მეწარმეთა შესახებ

მუხლი 4. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიმორის გიგაურიდავით მაისურაძე

1.ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა.

2.მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).

3.მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება.

3¹.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაცული მონაცემები რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი გაუქმების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ელექტრონულად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს.

4.მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).

4¹.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება ითვლება შესაბამისი პირისათვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად. ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის რეგისტრაციისთვის გამოიყენება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ რეგისტრაციისათვის დადგენილი წესები .

5.საწარმოსათვის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.2010 წლის 1 იანვრიდან ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.

7.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია) . საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №382 – სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.62 საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4268 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.427 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5265 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.336 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 40

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1319-20182021-05-2193
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა პირობებში შეიძლება დედა საზოგადოების მინორიტარმა პარტნიორმა გაასაჩივროს აქტივების შვილობილ საზოგადოებაში გადაცემა?

    მინორიტარმა პარტნიორმა მოითხოვა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების, შვილობილი საზოგადოების წესდების ბათილად ცნობა და მერიის წერილის სიყალბის დადგენა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ასპროცენტიანი შვილობილი საზოგადოების დაფუძნებითა და მის კაპიტალში ქონების შეტანით მოცემულ გარემოებებში პარტნიორის უფლებები არ შელახულა, ხოლო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების ორთვიანი ვადა გაშვებული იყო. სასამართლომ აგრეთვე უარყო წესდების მიმართ პრეტენზიები და წერილის სიყალბის დადგენის მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი ვერ დაინახა. მან მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, მოსარჩელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყო.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    შეიძლება თუ არა საკუთარი რისკით საქონლის შემძენი პირი დისტრიბუტორად ჩაითვალოს წერილობითი შეთანხმების გარეშე?

    დავა შეეხებოდა ყოფილი დისტრიბუტორის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასა და ფულადი დავალიანების გადახდას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პარიზის კონვენციის მიზნებისათვის ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ცნება დისტრიბუტორსაც მოიცავს და შეაფასა ნებართვის გარეშე რეგისტრაციის გარემოებები. სასამართლომ დისტრიბუტორის კეთილსინდისიერი მიზანი დაუდასტურებლად მიიჩნია, ხოლო ფულადი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა უნდა დაამტკიცოს პარტნიორმა, რომელიც წილის დაბრუნებას მეორე პარტნიორის დამატებითი ფინანსური ვალდებულების დარღვევით ასაბუთებს?

    დავა შეეხებოდა საწარმოს წილის გადაცემის გარიგებას, წილის ნაწილის დაბრუნებასა და პარტნიორებისათვის საზოგადოების დოკუმენტაციის გადაცემას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ წილის სანაცვლოდ შეთანხმებული იყო დანადგარების მიწოდება, ხოლო დამატებითი ფულადი შენატანის ვალდებულება და მისი დარღვევა პირველმა პარტნიორმა ვერ დაამტკიცა. სასამართლომ განმარტა თვალთმაქცური გარიგების დასადგენად მხარეთა შეთანხმებული ნების მნიშვნელობა და აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის მოთხოვნა. პარტნიორების მიერ დოკუმენტაციის მოთხოვნა სასამართლომ მეწარმეთა კანონიდან გამომდინარედ მიიჩნია. საკასაციო საჩივარი არსებითად განიხილა და სსსკ 410-ის საფუძველზე სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის აქვს მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის მიმართ?

    ნ.ბ–ძე მოითხოვდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლებითაც საზოგადოების დირექტორის ცვლილება დარეგისტრირდა და მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არასაკმარისად ჰქონდა გამოკვლეული მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურდა. სასამართლომ მიუთითა აღიარებითი სარჩელის სუბსიდიურობაზე და მოთხოვნის დაზუსტების ან მიკუთვნებითი მოთხოვნის შესაძლებლობის შემოწმების აუცილებლობაზე. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ას-503-471-20172017-12-22147
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის არის გარიგების არანამდვილობა მიკუთვნებითი მოთხოვნის წინაპირობა და არა დამოუკიდებელი აღიარებითი მოთხოვნა?

    შპს და მისი წილის ყოფილი მფლობელი მოითხოვდნენ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებული შეთანხმებისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას და ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უნდა გაიმიჯნოს საწარმოსა და პარტნიორის ქონება, დაზუსტდეს მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და გამოიკვლიოს დირექტორის უფლებამოსილება და ზიანის წინაპირობები. სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ სადავო ჩუქებების მოჩვენებითობის წინაპირობები არ იყო დადგენილი. სააპელაციო გადაწყვეტილების ნაწილობრივ წინააღმდეგობრივი და არასაკმარისი დასაბუთების გამო ორივე საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე სსსკ-ის 412-ე მუხლით სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს ძველი მეწარმეთა კანონის საფუძველზე ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობასა და საწარმოს გაუქმებას?

    საფეხბურთო კლუბის დამფუძნებლებმა მოითხოვეს იურიდიული პირის არსებობის აღიარება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. დავა შეეხებოდა საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შედეგებს და გაუქმების შემდეგ ლიკვიდაციის მნიშვნელობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობით გამოწვეული გაუქმება სალიკვიდაციო პროცედურების დაწყებას მოასწავებს, თუმცა კლუბის რეესტრული და საგადასახადო სტატუსი დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. 2. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო). 3. მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება. 3 1 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაცული მონაცემები რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი გაუქმების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ელექტრონულად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს. 4. მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად). 4 1 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება ითვლება შესაბამისი პირისათვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად. ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის რეგისტრაციისთვის გამოიყენება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ რეგისტრაციისათვის დადგენილი წესები . 5. საწარმოსათვის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. 2010 წლის 1 იანვრიდან ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას. 7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია) . საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №382 – სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.62 საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4268 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.427 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5265 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.336 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №45 · ძალაშია 19 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 ივლ. 2011 – 27 ივლ. 2011 ტექსტი უცნობია

  2. 30 დეკ. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2011
  3. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    მე-4 მუხლში რეგისტრაცია იურიდიულ მისამართს დაუკავშირდა, დაზუსტდა ერთდროული რეგისტრაცია და ფორმების ჩამონათვალი, ამოღებულია სს-ის რეესტრის ასლის გაგზავნისა და ნომრის მინიჭების პუნქტები.

  4. მე-4 მუხლის ბოლო წინადადებაში სააქციო საზოგადოების სამეწარმეო რეესტრის ასლის მიმღებად ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ნაცვლად განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური; გაგზავნის ვადა („ამავე ვადაში“) იგივეა.

  5. · გამოქვეყნდა 31 მარ. 2007

    4.3 პუნქტში დაზუსტდა ფორმულირება „რეესტრიდან ამონაწერები“ და დაემატა წესი, რომ ამონაწერი დაუყოვნებლივ, მოთხოვნისთანავე გაიცემა.

  6. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    4.4 და 4.6 პუნქტებში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შეიცვალა ამ სამინისტროს „შესაბამისი სამსახურით“: მას ევალება რეესტრის ელექტრონული ვერსიის წარმოება, მონაცემების გამოქვეყნება და ასლის თვეში ერთხელ გაგზავნა.

  7. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    მე-4 მუხლში რეგისტრაცია სასამართლოდან საგადასახადო ორგანოზეა გადატანილი (4.1), რეესტრის ფორმულარი 4.3 პუნქტშია, ხოლო 4.4 პუნქტი ამატებს მონაცემთა საჯაროობას და ახალ 4.5–4.7 პუნქტებს რეესტრის წარმოების, მთავრობის დადგენილებისა და გამოქვეყნება-გაგზავნის შესახებ.

  8. 4.3 პუნქტში სასამართლოს დაემატა ვალდებულება, სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებული დადგენილების ასლი იმავე ვადაში გაუგზავნოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას; „ორგანოსა“-ს „ორგანოს“-ით შეცვლა მხოლოდ ფორმულირებითია.

  9. · გამოქვეყნდა 19 აპრ. 2001

    4.1 პუნქტიდან ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაცია გამოირიცხა და ჩანაწერები მრავლობით რიცხვში ჩამოყალიბდა; 4.3 პუნქტით დადგენილების ასლი საგადასახადო ორგანოსაც უნდა გაეგზავნოს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹2692829325743663811154
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებმეწარმეთა შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…