Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 191

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 191. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებიწინასწარი სარჩელის უზრუნველყოფააქტივების გაყინვაგასაჩივრება და სამართლებრივი დაცვა აღსრულებისასპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვასასამართლო დავა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5677¹7²7³8

1.მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

2.განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.

3.თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

4.ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე (ფინანსური გირავნობის საგანზე) და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

4¹.ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორის სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე.

5.ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საპრიზო ფონდზე.

6.ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ცენტრის კუთვნილ განცალკევებულ ანგარიშზე.

7.ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს  კანონის 16 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე.

7¹.ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2 1 მუხლის 4 2 პუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე პუნქტში მითითებული შესაბამისი კანონით განსაზღვრული სუბიექტის მიმართ არსებული სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე.

7².ამ თავით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ აქტივებზე, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე პუნქტში მითითებული სუბიექტის მიმართ არსებული სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე.

7³.ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების აქტივებზე იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

8.საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გამოიყენება, ხოლო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ჩერდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. მოსამართლე განჩინებას გამოიტანს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 1 დღის განმავლობაში. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1827 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.256 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6313 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4626 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5594 - ვებგვერდი, 07.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1414 - ვებგვერდი, 08.12.2017წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1777 – ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4940 - ვებგვერდი, 09.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5659 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5679 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2116 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3352 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3727 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3943 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 2. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. 3. თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით. 4. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე (ფინანსური გირავნობის საგანზე) და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 4 1 . ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორის სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე. 5. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საპრიზო ფონდზე. 6. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ცენტრის კუთვნილ განცალკევებულ ანგარიშზე. 7. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს  კანონის 16 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე. [ 7 1 . ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2 1 მუხლის 4 2 პუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე პუნქტში მითითებული შესაბამისი კანონით განსაზღვრული სუბიექტის მიმართ არსებული სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 7 2 . ამ თავით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ აქტივებზე, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე პუნქტში მითითებული სუბიექტის მიმართ არსებული სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე. [ 7 3 . ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების აქტივებზე იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან)] 8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გამოიყენება, ხოლო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ჩერდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. მოსამართლე განჩინებას გამოიტანს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 1 დღის განმავლობაში. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1827 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.256 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6313 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4626 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5594 - ვებგვერდი, 07.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1414 - ვებგვერდი, 08.12.2017წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1777 – ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4940 - ვებგვერდი, 09.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5659 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5679 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2116 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3352 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3727 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3943 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 10 ოქტ. 2025
წინა მუხლი 190შემდეგი მუხლი 192

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის სამართლებრივი უზრუნველყოფა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ხელშეშლის პრეტენზიები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აკრძალვის განცხადებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არასტანდარტული უზრუნველყოფის მექანიზმები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-10-10
3
რედაქცია
8
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სააღსრულებო წარმოე… 2¹დაზღვევის შესახებ 9მუხლი 2მუხლი 22მუხლი 3მუხლი 9ლატარიების, აზარტუ… 3იპოთეკით დაცული ობ… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 192განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე
  • 198სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
  • 194განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

არბიტრაჟის შესახებ

  • 18არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების პირობები
  • 23სასამართლოს მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
  • 22სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91¹⁰მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიება
  • 32მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ

საზღვაო კოდექსი

  • 368—

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 25განცხადება

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

  • 6სასამართლო გარანტიები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 61სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2¹91¹⁰92223919219819431823222191
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…დაზღვევის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ლატარიების, აზარტული დ…იპოთეკით დაცული ობლიგა…არბიტრაჟის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025