Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 2 (დანართი 1)

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 2 (დანართი 1). ტერმინთა განმარტება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონი – საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ; ბ)  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია  (შემდგომში – ისმო); დ)  პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში, 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); ე) მადრიდის შეთანხმების ოქმი – 1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი; ვ) საერთაშორისო კლასიფიკატორი – 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში, 1967 წლის 14 ივლისს; ჟენევაში, 1977 წლის 13 მაისს); ზ) საქონლის ჩამონათვალი – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის წარდგენილი საერთაშორისო კლასიფიკაციის შესაბამისი საქონლის ან/და მომსახურების ნუსხა; თ) საქონელი – საქონელი ან/და მომსახურება; ი) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს; კ) განაცხადი – მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ლ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას; მ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი, მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ნ) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი; ო) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი; პ) პატენტრწმუნებული – საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას ინტელექტუალური  საკუთრების სფეროში; ჟ) სააპელაციო პალატა – „საქართველოს საპატენტო კანონის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული ორგანო; რ) სასაქონლო ნიშნის დაუცველი  ნაწილი – სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები; ს) კოდი – ისმოს სტანდარტით ST.60 დადგენილი მონაცემთა იდენტიფიკაციის საერთაშორისო შეთანხმებით მიღებული სამნიშნა რიცხვითი კოდი; ტ) ქვეყნის კოდი – ისმოს სტანდარტით ST.3 დადგენილი ქვეყნის, სამთავრობათაშორისო და სხვა ორგანიზაციების დასახელების შესატყვისი ორნიშნა კოდი; უ) საერთაშორისო ბიურო – ისმოს საერთაშორისო ბიურო; ფ) საერთაშორისო განაცხადი – მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-3 მუხლის თანახმად, საერთაშორისო რეგისტრაციისათვის წარდგენილი განაცხადი; ქ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი; ღ) რეესტრი – სასაქონლო ნიშნების რეესტრი; ყ) საერთაშორისო ბიუროს ჟურნალი – ისმოს საერთაშორისო ბიუროს ჟურნალი (WIPO Gazette); შ) ისმოს ციფრული წვდომის სისტემა „DAS“ (შემდგომში – „DAS“) – ისმოს ელექტრონული სისტემა, რომელიც მის მონაწილე ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს საშუალებას აძლევს, ელექტრონული სისტემის მეშვეობით უსაფრთხოდ გაცვალონ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული განაცხადის პრიორიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ჩ) მადრიდის eFiling – ისმოს მადრიდის სისტემის საერთაშორისო განაცხადების ელექტრონული ინტერფეისი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. თავი II განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 14 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 1 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 3 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2024 · №4

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
  • 39განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე
  • 41მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზა

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 2ტერმინთა განმარტება

დიზაინის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁵ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 65ტერმინთა განმარტება

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
223941363²⁵326524222 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებსაქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2024 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026