დაზღვევის შესახებ

მუხლი 7. დაზღვევის სფეროში უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოელი მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კაპიტალით შექმნილი იურიდიული პირი, უცხოური იურიდიული პირის ფილიალი და წარმომადგენლობა, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე, აწარმოებენ დაზღვევას საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის სფეროში აქვთ ყველა ის უფლება და ეკისრებათ ყველა ის ვალდებულება, რაც საქართველოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს.

3.უცხოელ ფიზიკურ პირს, მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხოურ იურიდიულ პირს (უცხოეთის სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების ჩათვლით) უფლება აქვს იყოს საქართველოს დაზღვევის და გადაზღვევის ორგანიზაციების დამფუძნებელი.

4.უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის , როგორც უშუალო მზღვეველის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ ამ კანონის მე -2 მუხლის „ გ . ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის ( წარმომადგენლობის ) მეშვეობით .

4¹.ამ კანონის მე -2 მუხლის „ გ . ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი ( წარმომადგენლობა ) საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მას უფლება აქვს გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ .

5.საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციას შეუძლია დამოუკიდებლად დადოს გადაზღვევის ხელშეკრულება უცხოეთის ერთ ან რამდენიმე გადამზღვეველთან უშუალოდ.

6.საქართველოში უცხოური იურიდიული პირი სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას ახორციელებს სათანადო წესით რეგისტრირებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით საქართველოს იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

7.საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციას თავისი რისკის უცხოეთში გადაზღვევასთან დაკავშირებით შეუძლია უშუალოდ ისარგებლოს უცხოური საბროკერო ორგანიზაციის მომსახურებით. საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 თავი II. დაზღვევის ურთიერთობის მონაწილენი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 15 აპრ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 24 ივლ. 1997
  2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში დირექტორის შეუთავსებლობის საფუძვლები ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა „ე“ ქვეპუნქტი, ხოლო ახალი მე-4 პუნქტი ზღუდავს ნასამართლევ პირს, იყოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი.

  3. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    მე-7 მუხლის მე-6 პუნქტში უცხოური იურიდიული პირის ბროკერული საქმიანობა ახლა ხორციელდება რეგისტრირებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით საქართველოს იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; ძველი შეზღუდვა გადაზღვევის სფეროთი და უშუალო საქმიანობის ალტერნატივა ამოღებულია.

  4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში „მონაწილის“ ნაცვლად გამოიყენება „დამფუძნებელი“ და ამოღებულია მე-4 პუნქტი 49-პროცენტიანი ზღვრით. შედეგად შემდგომი პუნქტები გადანომრილია მე-4–მე-7 პუნქტებად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
281296341934231517
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ტერიტორიაზ…შრომითი მიგრაციის შესა…უცხოელთა და მოქალაქეობ…არქიტექტურული საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა