საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 199. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) მოქმედების ვადა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილისალომე კობერიძე

1.ქონებას ყადაღა ედება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე.

2.ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღა უქმდება.

3.ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, „თ“–„მ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი სარჩელი განცხადებული იქნება, მოსამართლეს ან სასამართლოს უფლება აქვს გააგრძელოს ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 30 დღით.

4.სამოქალაქო სარჩელის გამოხმობის ან ქონებაზე ყადაღის დადების სხვა საფუძვლების მოსპობის შემთხვევაში ეს ღონისძიება შეიძლება გააუქმოს მოსამართლემ პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველმა სასამართლომ თავისი განჩინებით.

5.გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბრალდებულის ქონების მიმართ გამოყენებული ყადაღის დადების ღონისძიება უქმდება აგრეთვე პროკურორის დადგენილებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

6.სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს განაჩენის გაუქმებისა და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შემთხვევაში უფლება აქვთ არ გააუქმონ ბრალდებულის ქონებაზე ყადაღა, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების შემთხვევაში – გასცენ განკარგულება ყადაღის შენარჩუნების შესახებ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • №150აპ-102010-07-0625სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობა

    საკასაციო პალატამ განიხილა ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისათვის მსჯავრდების, მტკიცებულებათა შეფასებისა და დანიშნული სასჯელის საკითხები. პალატამ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და ძალაში დატოვა მსჯავრდება და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, გააუქმა მსჯავრდებულის ბინაზე სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა, რადგან მისი შენარჩუნების საფუძველი აღარ არსებობდა.

  • №3კ-350-032003-05-1419სამოქალაქო
    საკასაციო არსებითი (T2)

    ვის უფლებებს იცავს სააპელაციო საჩივარზე უარის მარეგულირებელი სსსკ 378-ე მუხლი?

    დავა წარმოიშვა სესხისა და იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებით, ხოლო საკასაციო განხილვის საგანი იყო ბინაზე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დადებული ყადაღის მოხსნა და გამოსახლების მოთხოვნა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ გამოსახლების ნაწილში სააპელაციო საჩივარზე უარი განაცხადა და მხარეთა მორიგება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლით ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა შეუძლია პირს, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში, ხოლო სადავო ბინა მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №194-დად2002-09-2524სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქონებაზე ყადაღის დადების საპროცესო საფუძველი

    უზენაესმა სასამართლომ შეაფასა ქონებაზე ყადაღის დადების საპროცესო საფუძვლები და ქონების მესაკუთრის მონაწილეობის უფლება. პალატამ დაადგინა, რომ მოსამართლის ბრძანება საპროცესო დარღვევებით იყო მიღებული, ხოლო შუამდგომლობის აღძვრის სათანადო საფუძველი საქმის მასალებიდან არ ჩანდა. კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ყადაღის ბრძანება გაუქმდა და გამომძიებლის შუამდგომლობა ამ ეტაპზე განუხილველად დარჩა.

  • №2012000-01-147სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    მკვლელობის მცდელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გასამიჯნად შეაფასა მსჯავრდებულის განზრახვის შინაარსი და საქმის ობიექტური და სუბიექტური გარემოებები. ერთ ეპიზოდში მკვლელობის განზრახვა დადასტურებულად არ მიიჩნია და ქმედება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებად გადააკვალიფიცირა, ხოლო მეორე დაზარალებულის მკვლელობის მცდელობისა და მოწმის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ნაწილში განაჩენი უცვლელად დატოვა. საბოლოოდ მსჯავრდებულს მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

  • №2012000-01-147სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    მკვლელობის მცდელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ მკვლელობის მცდელობა განზრახ მძიმე დაზიანებისგან განასხვავა და ერთ ეპიზოდში მკვლელობის განზრახვა დაუდასტურებლად მიიჩნია. ამ ეპიზოდში ქმედება გადააკვალიფიცირა 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი უცვლელად დატოვა. საბოლოო სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ქონებას ყადაღა ედება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე. 2. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღა უქმდება. 3. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, „თ“–„მ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი სარჩელი განცხადებული იქნება, მოსამართლეს ან სასამართლოს უფლება აქვს გააგრძელოს ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 30 დღით. 4. სამოქალაქო სარჩელის გამოხმობის ან ქონებაზე ყადაღის დადების სხვა საფუძვლების მოსპობის შემთხვევაში ეს ღონისძიება შეიძლება გააუქმოს მოსამართლემ პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველმა სასამართლომ თავისი განჩინებით. 5. გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბრალდებულის ქონების მიმართ გამოყენებული ყადაღის დადების ღონისძიება უქმდება აგრეთვე პროკურორის დადგენილებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ. 6. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს განაჩენის გაუქმებისა და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შემთხვევაში უფლება აქვთ არ გააუქმონ ბრალდებულის ქონებაზე ყადაღა, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების შემთხვევაში – გასცენ განკარგულება ყადაღის შენარჩუნების შესახებ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    199-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილებში ყადაღის გაუქმებისა და ვადის გაგრძელების საფუძვლები 28-ე მუხლის ახალ ქვეპუნქტებზე და დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტაზეა მიბმული; მე-4 ნაწილში მომკვლევი ამოღებულია და 4¹ ნაწილი გაუქმებულია.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    199-ე მუხლის მე-3 პუნქტში დაყადაღების ვადის გაგრძელების საფუძვლებს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტიც დაემატა.

  3. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    199-ე მუხლს დაემატა 4¹ ნაწილი, რომლის თანახმად 190-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემთხვევაში განაჩენის ძალაში შესვლისას დაყადაღების ვადა შეიძლება 30 დღით გაგრძელდეს.

  4. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    199-ე მუხლის მე-3 ნაწილში 30-დღიანი გაგრძელების საფუძვლების ჩამონათვალი შემცირდა („კ“, „ჟ“, „რ“, „ს“ ამოღებულია), ხოლო მეხუთე ნაწილს დაემატა ყადაღის გაუქმება დევნის შეწყვეტის დადგენილებით.

  5. 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი მე-3 პუნქტიდან (ყადაღის 30 დღით გაგრძელება) გადავიდა მე-2 პუნქტში (ყადაღის გაუქმება).

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63¹5691¹⁰356⁴196¹2815815415124145 (დ…75 (დ…73 (დ…60199
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…მიმდინარე კონტროლის პრ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…