1.მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესში ან/და ამ პროცესთან დაკავშირებით მიღებული რომელიმე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
3.ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – მის ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაზე.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
6.საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ იწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული პირი მისი თანხმობით ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №165 – ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
საჯარო მოხელის გათავისუფლება, მობილობით დასაქმებაზე უარი, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასი
დავა შეეხებოდა რეორგანიზაციისას საჯარო მოხელის გათავისუფლებას, მობილობით დასაქმებაზე უარს, სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილობაზე უარის გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და მათი დასაბუთება დისკრეციული უფლებამოსილების შემთხვევაშიც სავალდებულოა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილებები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა და სამინისტროს გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტების გამოცემა დაავალა. თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გათავისუფლების ბრძანების ძალაში დატოვების ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ ყოფილა.
მობილობისა და გათავისუფლების აქტების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
დავა შეეხებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხელეთა მობილობას, სამსახურიდან გათავისუფლებას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაბალი თანამდებობის შეთავაზებამდე ორგანომ უნდა მოიძიოს ტოლფასი თანამდებობა და რამდენიმე კანდიდატის შემთხვევაში საუკეთესო შეარჩიოს. უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენა არ იწვევს დაკავებულ თანამდებობაზე კონკურსით დანიშნული პირის გათავისუფლებას. სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით ბ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო ხ. ს-ისა და ქ. კ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
დავა ეხებოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით საჯარო მოხელის გათავისუფლებას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რეორგანიზაციისას თანამდებობის სახელწოდების ან დაქვემდებარების ცვლილება თავისთავად არ ადასტურებს შტატის შემცირებას და გათავისუფლების საფუძველს. პალატამ ძალაში დატოვა ბრძანების ბათილად ცნობა და განმარტა, რომ სამსახურში აღდგენისა და განაცდურის საკითხები სასამართლო კონტროლს ექვემდებარება. ამ მოთხოვნებზე უარი გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.
პოლიციელის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
დავა ეხება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ პოლიციელის პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამინისტროს მოსამსახურის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე მოქმედებს სპეციალური წესი, თუმცა გათავისუფლების სურვილი თავისუფალ და ნამდვილ ნებას უნდა ეფუძნებოდეს. პალატამ მიუთითა ნების ნამდვილობისა და გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გარემოებების გამოკვლევის საჭიროებაზე. მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.
რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას მოხელის გათავისუფლების კანონიერება, მობილობა და განაცდურის ანაზღაურება
მოსარჩელე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო გათავისუფლების კანონიერებას დავობდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოხელეთა შერჩევა ობიექტური და გამჭვირვალე პროცედურით უნდა წარიმართოს, ხოლო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობა არსებითი გამოუკვლეველი გარემოებების მითითებას საჭიროებს. პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება გასაუბრების შედეგების შესახებ და მიუთითა, რომ შიდა მობილობის საკითხი სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა განხილული. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა; სამსახურში აღდგენასა და განაცდურზე უარი უცვლელი დარჩა.
სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
დავა შეეხებოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ბრძანების ბათილად ცნობა, რადგან მოვალეობათა უხეში დარღვევა არ დადასტურდა და გათავისუფლება სათანადოდ არ იყო დასაბუთებული. პალატის თანახმად, აღდგენისა და განაცდურის მოთხოვნები სასამართლომ უნდა განიხილოს და მათი გადაწყვეტა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ნებაზე არ უნდა დატოვოს. სასამართლომ ბრძანების ბათილად ცნობა უცვლელად დატოვა, ხოლო აღდგენისა და განაცდურის ნაწილში საქმე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა შესაბამისი გარემოებების გამოსაკვლევად.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესში ან/და ამ პროცესთან დაკავშირებით მიღებული რომელიმე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
3. ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – მის ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
6. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ იწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული პირი მისი თანხმობით ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.
საქართველოს 2017 წლის 22დეკემბრისკანონი №1826–ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №165 – ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №59 · ძალაშია 1 აპრ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროფესიული საჯარო მოხე…საჯარო სამსახურის შესა…პროფესიული საჯარო მოხე…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №75 · ბოლოს შემოწმდა