისთვის დადგენილი მოთხოვნებისა, საქართველოში დაფუძნებული ქოლგისებრი  ფონდის ქვეფონდზე ვრცელდება შემდეგი წესები: ა) დაუშვებელია ქვეფონდის აქტივების გამოყენება ან მათ მიმართ აღსრულების ღონისძიებების გამოყენება სხვა ქვეფონდების ვალდებულებების შესასრულებლად ან სხვა ქვეფონდების ერთეულის მფლობელების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; ბ) თითოეული ქვეფონდის მიმართ აღრიცხვა ხორციელდება ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდებისგან დამოუკიდებლად; გ) ქოლგისებრი ფონდის აქტივების მმართველი კომპანია ან ქოლგისებრი საინვესტიციო კომპანია უფლებამოსილია ქვეფონდთან დაკავშირებული ქმედებები განახორციელოს ისე, როგორც განახორციელებდა დამოუკიდებელ ფონდთან მიმართებით, თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) ქვეფონდის სასარგებლოდ შეძენილი ნებისმიერი უფლება, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრაციას ექვემდებარება, უნდა დარეგისტრირდეს იმ ქვეფონდის სახელზე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უფლების შეძენა; ე) თითოეული ქვეფონდის ერთეულის მფლობელს უფლება აქვს, გადავიდეს სხვა ქვეფონდში ქოლგისებრი ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პირობებითა და დადგენილი წესით.

5.არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინები: „საინვესტიციო ფონდი“, „საინვესტიციო კომპანია“, „კოლექტიური საინვესტიციო სქემა“, „კოლექტიური საინვესტიციო ფონდი“, „ქოლგისებრი ფონდი“, „ქვეფონდი“, „UCITS“, „კერძო კაპიტალის ფონდი“ და „ვენჩურული კაპიტალის ფონდი“, აგრეთვე სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინების გამოყენებით საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად ავტორიზაციის, რეგისტრაციის,  აღიარების გარეშე. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. საინვესტიციო ფონდი არის კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც ინვესტორებისგან იზიდავს კაპიტალს ამ კაპიტალის განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად ინვესტორების სასარგებლოდ ინვესტირების მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის კოლექტიური საინვესტიციო სქემა არის იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა, რომელიც აკმაყოფილებს ყველაერთ ან რამდენიმე შემდეგ პირობას: ა) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის მიზანი არ არის ჩვეულებრივი სავაჭრო ან სამრეწველო საქმიანობის განხორციელება; ბ) იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა აერთიანებს ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს მისი ინვესტირების შედეგად ინვესტორებისთვის საერთო მოგების გენერირების მიზნით; გ) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის ერთეულის მფლობელებს კოლექტიურად არ აქვთგააჩნიათ ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილების მიღების უფლება. ერთი ან რამდენიმერამდენიმე, (მაგრამმაგრამ არა ყველა)ყველა, ერთეულის მფლობელისთვის ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილებისგადაწყვეტილებების მიღების უფლების მინიჭება არ ნიშნავს, რომ იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა კოლექტიური საინვესტიციო სქემა არ არის. 3. საინვესტიციო ფონდის აქტივები შესაძლებელია დაიყოს საინვესტიციო პოლიტიკით ან/და სხვა ნიშნით ერთმანეთისგან განსხვავებულ, დამოუკიდებელ საინვესტიციო ნაწილებად, რომლებიც ქვეფონდებად მიიჩნევა. საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი ნორმები აგრეთვე ვრცელდება მათ შესაბამის ქვეფონდებზე, როგორც დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდებზე, ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილებები საინვესტიციო ფონდის ქვეფონდთან, როგორც დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდთან, მიმართებით. 4. გარდა საქართველოს კანონმდებლობით ქვეფონდებისთვის დადგენილი მოთხოვნებისა, საქართველოში დაფუძნებული ქოლგისებრი  ფონდის ქვეფონდზე ვრცელდება შემდეგი წესები: ა) დაუშვებელია ქვეფონდის აქტივების გამოყენება ან მათ მიმართ აღსრულების ღონისძიებების გამოყენება სხვა ქვეფონდების ვალდებულებების შესასრულებლად ან სხვა ქვეფონდების ერთეულის მფლობელების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; ბ) თითოეული ქვეფონდის მიმართ აღრიცხვა ხორციელდება ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდებისგან დამოუკიდებლად; გ) ქოლგისებრი ფონდის აქტივების მმართველი კომპანია ან ქოლგისებრი საინვესტიციო კომპანია უფლებამოსილია ქვეფონდთან დაკავშირებული ქმედებები განახორციელოს ისე, როგორც განახორციელებდა დამოუკიდებელ ფონდთან მიმართებით, თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) ქვეფონდის სასარგებლოდ შეძენილი ნებისმიერი უფლება, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრაციას ექვემდებარება, უნდა დარეგისტრირდეს იმ ქვეფონდის სახელზე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უფლების შეძენა; ე) თითოეული ქვეფონდის ერთეულის მფლობელს უფლება აქვს, გადავიდეს სხვა ქვეფონდში ქოლგისებრი ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პირობებითა და დადგენილი წესით. 5. არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინები: „საინვესტიციო ფონდი“, „საინვესტიციო კომპანია“, „კოლექტიური საინვესტიციო სქემა“, „კოლექტიური საინვესტიციო ფონდი“, „ქოლგისებრი ფონდი“, „ქვეფონდი“, „UCITS“, „კერძო კაპიტალის ფონდი“ და „ვენჩურული კაპიტალის ფონდი“, აგრეთვე სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინების გამოყენებით საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად ავტორიზაციის, რეგისტრაციის,  აღიარების გარეშე. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო საინვესტიციო კონტრაქტები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაპტიური დაზღვევა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პრე-სიდ რაუნდის დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-12-27
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2მუხლი 85

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 5საინვესტიციო ფონდების სახეები
  • 52ავტორიზებული საინვესტიციო ფონდებისთვის ნებადართული ინვესტიცია და სესხი
  • 9საინვესტიციო ფონდის დაფუძნება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 38საპენსიო აქტივების ინვესტირება
  • 36საპენსიო ფონდი

ინოვაციების შესახებ

  • 7საინვესტიციო ფონდი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49¹ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 3საინვესტიციო ფონდები და მათი სახეები
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49¹23¹32872285552938364
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…ნებაყოფლობითი კერძო პე…ინოვაციების შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026