საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 86. სამოქალაქო მოსარჩელის უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტისულხან კაპანაძე

1.სამოქალაქო მოსარჩელეს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს თავისი უფლებების განმარტება; ბ) იცოდეს ბრალდების არსი; გ) იყოლიოს წარმომადგენელი წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში; დ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ე) განაცხადოს აცილება; ვ) განაცხადოს შუამდგომლობა; ზ) მოითხოვოს სარჩელის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება; თ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, დაუსვას შეკითხვები დასაკითხ პირს, მოითხოვოს, ოქმში შეიტანონ სარჩელის დამადასტურებელი მონაცემები და სხვა საწინააღმდეგო მოსაზრებები გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებაზე; ი) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და აქტები; კ) არ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვოს გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში გამოძახების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; ლ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისას, გაეცნოს საქმის მასალას, გადაიღოს ასლები და საქმიდან ამოიწეროს ცნობები სამოქალაქო სარჩელის ნაწილში; მ) მისცეს განმარტება წარდგენილი სარჩელის გამო, საჭიროების შემთხვევაში კი მოითხოვოს მოწმედ დაკითხვა; ნ) მონაწილეობა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევაში, ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით, გამოვიდეს სასამართლო კამათში, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, მისცეს განმარტება და დაიცვას თავისი ინტერესები სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში; ო) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და საჭიროებისამებრ გამოთქვას მასზე შენიშვნები; პ) გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე; ჟ) უარი თქვას სარჩელზე ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოპასუხესთან.

2.სამოქალაქო მოსარჩელე ვალდებულია: ა) დროულად გამოცხადდეს იმ ორგანოს გამოძახებით, რომელიც პროცესს აწარმოებს; ბ) წარუდგინოს სასარჩელო განცხადების ასლები სამოქალაქო მოპასუხეს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს; გ) დაემორჩილოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს, პატივი სცეს სასამართლოსა და მხარეებს, დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №815-აპ2008-12-1226
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    თაღლითობისა და ქურდობისათვის მსჯავრდება

    საკასაციო პალატამ ძალაში დატოვა მსჯავრდება თაღლითობისა და ქურდობისათვის და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატამ უარყო გამართლებისა და ქმედების გადაკვალიფიცირების მოთხოვნები, თუმცა შეცვალა განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში: დაზარალებულებმა სასარჩელო მოთხოვნებზე უარი თქვეს, ამიტომ მათ სასარგებლოდ თანხების დაკისრება ამოირიცხა.

  • №329-აპ2006-10-0223
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ქურდობის გადაკვალიფიცირება მსჯავრდებულის სასიკეთოდ

    საკასაციო პალატამ ქურდობისთვის მსჯავრდება ძალაში დატოვა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით ქმედება მსჯავრდებულის სასიკეთოდ გადააკვალიფიცირა. პალატამ განაჩენიდან ამოიღო დაზარალებულისთვის 100 ლარის გადახდისა და სასჯელის მოხდის რეჟიმის შესახებ მითითებები. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელი დარჩა.

  • №946აპ2007-05-0129
    საკასაციო არსებითი (T2)

    საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის გადატანის მცდელობა

    საკასაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ძვირფასი სამკაულების საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადატანის მცდელობა და ძალაში დატოვა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. პალატამ დაადგინა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემოღებულ სასჯელს დანაშაულის საგნის ჩამორთმევის სახით ამ შემთხვევაში უკუქცევითი ძალა არ ჰქონდა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სამკაულები მესაკუთრეს დაუბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამოქალაქო მოსარჩელეს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს თავისი უფლებების განმარტება; ბ) იცოდეს ბრალდების არსი; გ) იყოლიოს წარმომადგენელი წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში; დ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ე) განაცხადოს აცილება; ვ) განაცხადოს შუამდგომლობა; ზ) მოითხოვოს სარჩელის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება; თ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, დაუსვას შეკითხვები დასაკითხ პირს, მოითხოვოს, ოქმში შეიტანონ სარჩელის დამადასტურებელი მონაცემები და სხვა საწინააღმდეგო მოსაზრებები გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებაზე; ი) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და აქტები; კ) არ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვოს გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში გამოძახების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; ლ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისას, გაეცნოს საქმის მასალას, გადაიღოს ასლები და საქმიდან ამოიწეროს ცნობები სამოქალაქო სარჩელის ნაწილში; მ) მისცეს განმარტება წარდგენილი სარჩელის გამო, საჭიროების შემთხვევაში კი მოითხოვოს მოწმედ დაკითხვა; ნ) მონაწილეობა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევაში, ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით, გამოვიდეს სასამართლო კამათში, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, მისცეს განმარტება და დაიცვას თავისი ინტერესები სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში; ო) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და საჭიროებისამებრ გამოთქვას მასზე შენიშვნები; პ) გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე; ჟ) უარი თქვას სარჩელზე ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოპასუხესთან. 2. სამოქალაქო მოსარჩელე ვალდებულია: ა) დროულად გამოცხადდეს იმ ორგანოს გამოძახებით, რომელიც პროცესს აწარმოებს; ბ) წარუდგინოს სასარჩელო განცხადების ასლები სამოქალაქო მოპასუხეს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს; გ) დაემორჩილოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს, პატივი სცეს სასამართლოსა და მხარეებს, დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 10 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტში საქმის მასალის გაცნობის უფლება სამოქალაქო მოსარჩელეს ეძლევა საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისას.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    86-ე მუხლის პირველ ნაწილში „გ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულია მომკვლევისა და მოკვლევის ორგანოს მითითებები, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტში გამოძიების მასალასთან გაცნობის უფლება ვრცელდება დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტაზე.

  3. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    86-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტში სამოქალაქო მოსარჩელე საჩივრის უარყოფისას ზემდგომ პროკურორს ასაჩივრებს, ჩამონათვალში პროკურორის მოქმედებაც შევიდა, სასამართლოში კი მხოლოდ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში.

  4. 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტში საზედამხედველო ინსტანცია ამოღებულია და დარჩა მხოლოდ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²8383¹1783135889029576717 (და…1732186
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…