Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებმუხლი 8

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 8. სერტიფიკატის გაცემის წესი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2024
თემები:ექსპორტის კონტროლიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებისაკვები და სასმელისაზოგადოებრივი ჯანმრთელობასაავიაციო ლიცენზირებაწყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სერტიფიკატი არის კანონით განსაზღვრული პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის დამადასტურებელი, საბოლოო მომხმარებელი ქვეყნის  და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი.

2.პროდუქციის საქართველოში იმპორტის დროს, სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილ პირებს საქართველოში წარმოადგენენ: ა) პროდუქციის საბოლოო მომხმარებელი სამთავრობო დაწესებულება; ბ) იმპორტიორი, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

3.ექსპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ სერტიფიკატს ამოწმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო პროდუქციის შემთხვევაში.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის დამოწმების წინაპირობას წარმოადგენს კომისიის დადებითი  რეკომენდაცია.

5.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილი არიან გასცენ ან/და დაამოწმონ ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატის ფორმა, თუ სერტიფიკატი შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

6.საქართველოდან ექსპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს: ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა; ან ბ) იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატის ფორმა (რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას), თუ იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობა მხოლოდ ასეთი ფორმის სერტიფიკატს ითვალისწინებს.

7.სერტიფიკატის დამოწმების დროს სერტიფიკატზე უნდა დაისვას სერტიფიკატის დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა და დამოწმების თარიღი.

8.ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის ასლი გადაეცემა კომისიას, თუ სამთავრობო დაწესებულება იმავდროულად არ არის იმპორტიორი.

9.სერტიფიკატის დამოწმება არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ დაპირებას ან ვალდებულების აღებას მესამე პირის წინაშე. სერტიფიკატის დამოწმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ გაეცნო სერტიფიკატში არსებულ ჩანაწერებს.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სავაჭრო ხელშეკრულებები აზიის ქვეყნებთან1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ორგანული სერტიფიკაციასერვისის გვერდი
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ/იმპორტის ნებართვასერვისის გვერდი
  • სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-04 · №6

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 4ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 7სერტიფიკატი

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 16საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9¹სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გაცემის საფუძველი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 11¹პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება
  • 92საზღვარგარეთ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 19სახელმწიფო სერტიფიკატი
  • 20სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანო

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 8სერტიფიკატების გაცემა და რეგისტრაცია

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26²¹CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი
  • 26¹⁶საერთაშორისო ვაჭრობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²¹26¹⁶19209¹811¹924716638
მნიშვნელობით ახლოსსავალდებულო სერტიფიცირ…რადიაციული დაცვის, ბირ…სამხედრო და ორმაგი დან…საჯარო შესყიდვების შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2024