Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 26

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 26. დამატებითი მოთხოვნები ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვს განვითარების დონე არ აძლევს შესაძლებლობას, სრულყოფილად გააანალიზოს საგზაო მოძრაობის პირობები.

2.გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.

3.სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ დამსხდარ მდგომარეობაში, კონსტრუქციულად განსაზღვრული დასასხდომი ადგილებით. ბავშვთა დამდგარ მდგომარეობაში გადაყვანა აკრძალულია.

4.ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა.

5.ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − გვერდულაზე. დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი, ბავშვთა ჯგუფი უნდა გადაადგილდებოდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულაზე. ბავშვთა ჯგუფი გადაყვანილი უნდა იქნეს სრულწლოვანი გამცილებლის თანმხლებით. ამასთანავე, ბავშვთა ჯგუფი უნდა დაიყოს რიგებად, რიგში არაუმეტეს ორი ბავშვისა. ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილება. მიზანშეწონილია, გზაზე მოძრაობისას ბავშვთა ჯგუფის გამცილებელს ეცვას შუქამრეკლი უსაფრთხოების ჟილეტი. ბავშვთა ჯგუფის გამცილებლის მინიშნებისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ გზის სავალ ნაწილს.

6.აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა: ა) მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით; ბ) მოპედითა და მოტოციკლით; გ) 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე მცირე კვადროციკლით, თუ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება; დ) მოტორიზებული ტრიციკლით ან კვადროციკლით, თუ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.

7.გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

8.მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა ნებადართულია ბავშვის სამგზავრო სავარძლით ან მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში. აღნიშნული მგზავრი ვალდებულია ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით. დაუშვებელია, ერთ მგზავრს კალთაში ერთზე მეტი ბავშვი ეჯდეს.

9.აკრძალულია გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში 6 წლამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

რედაქციების შედარება

1. მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვს განვითარების დონე არ აძლევს შესაძლებლობას, სრულყოფილად გააანალიზოს საგზაო მოძრაობის პირობები. 2. გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს. 3. სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ დამსხდარ მდგომარეობაში, კონსტრუქციულად განსაზღვრული დასასხდომი ადგილებით. ბავშვთა დამდგარ მდგომარეობაში გადაყვანა აკრძალულია. 4. ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა. 5. ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − გვერდულაზე. დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი, ბავშვთა ჯგუფი უნდა გადაადგილდებოდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულაზე. ბავშვთა ჯგუფი გადაყვანილი უნდა იქნეს სრულწლოვანი გამცილებლის თანმხლებით. ამასთანავე, ბავშვთა ჯგუფი უნდა დაიყოს რიგებად, რიგში არაუმეტეს ორი ბავშვისა. ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილება. მიზანშეწონილია, გზაზე მოძრაობისას ბავშვთა ჯგუფის გამცილებელს ეცვას შუქამრეკლი უსაფრთხოების ჟილეტი. ბავშვთა ჯგუფის გამცილებლის მინიშნებისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ გზის სავალ ნაწილს. 6. აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა: ა) მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით; ბ) მოპედითა და მოტოციკლით; გ) 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე მცირე კვადროციკლით, თუ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება; დ) მოტორიზებული ტრიციკლით ან კვადროციკლით, თუ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება. 7. გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. 8. მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა ნებადართულია ბავშვის სამგზავრო სავარძლით ან მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში. აღნიშნული მგზავრი ვალდებულია ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით. დაუშვებელია, ერთ მგზავრს კალთაში ერთზე მეტი ბავშვი ეჯდეს. 9. აკრძალულია გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში 6 წლამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 46მგზავრთა გადაყვანა
  • 25ქვეითებთან მიმართებით მძღოლის ქცევის წესები და მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას გასათვალისწინებელი ზოგიერთი გარემოება
  • 33სიჩქარე და დისტანცია

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 33ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება
  • 41მგზავრთა გადაყვანა
  • 31სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 67საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისას ბავშვის უსაფრთხოების დაცვა
  • 58ტრეფიკინგისგან ბავშვის დაცვა

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 127¹საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 29ზოგადი მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2⁷—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
334131127¹104625332⁷29675826
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…ბავშვის უფლებათა კოდექ…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026