საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 247. სამართლებრივი დახმარების სახეები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.სამართლებრივი დახმარების შესახებ ამ კოდექსის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს (მოსამართლეს), პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით: ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობით; ბ) მოითხოვონ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან/და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ უცხო სახელმწიფოს მისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი პირი; გ) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემა საქართველოში სასჯელის მოსახდელად; საქართველოში მსჯავრდებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე გადასცენ მის ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად.

1¹.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის უფლება აქვს აგრეთვე გემის კაპიტანს.

2.თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების გაწევის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება ხორციელდება ამ კოდექსის 248-ე–260-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.

3.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებისა (რომის სტატუტის) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3543 - სსმ I, №36, 04.08.2006წ., მუხ.269 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 13

ყველა გადაწყვეტილება
  • №22-აპ2005-04-0719
    საკასაციო არსებითი (T2)

    ბრალდების ცალკეული ეპიზოდების მტკიცებულებითი საკმარისობა

    საკასაციო პალატამ შეაფასა რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდში ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები და სასჯელის ინდივიდუალიზაციის საფუძვლები. პალატამ საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო ორ მსჯავრდებულს ძარცვისა და ყაჩაღობის ერთი ეპიზოდის ბრალდებები ამოურიცხა და სამივე მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირა. საბოლოოდ მათ მიესაჯათ, შესაბამისად, რვა, ექვსი და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №352542004-11-1432
    საკასაციო არსებითი (T2)

    საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საფუძველი

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება მანამდე, სანამ სასამართლო მოწმეების დაბარებისა და დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის შესაძლებლობას შეაფასებდა. პალატამ მიიჩნია, რომ დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება ნაჩქარევი იყო და პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა. გაუქმდა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების განჩინება და საქმე სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა; პატიმრობა უცვლელად დარჩა.

  • №29დად2001-03-1916
    საკასაციო არსებითი (T2)

    თანამდებობიდან გადაყენების დასაშვები სუბიექტი

    საკასაციო პალატამ განიხილა ქონებაზე ყადაღის, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ სასამართლოს ბრძანება. მან გააუქმა დირექტორის გათავისუფლება, რადგან სისხლის საპროცესო კანონი თანამდებობიდან გადაყენებას მხოლოდ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ ითვალისწინებდა. ქონებასა და ანგარიშზე ყადაღა უცვლელად დარჩა, ხოლო დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საკითხი პალატამ არსებითად არ განიხილა.

  • №22I-102010-06-0836
    კერძო საჩივარი (T4)

    სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით ექსტრადიცია

    საქმე ეხება სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით პირის ექსტრადიციის კანონიერებას ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო. საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ ექსტრადიციის შესახებ დადგენილება შეესაბამებოდა გამოყენებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და საქმეში არ არსებობდა ექსტრადიციაზე უარის საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულება. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • №2კ-18-I-102010-04-2330
    კერძო საჩივარი (T4)

    სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით ექსტრადიცია

    საქმე ეხებოდა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით მოთხოვნილი პირის ექსტრადიციას და დაცვის მხარის მტკიცებას პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი არ იყო ექსტრადიციაზე უარის სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულება და ექსტრადიციის შესახებ დადგენილება კანონიერ მოთხოვნებს შეესაბამებოდა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაცემის შესახებ დადგენილება უცვლელად დარჩა.

  • №18I-102010-04-2330
    კერძო საჩივარი (T4)

    ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი

    საკასაციო პალატამ განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული ბრალდებულის საჩივარი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. პალატამ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული დადგენილება შეესაბამებოდა ექსტრადიციის სამართლებრივ მოთხოვნებს და საქმეში არ მოიპოვებოდა უარის თქმის საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულება. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით გადაცემის შესახებ დადგენილება უცვლელად დარჩა; სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამართლებრივი დახმარების შესახებ ამ კოდექსის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს (მოსამართლეს), პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით: ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობით; ბ) მოითხოვონ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან/და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ უცხო სახელმწიფოს მისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი პირი; გ) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემა საქართველოში სასჯელის მოსახდელად; საქართველოში მსჯავრდებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე გადასცენ მის ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად. 1 1 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის უფლება აქვს აგრეთვე გემის კაპიტანს. 2. თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების გაწევის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება ხორციელდება ამ კოდექსის 248-ე–260-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით. 3. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებისა (რომის სტატუტის) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3543 - სსმ I, №36, 04.08.2006წ., მუხ.269 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 აგვ. 2006 – 21 აგვ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  2. · გამოქვეყნდა 7 აგვ. 2006

    247-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ბოლო ნაწილში უცხო სახელმწიფოსათვის გადასაცემი პირის აღწერა შეიცვალა: „მოქალაქის“ ნაცვლად მოქმედებს ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი პირი.

  3. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006

    247-ე მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომლითაც ეჭვმიტანილის უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გემის კაპიტანსაც ენიჭება.

  4. · გამოქვეყნდა 5 სექ. 2003

    247-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას რომის სტატუტსა და სპეციალურ კანონს უთანხმებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32202602662635117¹8302625247
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…პროკურატურის შესახებსაერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის საერ…საერთაშორისო დაცვის შე…