Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 230

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 230. გადასახადისაგან გათავისუფლება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
თემები:ტრანსსასაზღვრო გადასახადებიკრიპტო გადახდების ინტეგრაცია ბიზნესისთვისსაგადასახადო დაგეგმვატრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებისაერთაშორისო ტრანზაქციებიაქტივებით ტრანზაქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ისაგან გათავისუფლებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების ან/და იმპორტის შემდეგი სახეები: ა) ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა; ბ) ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა), ფასიანი ქაღალდებისა და საწარმოს კაპიტალში წილის მიწოდება ან/და იმპორტი; გ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს იმპორტი; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების მიწოდება ან/და იმპორტი; ე) განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის, აგრეთვე სახელმწიფოსათვის მემკვიდრეობით მიღებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში; ვ) სახელმწიფო ქონების მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით; ზ) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის გადაცემული საქონლის ან/და გრანტების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ; მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთაც ზემოაღნიშნული მიზნებისათვის აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და რომელთა ერთ-ერთი მონაწილე მხარეა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო; თ) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 270 5 მუხლის „ლ“ და „ფ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის იმპორტისა; ი) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის/მომსახურების მიწოდება; კ ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის , სანთლის , ხატის , წიგნის , კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება , რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით ; საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა , რესტავრაცია და მოხატვა , აგრეთვე პირის მიერ საქართველოს კულტურის , ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი , ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან / და საკულტო - რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო , სარეაბილიტაციო , საპროექტო და კვლევითი სამუ - შაოების შესრულება ; ლ ) ( ამოღებულია ); მ ) ( ამოღებულია ); ნ ) ა ( მოღებულია ); ო) საქართველოს არარეზიდენტების მიერ დაფუძნებული იმ სანაოსნო (გემთმფლობელი) საწარმოების მიერ სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და რომელთა გემიც (გემებიც) დაცურავს საქართველოს სახელმწიფო ალმით; პ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0102 10, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000, 3103–3105, 3808 91, 3808 92 (გარდა 3808 92 100 00-ისა), 3808 93 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, აგრეთვე ამ კოდებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება; ჟ ) ( ამოღებულია ); რ) სახელმწიფო რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურება; ს) საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გამოთვლითი ტექნიკის, ხელსაწყო-დანადგარებისა და ქიმიური რეაქტივების იმპორტი; ტ) დაკრძალვასთან დაკავშირებული რიტუალური (მათ შორის, ავტოტრანსპორტით) მომსახურება; უ ) სამედიცინო მომსახურების გაწევა , უპატრონო ბავშვთა სახლებში ბავშვთა მოვლა - პატრონობის , ავადმყოფთა , ინვალიდთა ან / და ღრმად მოხუცებულთა მოვლა - პატრონობის მომსახურების გაწევა ან / და „ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ შესაბამისი წლის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე საქონლის / მომსახურების მიწოდება ; ფ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ნოტების) მიწოდება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), იმპორტი, რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4820 20 000 00 კოდში მითითებული საქონლის (რვეულების) მიწოდება; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4801, 4802 55 და 4810 22 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი; ელექტრონული მატარებლის (დისკის) საშუალებით სალექციო კურსის მიწოდება, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და რომლის წიგნად გამოცემაც შესაძლებელია; ქ) 16 წლამდე ასაკის ფიზიკური პირის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურება, აგრეთვე სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურება; ღ ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1211 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციის ძირტკბილას ფესვები, 1211 20 000 00, 1301 20 000 00, 1301 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციების ბუნებრივი გაუსუფთავებელი შელაქი, 1504 20, 1515 30, 1520 00 000 00, 1702 11 000 00, 3912 12 000 00, 3912 31 000 00, 7010 10 000 00, 7010 90 790 00 და 9602 00 000 00 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში აღნიშნული საქონლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი; ყ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40, 9001 50, 9018-9022, 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებში მითითებული სამედიცინო ან ვეტერინარული დანიშნულების საქონლის, 8713 და 8714 20 000 00 კოდებში მითითებული ეტლების, 2501 00 911 00 კოდში მითითებული იოდიზებული მარილის, რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები რეგისტ რირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ) მიწოდება ან/და იმპორტი; შ) იმ საქონლის იმპორტი ან დროებით შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებე-ბით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი; პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებით შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებით შემოტანა; საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის დროებით შემოტანა; ჩ ) სასოფლო - სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ( გარდა საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში აღნიშნული საქონლისა ( კვერცხისა )) პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე ( სასაქონლო კოდის შეცვლამდე ); ც) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შეთანხმებული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად; ძ) დიაბეტური პურის მიწოდება ან/და იმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად; წ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701 90 110 00 – 8701 90 500 00 კოდებში აღნიშნული ტრაქტორებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8706 00 190 00, 8706 00 990 00, 8707 90 100 00, 8707 90 900 00, 8708 10 900 00, 8708 29 100 00 – 8708 40 900 00, 8708 50 900 00 – 8708 70 100 00, 8708 80, 8708 91, 8708 92, 8708 93, 8708 94 და 8708 99 კოდებში აღნიშნული შასის, ძარის, ნაწილებისა და მოწყობილობების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8432 90 000 00 და 8433 90 000 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი; ჭ ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომეკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი ან/და მიწოდება; ხ ) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან / და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი ან / და სამშენებლო - სამონტაჟო , სარემონტო , სარესტავრაციო , საცდელ - საკონსტრუქტორო ან / და გეოლოგიურ - საძიებო მომსახურების გაწევა ; ჯ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი; ჰ ) ლატარიებით , კაზინოებით ( სამორინეებით ), აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა ; ჰ 1 ) ( ამოღებულია ); ჰ 2 ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურის 8802 11 100 00, 8802 12 100 00, 8802 20 100 00, 8802 30 100 00, 8802 40 100 00 შესაბამის კოდებში აღნიშნული საქონლის ან / და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით მათთვის ( სამოქალაქო ავიაციისათვის ) განკუთვნილი საქონლის იმპორტი ; ჰ 3 ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის / მომსახურების მიწოდება , აგრეთვე თავისუფალ საწყობში დღგ - ის გადამხდელზე საქონლის მიწოდება ; ჰ 4 ) ( ამოღებულია ); ჰ 5 ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი; ჰ 6 ) მიწის მიწოდება; ჰ 7 ) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა; ჰ 8 ) ამხანაგობის მიერ მის წევრზე (თანამფლობელზე) ქონების გადაცემა (განაწილება), თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დღგ-ის გადამხდელი; ჰ 9 ) ამ მუხლით განთავისუფლებული საქონლის ლიზინგით გაცემა; ჰ 10 ) ვირტუალური ზონის პირის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც აქტივის, მიწოდება; ჰ 11 ) ვირტუალური ზონის პირის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც მომსახურების, მიწოდება.

2.დღგ-ისაგან გათავისუფლება ერთიანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №39, 09.08.2006წ., მუხ.279 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4419 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.79 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5571 - სსმ I, №45, 21.12.2007წ., მუხ.398 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №881 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.315 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 თავი XXXIV ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 იან. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 5 აგვ. 2008 – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

  3. 21 დეკ. 2007 – 1 იან. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    230-ე მუხლში „ც“ ქვეპუნქტი ახლა ნუსხას უკავშირდება, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ადგენენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და ფინანსთა მინისტრი. დაემატა „წ“ ქვეპუნქტი ტრაქტორებისა და მათთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტზე, ხოლო „ჰ“ ჯგუფს დაემატა „ჰ4“ და „ჰ5“.

  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    230-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ახლა 270⁵ მუხლის „ლ“ და „ფ“ ქვეპუნქტებზე მიუთითებს.

  3. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    230-ე მუხლის გათავისუფლების ჩამონათვალიდან ამოღებულია გემებისა და საფრენი საშუალებების დროებით შემოტანა, ბავშვთა პროდუქტები და ბინის რეალიზაცია, ხოლო დაემატა ჰ⁶–ჰ⁹ ქვეპუნქტები (მიწა, ამხანაგობის წილი, განაწილება, ლიზინგი).

  4. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    230-ე მუხლის პირველ ნაწილში გათავისუფლება გავრცელდა ელექტრონული ფორმით წიგნების მიწოდებაზე და საგანმანათლებლო სალექციო კურსზე დისკით, ასევე დაემატა ვირტუალური ზონის პირის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდება.

  5. 13 იან. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    230-ე მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი ახლა მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებისთვის (თბოელექტროსადგურებისთვის) ბუნებრივი აირის მხოლოდ იმპორტს; მიწოდება ამ ქვეპუნქტიდან ამოღებულია.

  6. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის გათავისუფლებას გამონაკლისად დაემატა თავისუფალი ზონიდან ან საწყობიდან იმპორტი, ხოლო ახალი „ჰ³“ ქვეპუნქტი დღგ-სგან ათავისუფლებს ზონის საწარმოებს შორის მიწოდებას და თავისუფალ საწყობში გადამხდელზე საქონლის მიწოდებას.

  7. 5 აგვ. 2008· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2008

    230-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტში შემცირდა და დაკონკრეტდა დღგ-ისგან გათავისუფლებული სამუშაოები, ხოლო „ჩ“ ქვეპუნქტიდან გამოირიცხა კვერცხი (კოდები 0407 00 190 00 და 0407 00 300 00).

  8. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2007

    230-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: სამედიცინო და მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევასთან ერთად გათავისუფლება ეხება ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების კანონის საფუძველზე საქონლის/მომსახურების მიწოდებას.

  9. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    230-ე მუხლში ამოღებულია „ლ“, „მ“, „ნ“, „ჟ“ და „ჰ¹“ ქვეპუნქტები; დროებითი შემოტანის გარკვეული შემთხვევები გადავიდა გათავისუფლებათა ნუსხაში, დაემატა „ჰ²“ ქვეპუნქტი.

  10. 21 დეკ. 2007

    230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ჩამონათვალი გაფართოვდა: ვალუტასა და ფასიან ქაღალდებს დაემატა საწესდებო კაპიტალის წილის მიწოდება ან/და იმპორტი.

  11. 6 აპრ. 2007· გამოქვეყნდა 23 მარ. 2007

    230-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში საპატრიარქოს დაკვეთის სამუშაოებს დაემატა პროექტირება, ხოლო სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და არქეოლოგიური გათხრების ნაცვლად დღგ-ისგან გათავისუფლებულია სამინისტროსთან შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოები.

  12. 1 თებ. 2007· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    230-ე მუხლის პირველ ნაწილში „თ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა „ჰ¹“ ქვეპუნქტი.

  13. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    230-ე მუხლის პირველ ნაწილში დღგ-ისგან გათავისუფლების ჩამონათვალს დაემატა „ჰ“ ქვეპუნქტი აზარტული თამაშობებით მომსახურების გაწევის შესახებ.

  14. 1 სექ. 2006· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2006

    230-ე მუხლის „პ“, „ფ“, „ღ“, „ყ“, „ჟ“ და „წ“ ქვეპუნქტებში სასაქონლო ნომენკლატურის კოდები ახლებურად ჩამოყალიბდა; ამასთან „ფ“ ქვეპუნქტის საქონლის ჩამონათვალს ნოტები დაემატა, ხოლო „ყ“ ქვეპუნქტში ეტლების აღწერა შეიცვალა.

  15. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 1 მაი. 2006

    230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში დაზუსტდა სასაქონლო ნომენკლატურის ორი კოდი, ხოლო „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა დღგ-ისგან გათავისუფლების ახალი „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 229შემდეგი მუხლი 231

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადასახადისგან გათავისუფლების განაცხადები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების გაყიდვის საგადასახადო ოპტიმიზაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ევროკავშირის საგადასახადო რეგულაციები (VAT/OSS)სერვისის გვერდი
  • კრიპტო-ფიატ კონვერტაციის ავტომატიზაცია ბიზნესისთვისსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 15 ცვლილება · ბოლო 26 ივლ. 2010
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 24 რედაქცია
  • 7 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბაჟო… 128საქართველოს საბაჟო… 171მუხლი 128მუხლი 171მუხლი 270⁵საქართველოს საბაჟო… 128საქართველოს საბაჟო… 171

მიუთითებენ მასზე

მუხლი 168მუხლი 265მუხლი 270⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 172დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება
  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 171ცალკეული კატეგორიის ოპერაციების გათავისუფლება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 207სხვადასხვა დოკუმენტისა და ნივთის შემოტანა
  • 201საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში მიღებული საჩუქრის შემოტანა
  • 202სახელმწიფოს მეთაურის მიერ სარგებლობისთვის ან მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 68 (დანართი 1)უცხოეთის დიპლომატიური პირებისათვის განკუთვნილი საქონლის/მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლება
  • 86¹ (დანართი 1)აქციზისგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 9გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

საავტომობილო გზების შესახებ

  • 14³საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
128171270⁵128171168265172199171128171207201202230
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…