უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

მუხლი 3. უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების სახეები

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2008 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტიდავით ელისაბედაშვილი

1.უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის, ასევე საკუთ­რების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

2.ყადაღის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

3.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155 საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-325-316(კ-08)2008-12-1744ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ყადაღადადებული ქონების საპრივატიზაციო აუქციონის შედეგებისა და მათი დამამტკიცებელი ბრძანების ბათილად ცნობა

    დავა ეხებოდა ბორჯომში მდებარე ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულის საპრივატიზაციო აუქციონის შედეგებს, რომლებიც სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველომ დაამტკიცა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველსაყოფად ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების გაცნობისთანავე მესაკუთრისთვის სავალდებულოა ქონების განკარგვის აკრძალვა, სააღსრულებო მოქმედებების მიუხედავად. სამმართველოს შესაბამისმა თანამშრომელმა განჩინება აუქციონამდე ჩაიბარა, ხოლო ქონების საწყისი ფასის შემცირებისთვისაც არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა და გააუქმა უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა.

  • №ას-594-562-20142015-11-1343სამოქალაქო
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა პირობებით ანაზღაურდება საიჯარო ქონებაზე განხორციელებული განუყოფელი გაუმჯობესების ღირებულება?

    მოიჯარე ითხოვდა საიჯარო ქონების აღდგენისა და გამაგრებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შეთანხმებული განუყოფელი გაუმჯობესების ანაზღაურების ვალდებულების მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი პირისათვის დაბრუნებული გაუმჯობესებული ქონების ღირებულების მიხედვით. სასამართლომ მოთხოვნა ხანდაზმულად არ მიიჩნია, თუმცა მერიის პასუხისმგებლობის მოცულობის დასადგენად მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა საჭიროდ ჩათვალა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

  • №ბს-1099(კ-18)2019-01-1730ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    სარეგისტრაციო და სააღსრულებო აქტებისა და იძულებით აუქციონთან დაკავშირებული აქტების ბათილობა

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტების, აგრეთვე ქონების აუქციონით გასხვისებასთან დაკავშირებული აქტების ბათილობას. მოსარჩელეს სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგებით სადავო ქონების ორ მესამედზე მოპოვებული უფლება საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ რეგისტრირებული მესაკუთრის ქონების იძულებითი აუქციონით რეალიზაცია კანონიერად განხორციელდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის, ასევე საკუთ­რების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 2. ყადაღის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155 საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 27 დეკ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 მაი. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის განმარტება ახლა მოიცავს უფლების შეზღუდვასა და უძრავ ნივთზე მიბმულ ვალდებულებას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63¹2041631123940 (დ…39 (დ…6861553
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…სააღსრულებო წარმოებათა…კვერეთის აღკვეთილის შე…