1.ამ კანონის მე-9 მუხლის
საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
2.სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს საერთოდ არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.
4.მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოსამსახურეს ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1248-პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.29
საქართველოს2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №642-სსმI, №47, 14.12.2000წ., მუხ.132
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.411
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2801-სსმI, №14, 30.03.2010წ., მუხ.87
რომელი სამართალწარმოების წესით განიხილება საჯარო მოსამსახურის მოთხოვნა საჯარო სამსახურის პერიოდში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ?
ზ.ყ-ე სსიპ შემოსავლების სამსახურისგან წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დავა საჯარო სამსახურის ურთიერთობიდან გამომდინარეობს და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განიხილებოდეს. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განსჯადობის წესები დაარღვია, როდესაც საქმე განიხილა და მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. საკასაციო სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და სსსკ 412-ის საფუძველზე საქმე იმავე სამოქალაქო საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა, რათა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისთვის გადაცემის საკითხი გადაწყდეს.
აძლევდა თუ არა მაშინ მოქმედი შრომის კოდექსი დამსაქმებელს დასაქმებულის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლების უფლებას?
დავა ეხებოდა დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მაშინ მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი დამსაქმებელს დასაქმებულის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლების უფლებას არ ანიჭებდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია, სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად როგორი შრომითი ურთიერთობა აღდგა მხარეთა შორის და რა საფუძვლით მოიშალა იგი. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
ითვლება თუ არა საჯარო მოსამსახურის დანამატი თანამდებობრივ სარგოში ასაკის გამო გათავისუფლების კომპენსაციის გამოსათვლელად?
დავა შეეხებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამი თვის თანამდებობრივი სარგოს გამოთვლისას დანამატის გათვალისწინებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ იმ დროისათვის მოქმედი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, თანამდებობრივი სარგო შრომითი გასამრჯელოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და დანამატებს არ მოიცავს. სასამართლომ სსსკ 419-ე მუხლის საფუძველზე კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად დატოვა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1.ამ კანონის მე-9 მუხლისსაფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.2. სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს საერთოდ არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.4. მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.5. ამ მუხლით გათვალისწინებული შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოსამსახურეს ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1248-პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.29საქართველოს2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №642-სსმI, №47, 14.12.2000წ., მუხ.132საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.411საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2801-სსმI, №14, 30.03.2010წ., მუხ.87
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №99
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
8 იან. 2014 – 1 აპრ. 2015ტექსტი უცნობია
3 დეკ. 2013 – 8 იან. 2014ტექსტი უცნობია
1 ივლ. 2013 – 3 დეკ. 2013ტექსტი უცნობია
25 ივნ. 2012 – 1 ივლ. 2013ტექსტი უცნობია
2 იან. 2011 – 25 ივნ. 2012ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
37-ე მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005
37-ე მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: პირველ პუნქტში დანამატები კანონით განისაზღვრება და ბიუჯეტის ასიგნებებშია მოქცეული, ამოღებულია ნამსახურობის პროცენტული დანამატი, ხოლო მე-3 პუნქტი ამ მუხლის ყველა დანამატზე ვრცელდება.
· გამოქვეყნდა 14 მარ. 1998
პირველ პუნქტში განისაზღვრა ხელფასის შემადგენლობა (სარგო, პრემია, დანამატები); მე-2 პუნქტიდან ამოღებულია „ხელფასის გარდა“, ხოლო მე-4 პუნქტში ტერმინოლოგია ხელფასზე მიება და დაემატა კანონის წყაროს მითითება.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს შინაგან სა…საჯარო სამსახურის შესა…საჯარო დაწესებულებაში …დანაშაულის პრევენციის,…სამოქალაქო უსაფრთხოები…