საჯარო რეესტრის შესახებ

მუხლი 12. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტისულხან კაპანაძე

1.უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

1¹.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამ კანონის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2.უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს გარიგების საფუძველზე ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას და საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია არ გამორიცხავს ამ ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციას.

4.უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება: ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია; ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო; გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე; დ) ამ ნივთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციით, გარდა აღნიშნული ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა საკუთრების უფლების გაუქმებით ეს ნივთი მესაკუთრის გარეშე რჩება. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4850 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 10

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-10-10(2კ-15)2015-09-1555ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტების ბათილობა და საკადასტრო მონაცემების დაზუსტება

    დავა შეეხებოდა მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლის, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილობასა და მოსარჩელის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას. მოპასუხეებს შორის იყვნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციით დაცული საკუთრების უფლება არ ქრება, თუმცა ნაკვეთების იდენტურობა უნდა დადგინდეს, ხოლო წინარე რეგისტრაციის უკანონობა შემდგომ რეგისტრაციებს ავტომატურად არ აბათილებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ბს-9-9(2კ-15)2015-07-0955ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობა

    დავა ეხება მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციისა და მოსარჩელის სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობას. მოპასუხეებს შორის იყვნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლება დაცულია, თუმცა ნაკვეთების იდენტურობა უნდა დადგინდეს და წინა რეგისტრაციის უკანონობა შემდგომ რეგისტრაციებს ავტომატურად არ აუქმებს. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე მას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ას-463-439-20122015-04-2781სამოქალაქო
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ წყდება ერთსა და იმავე უძრავ ნივთზე ორი მოქმედი სარეგისტრაციო ჩანაწერის კონკურენცია?

    მოსარჩელე მოითხოვდა სარდაფის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, ზიანის ანაზღაურებასა და სარდაფის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას. დავა ეხებოდა ერთსა და იმავე უძრავ ნივთზე ორი მესაკუთრის სახელზე რეგისტრირებული უფლებების კონკურენციასა და რეგისტრაციის რიგითობის დადგენას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერების დუბლირებისას უპირატესობა ენიჭება უფრო ადრე რეგისტრირებულ უფლებას, და დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ გამოიკვლია. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ას-1538-20252026-05-2135სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    რა წინაპირობები უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ ვინდიკაციური სარჩელის წარდგენისას?

    დავა შეეხებოდა მოპასუხეთა მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან მხარეთა საკუთრებაში არსებული ფართების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა მოპასუხეთა მიერ სწორედ მისი ნივთის ფლობა, ხოლო რეესტრში ორი ჩანაწერის კონკურენცია დადგენილი არ იყო. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი სსსკ 391-ის საფუძველზე და არსებითად არ განხილულა.

  • №ბს-671(კ-2022)2023-05-1743ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    გამოსყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის, იპოთეკისა და საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ქონების კვლავ აღრიცხვა

    მოსარჩელე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოსყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის, იპოთეკისა და საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს ასაჩივრებდა და ქონების კვლავ აღრიცხვას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სააგენტო კერძოსამართლებრივი ურთიერთობების კანონიერებას იკვლევს მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში რეგისტრაციისთვის საჭირო შეთანხმება უფლებამოსილმა პირმა წარადგინა და შემდგომი რეგისტრაციებიც შესაბამის დოკუმენტებს ეფუძნებოდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უცვლელი დარჩა.

  • №ბს-973(კ-2022)2023-02-2326ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    იპოთეკის რეგისტრაციის განუხორციელებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

    მოსარჩელეები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან იპოთეკის დაურეგისტრირებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების დასკვნა, რომ სააგენტომ ერთიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკა არ დაარეგისტრირა, რის შედეგადაც კრედიტორებმა მოთხოვნა ვერ დაიკმაყოფილეს. პალატამ განმარტა, რომ რეგისტრირებული მონაცემების მოსარჩელეთა მიერ გადაუმოწმებლობა სააგენტოს თავისთავად არ ათავისუფლებდა მონაცემთა სრულყოფილი ასახვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობისაგან. სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. 1 1 . სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამ კანონის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს გარიგების საფუძველზე ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას და საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია არ გამორიცხავს ამ ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციას. 4. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება: ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია; ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო; გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე; დ) ამ ნივთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციით, გარდა აღნიშნული ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა საკუთრების უფლების გაუქმებით ეს ნივთი მესაკუთრის გარეშე რჩება. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4850 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111411³1841514183871638306 (და…12
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…საჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო საკუთრებაში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა