სპორტის შესახებ

მუხლი 22¹. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო − საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და სამინისტროს მიერ, როგორც სპორტული ორგანიზაცია, და რომელიც ქვეყანაში ხელმძღვანელობს და წარმართავს ანტიდოპინგურ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის განხორციელებისთვის; ბ) საქართველოს ანტიდოპინგური წესები − მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დადასტურებული და საქართველოს სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული დოპინგსაწინააღმდეგო წესების ერთობლიობა, რომელიც გამოიცემა სამართლებრივი აქტის სახით და ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“; გ) მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი − მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესების ერთობლიობა, რომელიც „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის დანართია; დ) მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) − საერთაშორისო ანტიდოპინგური ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს და კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო დონეზე; ე) სპორტის მთლიანობა − სპორტის სფეროში არსებული პრინციპებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს აგრეთვე სპორტის სფეროს დარღვევებისგან დაცვის უზრუნველყოფას.

2.დოპინგის სფეროსთან დაკავშირებული ტერმინები, რომლებიც ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული არ არის, განიმარტება მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3 830 – ვებგვერდი, 15 .12. 202 3 წ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №112 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ნოე. 1996 – 13 აპრ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32223222⁴22⁵22³13²3122¹
მნიშვნელობით ახლოსსპორტის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…უცხოეთის აგენტების რეგ…კონტრდაზვერვითი საქმია…ნარკოტიკული დანაშაულის…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა