1.აქცია განთავსებულად ითვლება, თუ ის გაცემულ იქნა საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის სანაცვლოდ (მიუხედავად იმისა, ეს საზღაური მიღებული აქვს საზოგადოებას თუ არა).
2.იმ აქციების მიმართ, რომლებიც განთავსებულია ან/და რომლებზედაც საერთო კრების მიერ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება განთავსების შესახებ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერმინი „გამოშვებული აქციები“.
3.აქცია ნებადართულად (განცხადებულად) ითვლება, თუ საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მისი მომავალში შესაძლო განთავსების შესახებ. ნებადართული აქციების მაქსიმალური რაოდენობა და კლასი უნდა აისახოს საზოგადოების წესდებაში.
4.საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგენილ იქნეს ის პირობები, რომელთა შესაბამისადაც კრების მიერ უფლებამოსილი ორგანო (საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო ან/და დირექტორი) უზრუნველყოფს ახალი აქციების განთავსებას.
5.ნებადართული აქციების ფარგლებში ახალი აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კრების მიერ უფლებამოსილი ორგანო. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აქციების რაოდენობასა და კლასს. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება შეიცავდეს აქციების განთავსების ვადებს, მინიმალურ ფასს ან/და სხვა დამატებით პირობებს.
6.აქციათა განთავსებას ახორციელებს დირექტორი (ან სხვა უფლებამოსილი პირი ან ორგანო).
7.საერთო კრების გადაწყვეტილება შესაძლოა ასევე განსაზღვრავდეს, რომ მის მიერ დადგენილი პირობებით აქციების განუთავსებლობის შემთხვევაში განუთავსებელი აქციები გაუქმებულ იქნეს, რაც ნიშნავს ნებადართული აქციების რაოდენობის შემცირებას გაუქმებული აქციების რაოდენობით. საზოგადოების დირექტორი ვალდებულია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება საზოგადოების წესდებაში, რაც არ მოითხოვს საერთო კრების გადაწყვეტილებას.
8.აქციებში კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების გამოშვება შეიძლება კაპიტალის გაზრდით, ამ მუხლის შესაბამისად. საერთო კრებამ ან წესდებით განსაზღვრულმა სხვა უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება განსაზღვროს კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების გამოშვების სხვა გზა.
9.ამ მუხლით გათვალისწინებული კაპიტალის გაზრდისა და ახალი აქციების გამოშვების წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
თავი მეხუთე
კოოპერატივი
ვრცელდება თუ არა კრების ოქმის შედგენიდან გასაჩივრების ორთვიანი ვადა აქციონერზე, რომელიც საერთო კრებაზე კანონით დადგენილი წესით არ მიუწვევიათ?
აქციონერი მოითხოვდა აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე წესდებაში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კრებაზე აქციონერის კანონით დადგენილი წესით მიუწვევლობის გამო კრების ოქმის შედგენიდან გასაჩივრების ორთვიანი ვადა ვერ გავრცელდებოდა, ხოლო ხანდაზმულობის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების შეტყობის ან შეტყობის სავალდებულო დროიდან. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოწვევის დარღვევამ აქციონერს აქციების უპირატესი შეძენის უფლების გამოყენების შესაძლებლობა წაართვა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.
რა შედეგი მოჰყვა საკასაციო საჩივარს ძირითადი და შეგებებული სარჩელების გასაჩივრებულ ნაწილებში?
დავა ეხებოდა აქციათა შეძენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებასა და შეგებებული სარჩელით ხელშეკრულების ბათილობას და გადახდილი თანხის დაბრუნებას. ძირითადი საკითხები იყო აქციათა ემისიისას ხელშეკრულების ფორმა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არსებობა. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილი და საქმე სსსკ 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დააბრუნა. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა.
რა შედეგი მოჰყვა ძირითადი და შეგებებული სარჩელების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილების გაუქმებას?
სს „ს. შ. კ.“ ითხოვდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, ხოლო შპს „ს“ შეგებებული სარჩელით ითხოვდა ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და თანხის დაბრუნებას. დავა შეეხებოდა აქციათა შეძენის ხელშეკრულების ფორმას და შაქრის მიწოდების ხელშეწყობის შესახებ პირობის სამართლებრივ მნიშვნელობას. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილები და საქმე ამ ნაწილებში ხელახლა განსახილველად დააბრუნა სსსკ 412-ე მუხლით. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.
შეუძლია თუ არა ბანკის დროებით ადმინისტრატორს მეანაბრეს მისი ნების საწინააღმდეგოდ დააკისროს ბანკის აქციების შეძენა?
სამმა მეანაბრემ ბანკის საწესდებო კაპიტალში აქციების სახით გადატანილი თანხების საანაბრო ანგარიშებზე აღდგენა მოითხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ბანკის დროებით ადმინისტრატორს არ შეუძლია პირს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დააკისროს აქციების შეძენა, ხოლო კრედიტორის თანხმობის გარეშე შეთანხმებულის ნაცვლად სხვა მოქმედების შესრულება ვალდებულების შეუსრულებლობაა. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ბანკის ქონების ნაწილზე ყადაღის დადება დასაბუთებული იყო და თავისთავად არ გამორიცხავდა სხვა კრედიტორთა დაკმაყოფილებას. საკასაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად დარჩა სსსკ 410-ე და 419-ე მუხლების საფუძველზე.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. აქცია განთავსებულად ითვლება, თუ ის გაცემულ იქნა საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის სანაცვლოდ (მიუხედავად იმისა, ეს საზღაური მიღებული აქვს საზოგადოებას თუ არა).2. იმ აქციების მიმართ, რომლებიც განთავსებულია ან/და რომლებზედაც საერთო კრების მიერ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება განთავსების შესახებ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერმინი „გამოშვებული აქციები“.3. აქცია ნებადართულად (განცხადებულად) ითვლება, თუ საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მისი მომავალში შესაძლო განთავსების შესახებ. ნებადართული აქციების მაქსიმალური რაოდენობა და კლასი უნდა აისახოს საზოგადოების წესდებაში.4. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგენილ იქნეს ის პირობები, რომელთა შესაბამისადაც კრების მიერ უფლებამოსილი ორგანო (საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო ან/და დირექტორი) უზრუნველყოფს ახალი აქციების განთავსებას.5. ნებადართული აქციების ფარგლებში ახალი აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კრების მიერ უფლებამოსილი ორგანო. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აქციების რაოდენობასა და კლასს. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება შეიცავდეს აქციების განთავსების ვადებს, მინიმალურ ფასს ან/და სხვა დამატებით პირობებს.6. აქციათა განთავსებას ახორციელებს დირექტორი (ან სხვა უფლებამოსილი პირი ან ორგანო).7. საერთო კრების გადაწყვეტილება შესაძლოა ასევე განსაზღვრავდეს, რომ მის მიერ დადგენილი პირობებით აქციების განუთავსებლობის შემთხვევაში განუთავსებელი აქციები გაუქმებულ იქნეს, რაც ნიშნავს ნებადართული აქციების რაოდენობის შემცირებას გაუქმებული აქციების რაოდენობით. საზოგადოების დირექტორი ვალდებულია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება საზოგადოების წესდებაში, რაც არ მოითხოვს საერთო კრების გადაწყვეტილებას.8. აქციებში კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების გამოშვება შეიძლება კაპიტალის გაზრდით, ამ მუხლის შესაბამისად. საერთო კრებამ ან წესდებით განსაზღვრულმა სხვა უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება განსაზღვროს კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების გამოშვების სხვა გზა.9. ამ მუხლით გათვალისწინებული კაპიტალის გაზრდისა და ახალი აქციების გამოშვების წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.თავი მეხუთეკოოპერატივი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №69 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011
59-ე მუხლს დაემატა 3¹ ნაწილი 184-ე მუხლით გათვალისწინებული საქმეების განხილვის 45-დღიანი ვადით, რომელიც რთულ საქმეებზე 60 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს.
· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008
59-ე მუხლის მთელი ტექსტი ჩანაცვლდა ახალი რეგულირებით: აქციის განთავსებულად და ნებადართულად ჩათვლა, ნებადართული აქციების მაქსიმალური რაოდენობისა და კლასის წესდებაში ასახვა, განთავსების გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების გამოშვება.
· გამოქვეყნდა 26 ივნ. 1999
59-ე მუხლში დაემატა ურთიერთგადამისამართებები 59.1 და 59.2 მუხლებზე, ხოლო 59.7 პუნქტში უპირატესი შეძენის უფლება დაკავშირებულია საკუთრებაში არსებულ აქციათა ნომინალური ღირებულების პროპორციასთან.