საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 44. საბაჟო ზედამხედველობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო ახორციელებს ასეთი საქონლის, მასთან დაკავშირებული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და დოკუმენტების საბაჟო კონტროლს. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა ხორციელდება საბაჟო პროცედურების დაცვით.

2.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, მის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში მის გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე.

3.თუ საქონელი უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლაზე და ამ კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ ვალდებულ პირებს არ შეუძლიათ, საბაჟო ორგანოს დაუმტკიცონ ამ საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გასვლის კანონიერება, ვალდებულმა პირებმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.

4.საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5.თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევებში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

6.თუ წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე დეკლარირებული მონაცემების უტყუარობაზე, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს დოკუმენტი ან დეკლარაცია, რომელიც გაცემულია სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ და ადასტურებს საქართველოში შემოტანის მიზნით ამ ქვეყნიდან საქონლის გატანის რეგისტრაციას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო ახორციელებს ასეთი საქონლის, მასთან დაკავშირებული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და დოკუმენტების საბაჟო კონტროლს. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა ხორციელდება საბაჟო პროცედურების დაცვით. 2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, მის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში მის გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე. 3. თუ საქონელი უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლაზე და ამ კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ ვალდებულ პირებს არ შეუძლიათ, საბაჟო ორგანოს დაუმტკიცონ ამ საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გასვლის კანონიერება, ვალდებულმა პირებმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება. 4. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევებში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად. 6. თუ წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე დეკლარირებული მონაცემების უტყუარობაზე, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს დოკუმენტი ან დეკლარაცია, რომელიც გაცემულია სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ და ადასტურებს საქართველოში შემოტანის მიზნით ამ ქვეყნიდან საქონლის გატანის რეგისტრაციას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2141881672051413⁴5727 (დ…5 (და…561³ (დ…701577144
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სახელმწიფო…სამშენებლო პროდუქტების…ინტელექტუალურ საკუთრებ…