Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 363²⁹

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 363²⁹. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:აქტივების გაყინვასაპატენტო დავებისარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებიAI სასამართლო დავებისასამართლო დავაIP მონეტიზაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიმართვის საფუძველზე: ა) გამოიტანოს განჩინება იმ პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ან/და მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებსა და სხვა აქტივებზე) ყადაღის დადების შესახებ, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან კომერციული მასშტაბით დაარღვია განსაკუთრებული უფლება, თუ შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას განსაკუთრებული უფლების მფლობელის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ მიზნით სასამართლო განსაკუთრებული უფლების მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე, განსაკუთრებული უფლების შესაძლო დამრღვევისგან გამოითხოვს მის მფლობელობაში არსებულ საბანკო, ფინანსურ ან/და კომერციულ დოკუმენტებს/ინფორმაციას. ამ დოკუმენტების/ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. სასამართლო უფლებამოსილია ყადაღის საგნის იდენტიფიცირების მიზნით მიღებული დოკუმენტები/ინფორმაცია გადასცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ დამოუკიდებელ ექსპერტს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება დაუშვებელია; ბ) აუკრძალოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, იმ ქმედების განხორციელება, რომლითაც ირღვევა განსაკუთრებული უფლება; გ) ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების აკრძალვის ნაცვლად მოსთხოვოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

2.სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რამდენიმე ღონისძიება ერთდროულად გამოიყენოს.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომლის მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.

4.თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებით შეიძლება ზარალი მიადგეს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი და, იმავდროულად, მოსთხოვოს განსაკუთრებული უფლების მფლობელს მოწინააღმდეგე მხარისთვის შესაძლო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სასამართლოს უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნა შეუძლია აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

5.ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე ვრცელდება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. კარი მეშვიდე 6 სასამართლოს მონაწილეობა სამედიაციო მორიგების აღსრულებაში საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. თავი XLIV 13 სამედიაციო მორიგების აღსრულება საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №139 · ძალაშია 14 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 11 იან. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 363²⁸შემდეგი მუხლი 363³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკუთრების უფლების (ტიტულის) დაზღვევის მოთხოვნები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა (მუხლი 189/196)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბანკო ბარათებით თაღლითობა (მუხლი 286) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტორის უფლების დარღვევის სარჩელი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №178

  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁷ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები
  • 363²⁸ინფორმაციის მიღების უფლება
  • 198სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 241ქონებაზე ყადაღის დადება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 11სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 151ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი
  • 157ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი
  • 154ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 32მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ
  • 40მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 30საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 45სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
453240363²⁷363²⁸1981511571543024111363²⁹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…ტექნიკური საფრთხის კონ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026