მეწარმეთა შესახებ

მუხლი 55. სამეთვალყურეო საბჭო

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილისალომე ოსეფაშვილიდავით მაისურაძე

1.თუ სააქციო საზოგადოება არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, ან სააქციო საზოგადოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული, ან სააქციო საზოგადოების აქციონერთა რაოდენობა 100-ს აღემატება, სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისაგან. ყველა სხვა შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულო არ არის.

1¹.სამეთვალყურეო საბჭოს არარსებობის შემთხვევაში კანონით დადგენილი მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები წესდებით გადანაწილდება საწარმოს მართვის სხვა ორგანოებზე.

1².სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს საერთო კრება ირჩევს 1 წლის ვადით, თუ საერთო კრების გადაწყვეტილებით ან წესდებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უგრძელდება ვადის გასვლის შემდეგ მორიგი საერთო კრების მოწვევამდე. ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია საერთო კრების მიერ ნებისმიერ დროს. ყოველ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგეს. თუ წევრის გასვლიდან 6 თვის განმავლობაში არ აირჩა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი, მაშინ სასამართლოს საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით შეუძლია ერთ-ერთი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან დირექტორის განაცხადით დანიშნოს ახალი წევრი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი. წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები) იყოს ამ სააქციო საზოგადოების დირექტორი (დირექტორები). კომერციულ ბანკებში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის წესები განისაზღვრება „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონით . ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სამეთვალყურეო საბჭოში დირექტორები არ შეიძლება წარმოადგენდნენ უმრავლესობას.

2¹.თუ სააქციო საზოგადოება არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე, ამ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ერთი წევრი მაინც უნდა იყოს პირი, რომელიც არ არის აღნიშნული საზოგადოების თანამშრომელი ან ამ საზოგადოებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირი და არ არის ჩართული მის ყოველდღიურ საქმიანობაში, ამასთანავე, დამოუკიდებელია.

2².ამ მუხლის 2 1 პუნქტის მიზნებისათვის, დამოუკიდებელია პირი, რომელიც სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად არ არის დაკავშირებული სააქციო საზოგადოებასთან, მათ შორის, არ ფლობს ამ საზოგადოების აქციებს და არ იღებს აღნიშნული საზოგადოებიდან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის დადგენილი ანაზღაურებისა.

3.სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ უნდა გაიმართოს ფარული კენჭისყრა. თუ კანდიდატები ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებენ, მათ შორის უხუცესი დაინიშნება თავმჯდომარედ.

3¹.სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს ამ საზოგადოების დირექტორი.

4.თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მისი მოადგილე) იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი.

5.სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა 8 დღით ადრე, სავარაუდო დღის წესრიგით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი, ოღონდ ერთი წევრი – ერთი სხვა წევრით.

6.სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა სულ მცირე ნახევარი. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას – მის მოადგილეს) შეუძლია არა უგვიანეს 8 დღისა მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 25%-ისა. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ სამეთვალყურეო საბჭოს უწყდება უფლებამოსილება და თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მისი მოადგილე) იწვევს საერთო კრებას.

7.სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენცია: ა) სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს თითოეული დირექტორის საქმიანობას; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორებისაგან საზოგადოების საქმიანობის ანგარიში; გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გააკონტროლოს და შეამოწმოს საზოგადოების ფინანსური დოკუმენტაცია, ასევე ქონებრივი ობიექტები, კერძოდ, საზოგადოების სალარო და ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა; მას შეუძლია ეს დაავალოს ცალკეულ წევრებს ან განსაზღვრულ ექსპერტებს; დ) სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საერთო კრებას, თუ ამას საზოგადოების აუცილებლობა მოითხოვს; ე) სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს წლიურ ანგარიშებს, მოგების განაწილების წინადადებას და ამის თაობაზე მოახსენებს საერთო კრებას; ცნობაში სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მიუთითოს, თუ როგორ და რა მოცულობით შეამოწმა მან საზოგადოების ხელმძღვანელობა გასული სამეურნეო წლის განმავლობაში, წლიური ანგარიშისა და საქმიანობის ანგარიშის რომელი ნაწილი შეამოწმა და გამოიწვია თუ არა ამ შემოწმებებმა საბოლოო შედეგების არსებითი ცვლილებები; ვ) ნიშნავს და ნებისმიერ დროს გამოიწვევს დირექტორებს, ასევე მათთან დებს და წყვეტს ხელშეკრულებებს; ვ 1 ) იმ საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეუთანხმოს საზოგადოების ხმების 50%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს. სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება.

7¹.სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს არ შეუძლია შეიტანოს სარჩელი ამ საზოგადოების დირექტორების წინააღმდეგ, თუ იგი თავად არის დირექტორი. ასეთი სარჩელის შეტანა შეუძლია სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრს, რომელიც არ არის ამ საზოგადოების დირექტორი.

7².დირექტორების ფუნქციები შეიძლება გადაეცეს სამეთვალყურეო საბჭოს, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

8.თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი საქმიანობა: ა) საწარმოს 50%-ზე მეტი წილის შეძენა და გასხვისება; ბ) ფილიალების დაარსება და ლიკვიდაცია; გ) წლიური ბიუჯეტისა და გრძელვადიანი ვალდებულებების მიღება; დ) ვალდებულებათა აღება და უზრუნველყოფა, რომლებიც აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ ოდენობას; დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების ვალდებულებათა უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია საერთო კრების მიერ; ე) დირექტორთა უფლებამოსილების ფარგლების დადგენა; ვ) ახალი სახის ეკონომიკური საქმიანობის დაწყება ან არსებული სახის საქმიანობის შეწყვეტა; ზ) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა; თ) სავაჭრო წარმომადგენლების (პროკურისტების) დანიშვნა და გამოწვევა; ი) საზოგადოების აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; კ) ხელმძღვანელი პირებისათვის მოგებასა და მსგავს ურთიერთობებში მონაწილეობის განსაზღვრა, მათი საპენსიო უზრუნველყოფის პრინციპების დადგენა და საერთო კრებისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ლ) საზოგადოების ქონების შეძენის ან გასხვისების (ან ერთმანეთთან დაკავშირებული ასეთი გარიგებების) შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა ღირებულება აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ ოდენობას; მ) იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კანონით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და დირექტორის კომპეტენციას.

9.სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობისათვის გამოიყენება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი და 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი .

10.ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭოს მიერ თანხმობის გაუცემლობის შესახებ ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების წლიურ ანგარიშში, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №774 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.19 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5293 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.332 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1684 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.167 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4190 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი № 4791 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №443 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 55

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი სამართლებრივი ნორმები გამოიყენება საწარმოს დირექტორის გათავისუფლების შესახებ დავაში?

    საწარმოს ყოფილმა დირექტორმა მოითხოვა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სადავო იყო, დირექტორის გათავისუფლების ურთიერთობა შრომის სამართლის ნორმებით უნდა მოწესრიგებულიყო თუ სამეწარმეო და დავალების ხელშეკრულების ნორმებით. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დირექტორის დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა სპეციფიკური კორპორაციული ურთიერთობაა და მასზე გამოიყენება მეწარმეთა კანონი და დავალების ხელშეკრულების ნორმები. სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა და შეგებებული საკასაციო საჩივარი უარყო.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ვის ეკისრება იმ ვადის მტკიცება, რომელზეც მოპასუხე სესხის მოთხოვნის ხანდაზმულობას ამყარებს?

    გ. ჩ-ი სააქციო საზოგადოებისაგან სესხად გადაცემული თანხის დაბრუნებას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სესხის სახით 40220 ლარის გადაცემა, ხოლო დადასტურებული 38800 ლარის დაბრუნება მოპასუხემ ვერ დაამტკიცა. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დაადასტურა სესხის ერთთვიანი ვადა, რომელზეც ხანდაზმულობის შესაგებელს ამყარებდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს 38800 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო 40220 ლარზე უარი უცვლელად დარჩა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის აქვს მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის მიმართ?

    ნ.ბ–ძე მოითხოვდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლებითაც საზოგადოების დირექტორის ცვლილება დარეგისტრირდა და მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არასაკმარისად ჰქონდა გამოკვლეული მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურდა. სასამართლომ მიუთითა აღიარებითი სარჩელის სუბსიდიურობაზე და მოთხოვნის დაზუსტების ან მიკუთვნებითი მოთხოვნის შესაძლებლობის შემოწმების აუცილებლობაზე. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა პირობებით შეიძლება საკასაციო სასამართლომ მხარეთა მორიგება დაამტკიცოს და საქმის წარმოება შეწყვიტოს?

    დავა შეეხებოდა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის, ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ იგი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს 21354 ლარის გადახდა დააკისრა. საკასაციო განხილვისას მხარეები მორიგდნენ: მოპასუხემ 30000 ლარის გადახდა იკისრა, მოსარჩელემ კი მორიგებაში მითითებულ მოთხოვნებსა და აღსრულების გაგრძელებაზე თქვა უარი. უზენაესმა სასამართლომ მორიგება დაამტკიცა, საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის წარმოება შეწყვიტა; ხანდაზმულობისა და ზიანის საკითხები არსებითად არ გადაუწყვეტია.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს საწარმოსთან შეთანხმებით მისი საჭიროებისათვის თანხის მიღება?

    საზოგადოება ყოფილი ხელმძღვანელი პირებისგან საწარმოს სალაროდან გატანილი თანხების დაბრუნებას მოითხოვდა. დავის მთავარი საკითხი იყო თანხის მიღების სამართლებრივი საფუძველი და მოთხოვნის ხანდაზმულობა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ურთიერთობის კვალიფიკაცია დამოკიდებული იყო საზოგადოებასთან შეთანხმებისა და ხელმძღვანელის მოვალეობების დარღვევის დადგენაზე. სასამართლომ ი. დ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სსსკ 412-ე მუხლით.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა სახელმწიფო პარტნიორმა იჯარის გარიგებას შემდგომ მისცეს თანხმობა?

    დავა შეეხებოდა იჯარის ხელშეკრულებისა და დამატებითი შეთანხმების ბათილად ცნობას კონკურსის პირობების, თანხმობისა და გარიგების ფორმის სავარაუდო დარღვევის გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო პარტნიორის თანხმობა შეიძლება შემდგომი მოწონებითაც გამოვლინდეს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის არარსებობის შედეგის შეფასებისას კონტრაჰენტის კეთილსინდისიერებას მნიშვნელობა აქვს. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სადავო იჯარის ხელშეკრულებაზე პრივატიზების ხელშეკრულებისთვის დადგენილი სანოტარო ფორმის მოთხოვნა არ ვრცელდებოდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 22 მარ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 7 მარ. 2016

    დაემატა მოთხოვნა ბირჟაზე დაშვებული სს-ის სამეთვალყურეო საბჭოში მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი წევრის შესახებ (2¹, 2² პუნქტები) და აკრძალვა, რომ საბჭოს თავმჯდომარე ამავე საზოგადოების დირექტორი იყოს (3¹ პუნქტი).

  3. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    პირველ პუნქტში სამეთვალყურეო საბჭოს სავალდებულო შექმნის საფუძველი ახლა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სააქციო საზოგადოების ლიცენზირებაა.

  4. 55.1¹ პუნქტში „სახელმწიფო“ შეიცვალა „სახელმწიფოს“-ით და დაემატა წესი, რომლის მიხედვით 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილის მქონე საზოგადოებაში წესდებით შეიძლება სამეთვალყურეო საბჭო არ შეიქმნას და მის ფუნქციებს საერთო კრება ახორციელებს; საბჭოს არსებობისას 3–7 წევრის წესი რჩება.

  5. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    55-ე მუხლში სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციის ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა, დაემატა 10%-იანი ზღვრის მქონე ქონებრივი გარიგებების და ზოგადი კომპეტენციის დანაწესი. ახალი 55.11 პუნქტი თანხმობის გაუცემლობის შესახებ ინფორმაციას წლიურ ანგარიშში შესატანად ითვალისწინებს.

  6. 55-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა წინადადება, რომლის მიხედვით საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20%-ის მფლობელს აქვს სამეთვალყურეო საბჭოში სულ მცირე ერთი წარმომადგენლის ყოლის უფლება.

  7. · გამოქვეყნდა 26 ივნ. 1999

    55-ე მუხლში შეიცვალა საბჭოს წევრის ვადამდე გადარჩევა, თავმჯდომარის არჩევა, წევრობის შეუთავსებლობა და სხდომის გადაწყვეტილებაუნარიანობა, ხოლო 55.8–55.10 პუნქტებით დაზუსტდა საბჭოს კომპეტენცია და თანხმობის შემთხვევები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
866¹⁴9¹569309²⁵141621221821321232455
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებმეწარმეთა შესახებკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…არასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს პატენტრწმუ…