1.თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით.
2.პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
3.პარტნიორთა კრების მონაწილენი თავიანთი შემადგენლობიდან ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარეს. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების მიღებისთანავე თავმჯდომარე ადგენს და ხელს აწერს ოქმს.
4.თუ გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს ხმის უფლება არა აქვს.
5.პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:
ა) წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;
ბ) საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღება;
გ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
დ) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს;
ე) ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს;
ვ) ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს;
ზ) პროკურის გაცემა და გაუქმება;
თ) წლიური შედეგების დამტკიცება;
ი) აუდიტორის არჩევა;
კ) საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
6.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:
ა) ხელმძღვანელ პირთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;
ბ) იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს;
გ) შენატანების მოთხოვნა;
დ) დამატებითი შენატანების უკან დაბრუნება;
ე) დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება;
ვ) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ზ) ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
7.ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.
8.კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
9.საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.
10.პარტნიორთა საერთო კრებაზე სპს-ის თითოეულ პარტნიორსა და კს-ის თითოეულ სრულ პარტნიორს (კომპლემენტარს) აქვს თითო ხმა. კს-ის შეზღუდულ პარტნიორს (კომანდიტს) ხმის უფლება არ აქვს. შპს-ის პარტნიორთა ხმები განისაზღვრება მათი წილების პროპორციულად.
11.„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წესდებით შეიძლება განისაზღვროს საზოგადოების პარტნიორებზე (მათ შორის, კომანდიტებზე) ხმის უფლების გადანაწილების და ამ უფლებით სარგებლობის ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა
1
საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის მოქმედება შეაჩერა
შეიძლება თუ არა იძულებით დათმობილი საწარმოს წილის დაბრუნების მოთხოვნა დელიქტურ და სავინდიკაციო საფუძვლებს დაეფუძნოს?
დავა ეხებოდა ტელეკომპანიის წილების იძულებით გასხვისებას, გარიგებების ბათილობასა და საკუთრების აღდგენას. დიდმა პალატამ განმარტა, რომ წილების დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება დაეფუძნოს დელიქტურ და სავინდიკაციო ნორმებს, ხოლო გარიგების ფასის შეუსაბამობა, სხვა წინაპირობების გარეშე, ბათილობისთვის საკმარისი არ არის. სასამართლომ არ გაიზიარა ხანდაზმულობის შესაგებელი და მიიჩნია, რომ სადავო გარემოებებზე კვალიფიციური შედავება არ იყო წარმოდგენილი. სსსკ 411-ის საფუძველზე სააპელაციო განჩინება გაუქმდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით აღდგა მოსარჩელეთა საკუთრება წილებზე.
რომელი სამართლებრივი საფუძვლით უნდა შეფასდეს საზოგადოების მოთხოვნა დირექტორის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ?
საზოგადოება ყოფილი დირექტორისგან ზიანის ანაზღაურებას, მისი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასა და პარტნიორობიდან გარიცხვას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორის მიერ საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა შემოწმდეს, ხოლო პარტნიორის გარიცხვა მნიშვნელოვანი საფუძვლებისა და წილის კომპენსაციის საკითხის გამოკვლევას მოითხოვს. დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნის უარყოფა უცვლელად დარჩა, რადგან გათავისუფლება უკვე რეგისტრირებული იყო და აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი არ გამოიკვეთა. ზიანის ანაზღაურებისა და პარტნიორის გარიცხვის ნაწილები სასამართლომ სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.
შეუძლია თუ არა სასამართლოს კრების მოწვევისა და დივიდენდის განაწილების დავალდებულების მოთხოვნის ნაცვლად პარტნიორს პირდაპირ მიაკუთვნოს თანხა?
დავა შეეხებოდა პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას, კრების მოწვევასა და დივიდენდის განაწილების დავალდებულებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დივიდენდის განაწილება, როგორც წესი, პარტნიორთა კრების კომპეტენციაა, ხოლო დივიდენდის კონკრეტული მოთხოვნის უფლება განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას წარმოიშობა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც კრების მოწვევისა და განაწილების დავალდებულების ნაცვლად მოსარჩელეს თანხა მიაკუთვნა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
როგორ უნდა გაიმიჯნოს საწარმოს უძრავი ქონება პარტნიორის წილისაგან კეთილსინდისიერი შეძენის შეფასებისას?
მოსარჩელე კომპანია მოითხოვდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენასა და ქონების მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ თავდაპირველად უნდა შემოწმდეს მოსარჩელის საკუთრების უფლება და გარიგებათა ნამდვილობა, შემდეგ კი შემძენის კეთილსინდისიერება. საწარმოში წილის კეთილსინდისიერი შემძენის შეცვლა თავისთავად ვერ ასწორებს საწარმოს მიერ ადრე შეძენილ ქონებაზე უფლების შესაძლო ნაკლს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა, ხოლო მტკიცებულებათა მიღებაზე უარის შესახებ საოქმო განჩინება ძალაში დარჩა.
როდის წარმოიშობა პარტნიორის მიერ კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის უფლება?
მინორიტარი პარტნიორი მოითხოვდა მოგების გაუნაწილებლობის შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებისა და წესდების ცალკეული დებულებების ბათილად ცნობას, აგრეთვე დივიდენდის გადახდას; საწარმო შეგებებული სარჩელით პარტნიორის გარიცხვას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება და მისი მოთხოვნის უფლება, რომელიც მოგების განაწილების შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება. სასამართლომ ასევე იმსჯელა აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესზე, წესდების ნაწილის ბათილობასა და პარტნიორის გარიცხვის საფუძველზე. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსსკ-ის 411-ე მუხლით მიღებული ახალი გადაწყვეტილებით არც თავდაპირველი სარჩელი და არც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოითხოვდა თუ არა სააქციო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ყველა აქციონერის თანხმობას?
აქციონერი ითხოვდა სააქციო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სპეციალურ შემოწმებასა და საწარმოს დოკუმენტაციის გადაცემას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კაპიტალის გაზრდა თავისთავად არ მოითხოვდა ყველა აქციონერის თანხმობას, თუმცა გადაწყვეტილება უნდა შეფასებულიყო აქციონერთა უფლებების, თანასწორობისა და არსებითი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. სასამართლომ კრების მოწვევისას რეკომენდაციების გამოუქვეყნებლობა კანონის დარღვევად მიიჩნია, მაგრამ საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ბათილობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა; მან ასევე გაიზიარა აქციონერისათვის დოკუმენტაციის გადაცემისა და მისი ხარჯით სპეციალური შემოწმების ჩატარების გადაწყვეტილება. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით.2. პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).3. პარტნიორთა კრების მონაწილენი თავიანთი შემადგენლობიდან ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარეს. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების მიღებისთანავე თავმჯდომარე ადგენს და ხელს აწერს ოქმს.4. თუ გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს ხმის უფლება არა აქვს.5. პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:ა) წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;ბ) საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღება;გ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;დ) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს;ე) ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს;ვ) ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს;ზ) პროკურის გაცემა და გაუქმება;თ) წლიური შედეგების დამტკიცება;ი) აუდიტორის არჩევა;კ) საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.6. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:ა) ხელმძღვანელ პირთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;ბ) იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს;გ) შენატანების მოთხოვნა;დ) დამატებითი შენატანების უკან დაბრუნება;ე) დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება;ვ) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;ზ) ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.7. ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.8. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.9. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.10. პარტნიორთა საერთო კრებაზე სპს-ის თითოეულ პარტნიორსა და კს-ის თითოეულ სრულ პარტნიორს (კომპლემენტარს) აქვს თითო ხმა. კს-ის შეზღუდულ პარტნიორს (კომანდიტს) ხმის უფლება არ აქვს. შპს-ის პარტნიორთა ხმები განისაზღვრება მათი წილების პროპორციულად.11. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წესდებით შეიძლება განისაზღვროს საზოგადოების პარტნიორებზე (მათ შორის, კომანდიტებზე) ხმის უფლების გადანაწილების და ამ უფლებით სარგებლობის ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი.საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №69 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
15 ივლ. 2011 – 27 ივლ. 2011ტექსტი უცნობია
28 ოქტ. 1994 – 10 მაი. 2008მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2011
· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008
ახალი 9¹ მუხლი აწესრიგებს პარტნიორთა საერთო კრების მოწვევას, ჩატარებას, კვორუმს, კომპეტენციას და ხმის უფლებას.