Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 3

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 3. საინვესტიციო ფონდები და მათი სახეები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 14 ივლ. 2020
თემები:საინვესტიციო ანალიზისაერთაშორისო ინვესტიციააქტივების მართვაუცხოური ინვესტიციებიინსტიტუციური ინვესტიციასტრუქტურირებული პროდუქტები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქართველოში ნებადართულია რეგულირებადი საინვესტიციო ფონდების საქმიანობა.

2.კომპანია, რომელიც შეიძლება აწარმოებდეს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის მსგავს საქმიანობას (ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებას), არ შეიძლება ჩაითვალოს საინვესტიციო ფონდად. აღნიშნული ტიპის არარეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია შეიძლება შეიქმნას და ფუნქციონირებდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ფორმით, იმის გათვალისწინებით, რომ მას მის სახელწოდებაში სიტყვების „საინვესტიციო ფონდი“ არსებობის შემთხვევაშიც ეკრძალება ამ სახელწოდების რეკლამირება და შესაბამისი მომსახურების გაწევა საზედამხედველო ორგანოში საინვესტიციო ფონდად რეგისტრაციამდე.

3.რეგულირებადი საინვესტიციო ფონდების სახეებია: ა) საპაიო საინვესტიციო ფონდი (რომელიც შეიძლება იყოს ღია, ინტერვალური, დახურული); ბ) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი (გისფ); გ) სააქციო საინვესტიციო ფონდი (მათ შორის, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი ან კერძო სააქციო ფონდი); დ) სხვა სახის საინვესტიციო ფონდები, რომლებიც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

4.ბანკი, სადაზღვევო კომპანია, საბროკერო კომპანია, საპენსიო სქემა, სამრეწველო ან/და საფინანსო კომპანია, ჰოლდინგი არ არის საინვესტიციო ფონდი.

5.საინვესტიციო ფონდს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობა, გარდა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებისა და მათთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა. მას არ შეიძლება ჰქონდეს სხვა ქონება, გარდა ფულისა, ფულთან გათანაბრებული აქტივებისა და ფინანსური ინსტრუმენტებისა. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომელიც რეგისტრირებულია იურიდიულ პირად და არის ანგარიშვალდებული კომპანია.

6.საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ფონდის მონაწილეთა ფინანსური აქტივების ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებით და მათთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელებით (მათ შორის, დივიდენდებით, საპროცენტო ან სხვა შემოსავლით) წარმოშობილი მოგება ან ზარალი არ არის იმ საინვესტიციო ფონდის მოგება ან ზარალი, რომელიც, ამ კანონის თანახმად, არ არის იურიდიული პირი.

7.საინვესტიციო ფონდის წილის, აქციების ან პაის მფლობელის ინვესტირებულ თანხაზე ნამატი (ამონაგების, დივიდენდის (გარდა საინვესტიციო ფონდიდან მიღებული დივიდენდისა) ან სხვა სახით) საინვესტიციო ფონდიდან ამ პირის გასვლამდე (წილის, აქციების ან პაის რეალიზაციამდე) განიხილება დამატებით ინვესტირებულ თანხად. საინვესტიციო ფონდის წილის, აქციების ან პაის მფლობელის შემოსავალი წარმოიშობა საინვესტიციო ფონდიდან დივიდენდის სახით შემოსავლის მიღების მომენტში ან/და საინვესტიციო ფონდის წილის, აქციების ან პაის რეალიზაციის მომენტში (ანგარიშსწორების დღეს). საინვესტიციო ფონდიდან გასვლის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს მიღებულ და ინვესტირებულ თანხებს შორის წარმოშობილ დადებით სხვაობას.

8.საინვესტიციო ფონდი ვალდებულია ჰყავდეს აუდიტორი, რომელიც არ უნდა იყოს დაკავშირებული პირი. საინვესტიციო ფონდის 5%-ზე მეტი წილის/აქციების/პაის მესაკუთრეს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ჩაატაროს დამოუკიდებელი აუდიტი.

9.საზედამხედველო ორგანო ადგენს საინვესტიციო ფონდების რეგულირების (მათ შორის, რეგისტრაციის პროცედურისა და ანგარიშგების) წესებს, რომლებითაც განისაზღვრება განსხვავებული მოთხოვნები სხვადასხვა სახის საინვესტიციო ფონდების მიმართ, კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო საინვესტიციო კონტრაქტები24 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონვერტირებადი ვალდებულების სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2020-07-14 · №6

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 5საინვესტიციო ფონდების სახეები
  • 6საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და უცხოური საინვესტიციო ფონდი
  • 43საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელი ზოგადი დებულებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

ინოვაციების შესახებ

  • 7საინვესტიციო ფონდი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49¹ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 2საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტი (ინვესტორი) და ობიექტი

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 38საპენსიო აქტივების ინვესტირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49¹252⁴23¹26756433823
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…ინოვაციების შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო საქმიანობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 14 ივლ. 2020