საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 116. ექსპერტიზა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრირების ღონისძიებათა გატარების დროს შეიძლება დაინიშნოს ექსპერტიზა.

2.ექსპერტიზა ინიშნება, თუ საგადასახადო შემოწმებისას წამოჭრილი საკითხები მოითხოვს სპეციალურ ცოდნას მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ტექნიკაში ან სხვა სფეროებში.

3.ექსპერტის წინაშე დასმული საკითხები და მისგან მოთხოვნილი დასკვნები არ უნდა გასცდეს ექსპერტის სპეციალური ცოდნის ფარგლებს.

4.ექსპერტიზა ინიშნება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით.

5.პირი ექსპერტად მოიწვევა ხელშეკრულების საფუძველზე.

6.ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ შემოწმების მასალებს და დააყენოს შუამდგომლობა დამატებითი მასალების წარმოსადგენად. ექსპერტმა შეიძლება უარი თქვას დასკვნის გაცემაზე, თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის გასაცემად ან თუ დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს.

7.ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარებისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს: ა) წარადგინოს დამატებითი საკითხები და მიიღოს მათ შესახებ ექსპერტის დასკვნა; ბ) დაესწროს ექსპერტიზას და განმარტებები მისცეს ექსპერტს; გ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას.

8.საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირი, რომელმაც გამოიტანა დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ვალდებულია გააცნოს ეს დადგენილება გადასახადის გადამხდელს და განუმარტოს ამ კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლებები და შეადგინოს შესაბამისი ოქმი.

9.ექსპერტი თავისი სახელით იძლევა წერილობით დასკვნას. ექსპერტის დასკვნაში აღინიშნება მის მიერ ჩატარებული გამოკვლევები, გამოკვლევების შედეგად გამოტანილი დასკვნები და დასმულ კითხვებზე დასაბუთებული პასუხები. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი დაადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, მას უფლება აქვს აღნიშნული გარემოებების შესახებ ფაქტები ჩართოს მის მიერ გამოტანილ დასკვნაში.

10.ექსპერტის დასკვნა ან განცხადება დასკვნის გაცემის შეუძლებლობის შესახებ წარედგინება გადასახადის გადამხდელს. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს მისცეს ახსნა-განმარტებები ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოითხოვოს ექსპერტისათვის დამატებითი კითხვების დასმა ან დამატებითი ანდა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა საკუთარ ხარჯზე.

11.დამატებითი ექსპერტიზა ინიშნება დასკვნის არასაკმარისი სიცხადისა და სისრულის შემთხვევაში და მისი ჩატარება ევალება იმავე ან სხვა ექსპერტს.

12.განმეორებითი ექსპერტიზა ტარდება, თუ ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია ან მისი სისწორე საეჭვოა. განმეორებითი ექსპერტიზა ევალება სხვა ექსპერტს.

13.დამატებითი ან/და განმეორებითი ექსპერტიზა ინიშნება ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.

14.ექსპერტის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრირების ღონისძიებათა გატარების დროს შეიძლება დაინიშნოს ექსპერტიზა. 2. ექსპერტიზა ინიშნება, თუ საგადასახადო შემოწმებისას წამოჭრილი საკითხები მოითხოვს სპეციალურ ცოდნას მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ტექნიკაში ან სხვა სფეროებში. 3. ექსპერტის წინაშე დასმული საკითხები და მისგან მოთხოვნილი დასკვნები არ უნდა გასცდეს ექსპერტის სპეციალური ცოდნის ფარგლებს. 4. ექსპერტიზა ინიშნება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით. 5. პირი ექსპერტად მოიწვევა ხელშეკრულების საფუძველზე. 6. ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ შემოწმების მასალებს და დააყენოს შუამდგომლობა დამატებითი მასალების წარმოსადგენად. ექსპერტმა შეიძლება უარი თქვას დასკვნის გაცემაზე, თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის გასაცემად ან თუ დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს. 7. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარებისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს: ა) წარადგინოს დამატებითი საკითხები და მიიღოს მათ შესახებ ექსპერტის დასკვნა; ბ) დაესწროს ექსპერტიზას და განმარტებები მისცეს ექსპერტს; გ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას. 8. საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირი, რომელმაც გამოიტანა დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ვალდებულია გააცნოს ეს დადგენილება გადასახადის გადამხდელს და განუმარტოს ამ კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლებები და შეადგინოს შესაბამისი ოქმი. 9. ექსპერტი თავისი სახელით იძლევა წერილობით დასკვნას. ექსპერტის დასკვნაში აღინიშნება მის მიერ ჩატარებული გამოკვლევები, გამოკვლევების შედეგად გამოტანილი დასკვნები და დასმულ კითხვებზე დასაბუთებული პასუხები. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი დაადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, მას უფლება აქვს აღნიშნული გარემოებების შესახებ ფაქტები ჩართოს მის მიერ გამოტანილ დასკვნაში. 10. ექსპერტის დასკვნა ან განცხადება დასკვნის გაცემის შეუძლებლობის შესახებ წარედგინება გადასახადის გადამხდელს. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს მისცეს ახსნა-განმარტებები ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოითხოვოს ექსპერტისათვის დამატებითი კითხვების დასმა ან დამატებითი ანდა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა საკუთარ ხარჯზე. 11. დამატებითი ექსპერტიზა ინიშნება დასკვნის არასაკმარისი სიცხადისა და სისრულის შემთხვევაში და მისი ჩატარება ევალება იმავე ან სხვა ექსპერტს. 12. განმეორებითი ექსპერტიზა ტარდება, თუ ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია ან მისი სისწორე საეჭვოა. განმეორებითი ექსპერტიზა ევალება სხვა ექსპერტს. 13. დამატებითი ან/და განმეორებითი ექსპერტიზა ინიშნება ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით. 14. ექსპერტის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    116-ე მუხლის პირველ ნაწილში ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევა გასვლითი საგადასახადო შემოწმებიდან გადავიდა ადმინისტრირების ღონისძიებათა გატარების დროზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1286257162168163345214614442 (დ…43 (დ…17 (დ…42116
მითითებამნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…არბიტრაჟის შესახებსაექიმო საქმიანობის შე…