1.აქციონერს უფლება აქვს, ამ მუხლით დადგენილი წესით საზოგადოებას მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არსებითად ლახავს აქციონერის უფლებებს, ან ეხება საწარმოს რეორგანიზაციას. საზოგადოების წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს აქციების შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2.საზოგადოებამ, რომელიც აპირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებას, შესაბამისი საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში დეტალურად უნდა აღწეროს გადასაწყვეტი საკითხი, მასთან დაკავშირებული გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება და მისი განხორციელების წესი.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში აქციონერს უფლება აქვს, წერილობით მოსთხოვოს საზოგადოებას თავისი აქციების გამოსყიდვა. ასეთი მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ:
ა) აქციონერის მიერ სრულად არ არის შეტანილი ამ აქციების შესაბამისი შესატანი;
ბ) აქციონერმა ეს აქციები შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების დაგზავნის შემდეგ.
4.აქცია გამოსყიდული უნდა იქნეს მისი საბაზრო ღირებულებით, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შეტყობინების წინა დღეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აქციათა დაბალი ლიკვიდურობის გამო ან სხვა მიზეზებით კანონით დადგენილია აქციათა სამართლიანი ღირებულების განსაზღვრის სხვა წესი. ასეთი წესის გამოყენებისას სამეთვალყურეო საბჭომ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
5.სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება გამოსასყიდი აქციების რაოდენობისა და გამოსყიდვის ფასის შესახებ მიღებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო აქციების გამოსყიდვის თანხა გადახდილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
6.აქციონერს, რომელიც არ ეთანხმება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გამოსყიდვის პირობებს, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 14 დღის განმავლობაში.
7.აქციების გამოსყიდვა არ დაიშვება, თუ:
ა) აქციების გამოსყიდვისთვის გადასახდელი თანხა აღემატება საკუთარი კაპიტალის 25%-ს;
ბ) აქციების გამოსყიდვის მომენტში საწარმო აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ პირობებს , ან ასეთი პირობები შეიძლება წარმოიშვას აქციების გამოსყიდვის შედეგად.
8.თუ გამოსასყიდად შეთავაზებულია იმაზე მეტი აქცია, ვიდრე ეს დაშვებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით, ისინი გამოსყიდული უნდა იქნეს სხვადასხვა გამყიდველისაგან პროპორციულ საფუძველზე.
9.საზოგადოებას უფლება აქვს, შეიძინოს საკუთარი განთავსებული აქციები (სახაზინო აქციები) და შემდგომში გაასხვისოს თავისი შეხედულებისამებრ. სახაზინო აქციების რაოდენობა არც ერთ მომენტში არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების 25%-ს, თუ წესდებით უფრო მცირე ზღვარი არ არის გათვალისწინებული. ხმის დათვლის, დივიდენდის განაწილების, ლიკვიდაციის დროს და აქციების ფლობიდან გამომდინარე სხვა უფლებების რეალიზაციის მიზნებისთვის (შემთხვევებში) საზოგადოების მფლობელობაში არსებული სახაზინო და შვილობილი საწარმოს კუთვნილი აქციები მხედველობაში არ მიიღება.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7170 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
მოითხოვდა თუ არა სააქციო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ყველა აქციონერის თანხმობას?
აქციონერი ითხოვდა სააქციო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სპეციალურ შემოწმებასა და საწარმოს დოკუმენტაციის გადაცემას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კაპიტალის გაზრდა თავისთავად არ მოითხოვდა ყველა აქციონერის თანხმობას, თუმცა გადაწყვეტილება უნდა შეფასებულიყო აქციონერთა უფლებების, თანასწორობისა და არსებითი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. სასამართლომ კრების მოწვევისას რეკომენდაციების გამოუქვეყნებლობა კანონის დარღვევად მიიჩნია, მაგრამ საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ბათილობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა; მან ასევე გაიზიარა აქციონერისათვის დოკუმენტაციის გადაცემისა და მისი ხარჯით სპეციალური შემოწმების ჩატარების გადაწყვეტილება. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
ვრცელდება თუ არა კრების ოქმის შედგენიდან გასაჩივრების ორთვიანი ვადა აქციონერზე, რომელიც საერთო კრებაზე კანონით დადგენილი წესით არ მიუწვევიათ?
აქციონერი მოითხოვდა აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე წესდებაში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კრებაზე აქციონერის კანონით დადგენილი წესით მიუწვევლობის გამო კრების ოქმის შედგენიდან გასაჩივრების ორთვიანი ვადა ვერ გავრცელდებოდა, ხოლო ხანდაზმულობის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების შეტყობის ან შეტყობის სავალდებულო დროიდან. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოწვევის დარღვევამ აქციონერს აქციების უპირატესი შეძენის უფლების გამოყენების შესაძლებლობა წაართვა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.
შეუძლია თუ არა აქციონერს აქციების გამოსყიდვის მოთხოვნა, თუ საერთო კრებას კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება არ მიუღია?
აქციონერებმა სააქციო საზოგადოებისგან თავიანთი აქციების შეფასება და გამოსყიდვა მოითხოვეს. დავა შეეხებოდა საკითხს, წარმოიშობოდა თუ არა გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება მაშინ, როდესაც საერთო კრებას კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არ მიუღია. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და აქციონერის მიერ მისი არმხარდაჭერა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით უცვლელად დატოვა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
შეუძლია თუ არა აქციონერს მხოლოდ თავისი მოთხოვნით დაიბრუნოს აქციის შესაძენად საზოგადოებაში შეტანილი თანხა?
გ. ლ-მა სააქციო საზოგადოებას მოსთხოვა აქციებში შეტანილი თანხისა და ათი წლის განმავლობაში მიუღებელი დივიდენდის გადახდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აქციონერს აქციის საფასურის უშუალოდ უკან დაბრუნების უფლება არ აქვს, ხოლო დივიდენდის მისაღებად საჭიროა საზოგადოების მოგება და დივიდენდის გაცემის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება. მოსარჩელემ ვერ მიუთითა საზოგადოების მოგების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე და ვერც აქციების გამოსყიდვის კანონით დადგენილ პირობებზე. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოების ხელახალი რეგისტრაციისას მიღებულ ახალ წესდებას სადამფუძნებლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წილის დაბრუნების უფლებაზე?
რ. ა-ძე სს „ს. ბ.“-ს მიმართ მოითხოვდა საზოგადოების დაფუძნებისას შეტანილი წილის დაბრუნებას და წილის პროპორციულად ბანკის წმინდა მოგებიდან თანხის გადახდას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელახალი რეგისტრაციისას მიღებული წესდების ახალი რედაქციის პირობებში წილის დაბრუნების შესახებ სადამფუძნებლო ხელშეკრულების შესაბამისმა დათქმებმა ძალა დაკარგა. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ აქციონერის შესატანის დაბრუნება დასაშვებია საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით, რისთვისაც საერთო კრების გადაწყვეტილებაა საჭირო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
შეუძლია თუ არა აქციონერს მოითხოვოს აქციების გამოსყიდვა, როცა მისი უფლებების შემლახავი გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ წესდებაში ჯერ არ ასახულა?
დავა შეეხებოდა უმცირესობაში მყოფი აქციონერის კუთვნილი აქციების სავალდებულო გამოსყიდვასა და ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აქციების გამოსყიდვის მოთხოვნისთვის საკმარისია საერთო კრების მიერ აქციონერის უფლებების არსებითად შემლახავი გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, აისახა თუ არა ცვლილება წესდებაში. საზოგადოების მიერ შეფასებასა და გამოსყიდვაზე უარის შემთხვევაში აქციების სამართლიან ღირებულებას სასამართლო ადგენს. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკს აქციების გამოსყიდვა დაეკისრა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. აქციონერს უფლება აქვს, ამ მუხლით დადგენილი წესით საზოგადოებას მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არსებითად ლახავს აქციონერის უფლებებს, ან ეხება საწარმოს რეორგანიზაციას. საზოგადოების წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს აქციების შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს.2. საზოგადოებამ, რომელიც აპირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებას, შესაბამისი საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში დეტალურად უნდა აღწეროს გადასაწყვეტი საკითხი, მასთან დაკავშირებული გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება და მისი განხორციელების წესი.3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში აქციონერს უფლება აქვს, წერილობით მოსთხოვოს საზოგადოებას თავისი აქციების გამოსყიდვა. ასეთი მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ:ა) აქციონერის მიერ სრულად არ არის შეტანილი ამ აქციების შესაბამისი შესატანი;ბ) აქციონერმა ეს აქციები შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების დაგზავნის შემდეგ.4. აქცია გამოსყიდული უნდა იქნეს მისი საბაზრო ღირებულებით, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შეტყობინების წინა დღეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აქციათა დაბალი ლიკვიდურობის გამო ან სხვა მიზეზებით კანონით დადგენილია აქციათა სამართლიანი ღირებულების განსაზღვრის სხვა წესი. ასეთი წესის გამოყენებისას სამეთვალყურეო საბჭომ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.5. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება გამოსასყიდი აქციების რაოდენობისა და გამოსყიდვის ფასის შესახებ მიღებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო აქციების გამოსყიდვის თანხა გადახდილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.6. აქციონერს, რომელიც არ ეთანხმება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გამოსყიდვის პირობებს, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 14 დღის განმავლობაში.7. აქციების გამოსყიდვა არ დაიშვება, თუ:ა) აქციების გამოსყიდვისთვის გადასახდელი თანხა აღემატება საკუთარი კაპიტალის 25%-ს;ბ) აქციების გამოსყიდვის მომენტში საწარმო აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ პირობებს , ან ასეთი პირობები შეიძლება წარმოიშვას აქციების გამოსყიდვის შედეგად.8. თუ გამოსასყიდად შეთავაზებულია იმაზე მეტი აქცია, ვიდრე ეს დაშვებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით, ისინი გამოსყიდული უნდა იქნეს სხვადასხვა გამყიდველისაგან პროპორციულ საფუძველზე.9. საზოგადოებას უფლება აქვს, შეიძინოს საკუთარი განთავსებული აქციები (სახაზინო აქციები) და შემდგომში გაასხვისოს თავისი შეხედულებისამებრ. სახაზინო აქციების რაოდენობა არც ერთ მომენტში არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების 25%-ს, თუ წესდებით უფრო მცირე ზღვარი არ არის გათვალისწინებული. ხმის დათვლის, დივიდენდის განაწილების, ლიკვიდაციის დროს და აქციების ფლობიდან გამომდინარე სხვა უფლებების რეალიზაციის მიზნებისთვის (შემთხვევებში) საზოგადოების მფლობელობაში არსებული სახაზინო და შვილობილი საწარმოს კუთვნილი აქციები მხედველობაში არ მიიღება.საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7170 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №69 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
5 ოქტ. 2020 – 1 აპრ. 2021ტექსტი უცნობია
28 ოქტ. 1994 – 1 სექ. 1999მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005
53¹ მუხლის მე-7 პუნქტი გამოსყიდვის აკრძალვის ორ საფუძველს გ) და დ) ქვეპუნქტებს უმატებს და ზუსტდება მითითებები; დაემატა მე-10 პუნქტი სახაზინო აქციების შესახებ.
· გამოქვეყნდა 26 ივნ. 1999
დაემატა 53¹ მუხლი, რომელიც აწესრიგებს არაამხანაგი აქციონერის მიერ აქციების გამოსყიდვის მოთხოვნას, ვადებს, ფასს, შეზღუდვებსა და გამოსყიდული აქციების გაუქმებას.