სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

მუხლი 3. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განხორციელების , ადგილობრივი მართვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანო

რედაქცია №35კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლიამია ზოიძე

1.სახელმწიფო ქონების მართვას , განკარგვას , მათ შორის , პრივატიზებას ( გარდა ამ მუხლის მე -13 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული , სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილებისა , აგრეთვე ამ მუხლის მე -2 პუნქტით და „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო , ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას , განკარგვას , მათ შორის , პრივატიზებას , და სარგებლობის უფლებით გადაცემას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო .

2.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზებას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც სარგებლობაში აქვთ გადაცემული ან/და რომელთა ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და მის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

3.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი , კონკურსისა და აუქციონის ხარჯების გამოკლებით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში .

4.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან / და არაკომერციულ იურიდიულ პირებს სახელმწიფო ქონების ბაზაზე , ხოლო შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ბაზაზე .

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების შეტანის შესახებ .

6.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს საწესდებო კაპიტალში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის შესახებ .

6¹.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის გადაცემის შესახებ.

7.აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ქონების მართვა , განკარგვა , მათ შორის , პრივატიზება , ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა . აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

8.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელით .

9.საქართველოში პრივატიზების ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არის სახელმწიფოსგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე , რომელიც ფლობს და მართავს სახელმწიფო ქონებას .

10.სახელმწიფო ქონების მართვისას , პრივატიზებისას ან სხვაგვარად განკარგვისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოებს შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთი წარმომადგენლების ( რწმუნებული პირების ) ან შუამავლების მეშვეობით .

11.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისას , პრივატიზებისას , სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლების ( რწმუნებული პირების ) ან შუამავლების მეშვეობით .

12.სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ( გარდა ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ) ან სხვაგვარად განკარგვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო , ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას , სარგებლობის უფლებით გადაცემას ან სხვაგვარად განკარგვას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო .

13.სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის ( აქციონერის ) უფლებამოსილებები , გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან / და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა , გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საწარმოთა მართვის სააგენტოს , რომლის მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო . საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს და ამტკიცებს სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას . საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი .

14.საწარმოთა მართვის სააგენტოს საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან . საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1409-სსმI, №13, 28.05.2002წ., მუხ.55 საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №881-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.38 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1849-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.291 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4746-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ160 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5644-სსმI, №48, 27.12.2007წ., მუხ.423 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2519-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.13 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3165-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.209

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №3გ-ად-157-კ-032003-07-0216ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ბრძანებებისა და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა მიწის ნაკვეთისა და შენობის ნაწილის მიმართ

    თავდაცვის სამინისტრო სადავოდ ხდიდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებებსა და საკუთრების მოწმობას სამხედრო ქალაქის მიწისა და შენობის ნაწილის პრივატიზაციის გამო. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართი მისი თანხმობის გარეშე გადაეცა კერძო პირებს, ხოლო მიწის ფაქტობრივი ფლობა კანონიერი საფუძვლის გარეშე საკუთრებას არ წარმოშობდა. სასამართლომ გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა და სადავო აქტები შესაბამის ნაწილებში ბათილად ცნო.

  • №ას-1066-1005-20152016-06-1441სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლებით შეამოწმა უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა?

    ვ. ყ-ა ითხოვდა პარტნიორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და უძრავი ქონების რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებას, რადგან სადავო ფართზე საკუთარ უფლებას ამტკიცებდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და სარჩელზე უარი თქვა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ორი ათას სამ წელს განხორციელებული რეგისტრაციის მონაცემებში სადავო ფართი არ ასახულა და უფრო გვიანი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლით დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • №ბს-534-5-ბ-032003-11-1414ადმინისტრაციული
    განსჯადობა / პროცესუალური (T3)

    პრივატიზაციის აქტების ნაწილობრივი ბათილობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილობა და საქმის განახლება

    თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სხვა მოპასუხეების წინააღმდეგ სადავო ქონების პრივატიზაციის აქტების ნაწილობრივი ბათილობა მოითხოვა. საოლქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ შემდგომში იგი დააკმაყოფილა. საზოგადოების ერთ-ერთმა პარტნიორმა ამ გადაწყვეტილების ბათილობა და საქმის განახლება მოითხოვა, რადგან საქმეში პირადად არ მონაწილეობდა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა საზოგადოების დირექტორის წარმომადგენლობით უფლებამოსილებასა და პროცესში მის მონაწილეობაზე და პარტნიორის განცხადება დაუშვებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია. განცხადება არ დაკმაყოფილდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3 მუხლი ხელახლა დანომრილი და გადაკეთებულია: მე-2 პუნქტით მოძრავი ნივთის პრივატიზება გადაეცა მის მფლობელ სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ხოლო სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა სამინისტროს უფლებამოსილებიდან ამოღებულია; სააგენტოს დაფინანსება ახლა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა.

  2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულია: კანონი აღარ შეიცავს ნორმას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცებაზე სამინისტროს და საკრებულოს მიერ.

  3. მე-3 მუხლში უფლებამოსილება გაიყო სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას შორის (1-ლი, მე-4–მე-6 პუნქტები), დაემატა 1¹–1³, 2¹ და 4¹ პუნქტები, ხოლო მე-3 პუნქტიდან ამოღებულია „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

  4. მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ჩანაცვლდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი, რომელიც ამტკიცებს ნუსხას და ახორციელებს პრივატიზებას ან/და ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით; ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილება ნუსხაზე ამოღებულია.

  5. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანო ეკონომიკური განვითარების სამინისტროა, მისი მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს თავმჯდომარეს და ამტკიცებს დებულებასა და სტრუქტურას; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებითია.

  6. · გამოქვეყნდა 14 აპრ. 2003

    მე-3 მუხლში მართვისა და პრივატიზების ორგანოდ ყველგან განისაზღვრა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო; მე-2 პუნქტით დაზუსტდა ავტონომიურ რესპუბლიკებში მისი ორგანოების როლი, ხოლო მე-7 პუნქტით წილობრივი მონაწილეობის საწარმოების მართვა გადაეცა საწარმოთა მართვის სააგენტოს.

  7. მე-5 პუნქტში ობიექტების ნუსხას ამტკიცებს მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმების მითითების გარეშე; მუნიციპალურ ნუსხას ადგილობრივი მმართველობის ორგანო ამტკიცებს სამინისტროსთან შეთანხმებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1066¹792918231311511631653
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების პრი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…