Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 265

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 265. აქციზისაგან გათავისუფლება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
თემები:ალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

აქციზისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლური სასმელები; ბ) ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ანდა 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; გ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული; დ) ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი და დროებითი შემოტანა. ე) საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საავიაციო საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი, რისთვისაც გადაიხდევინება აქციზი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია. იმპორტიორს უბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით; ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი ან/და მიწოდება; ზ) ამ კოდექსის 258-ე მუხლის ცხრილის მე-19 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის. აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არ იქნა გამოყენებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის, გადასახადის გადამხდელს საბაჟო ორგანოები უბრუნებენ აქციზის გადახდილ თანხას; თ) საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავისა და საპოხი საშუალებების იმპორტი, რისთვისაც გადაიხდევინება აქციზი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია. იმპორტიორს უბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით; ი) მსუბუქი ავტომობილის იმპორტი ამ კოდექსის 270 5 მუხლის „ლ.დ“ და „ლ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად; კ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული აქციზური საქონლის იმპორტი ; ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკალტურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5569 - სსმ I, №45, 21.12.2007წ., მუხ.396 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 კარი XII (ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 თავი XXXIX (ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 მარ. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    265 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში გაიზარდა აქციზისაგან გათავისუფლებული იმპორტის ოდენობები (4 ლიტრი ალკოჰოლი, სიგარა, სიგარილა და სხვა თამბაქოს ნაწარმი), ხოლო ახალი „კ“ ქვეპუნქტით გათავისუფლდა დაბრუნებული აქციზური საქონლის იმპორტი.

  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    265-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ფიზიკური პირის მიერ თამბაქოსა და ალკოჰოლის იმპორტის აქციზისგან გათავისუფლების ნორმა დროით პერიოდს უკავშირდა: საჰაერო ტრანსპორტით ერთი დღე, სხვა შემთხვევაში 30 დღე.

  3. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    265-ე მუხლის აქციზისაგან გათავისუფლების ჩამონათვალს დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი 8703 პოზიციის ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.

  4. 11 მარ. 2009

    265-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითება 258-ე მუხლის ცხრილის 23-ე სტრიქონზე შეიცვალა მე-19 სტრიქონით.

  5. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 21 დეკ. 2007

    265-ე მუხლს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი, რომლითაც აქციზისგან გათავისუფლებულია მსუბუქი ავტომობილის იმპორტი 270⁵ მუხლის „ლ.დ“ და „ლ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

  6. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    265-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ახალი შინაარსით მიუთითებს 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტზე; გარდა ამისა, XII კარისა და XXXIX თავის სათაურები სოციალური გადასახადის ნაცვლად „ამოღებულია“-ს აღნიშნავს.

  7. 1 თებ. 2007· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    265-ე მუხლში აქციზური საქონლის დროებით შემოტანის, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებში საბანკო გარანტია შეიცვალა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტიით და საბაჟო კოდექსის მითითებები განახლდა.

  8. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    265-ე მუხლის გათავისუფლებათა ჩამონათვალს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი საზღვაო რეისების საწვავის იმპორტზე საბანკო გარანტიით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 264შემდეგი მუხლი 266

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალკოჰოლის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ალკოჰოლური სასმელების სამართალისერვისის გვერდი
  • თამბაქოს რეგულაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 8 ცვლილება · ბოლო 26 ივლ. 2010
  • 10 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბაჟო… 171მუხლი 171მუხლი 230მუხლი 258მუხლი 270⁵საქართველოს საბაჟო… 171

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 194აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები
  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 185დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხის განსაზღვრა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 84 (დანართი 1)საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო აქციზური საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის ან/და მიწოდების აქციზისაგან გათავისუფლება
  • 77¹ (დანართი 1)თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის წესი
  • 86 (დანართი 1)საქართველოს საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის მიწოდების აქციზისაგან გათავისუფლება

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 9თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 210სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების ან სპეციალური კონტეინერის ავზში არსებული საწვავისა და სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საპოხი საშუალების შემოტანა
  • 190მგზავრის მიერ პირადი ბარგის შემოტანა
  • 201საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში მიღებული საჩუქრის შემოტანა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155⁹თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანა/იმპორტი ისეთი შეფუთვით ან/და ეტიკეტით, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს
  • 155⁷ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმების, გაზომვისა და რეგულირების წესების დარღვევა, თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
171171230258270⁵194199185984 (დ…77¹ (…86 (დ…171210190265
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…თამბაქოს კონტროლის შეს…