საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 142. ბანკების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის ანგარიშის გახსნის წესის დარღვევა და გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის / საგადასახადო აგენტისათვის საბანკო ანგარიშების გახსნა იმ დოკუმენტების წარდგენის გარეშე , რომლებითაც დასტურდება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ( გარდა უცხოური საწარმოსი და ფიზიკური პირებისა , რომლებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას ), აგრეთვე გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების ან საინკასო დავალების წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არსებობისას ამ გადასახადის გადამხდელისათვის სხვა ანგარიშის გახსნა , – იწვევს დაჯარიმებას გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ანგარიშებზე შესრულებული გასავლის ოპერაციების თანხის 10%- ის ოდენობით , მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა .

2.ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის საბანკო ანგარიშების პირველად გახსნის ან ამ გადასახადის გადამხდელისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (შემოსავლების სამსახურთან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში) წარუდგენლობა, თუ ეს გამოწვეული არ არის აღნიშნული პირების მიერ ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, – იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.

2¹.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ანგარიშების თაობაზე საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენამდე ან მისი წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გასავლის ოპერაციების განხორციელება, – იწვევს დაჯარიმებას გასავლის ოპერაციის თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

2².თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში.

3.ბანკების და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, – იწვევს დაჯარიმებას იმ თანხის 20 პროცენტის ოდენობით, რომელიც გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის დავალების შესაბამისად გადაირიცხა სხვა პირებზე, მაგრამ არა უმეტეს დავალიანების თანხის ოდენობისა.

4.ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსაგან წერილობითი ნებართვის მიუღებლად გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უზრუნველყოფის სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა, – იწვევს დაჯარიმებას განკარგული თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

5.გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ანგარიშიდან თანხების ჩამოწერისა და ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების ან საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში , თუ გადამხდელი წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს , იგი ვალდებულია ბანკის ამ მოქმედების შედეგად გადამხდელისათვის დაკისრებული საურავი იმავე ოდენობით დაარიცხოს ბანკს . ასეთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს სანქცია არ დაეკისრება . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2034 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.270 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3027 - სსმ I, №22, 30.04.2010წ., მუხ.121

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის / საგადასახადო აგენტისათვის საბანკო ანგარიშების გახსნა იმ დოკუმენტების წარდგენის გარეშე , რომლებითაც დასტურდება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ( გარდა უცხოური საწარმოსი და ფიზიკური პირებისა , რომლებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას ), აგრეთვე გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების ან საინკასო დავალების წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არსებობისას ამ გადასახადის გადამხდელისათვის სხვა ანგარიშის გახსნა , – იწვევს დაჯარიმებას გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ანგარიშებზე შესრულებული გასავლის ოპერაციების თანხის 10%- ის ოდენობით , მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა . 2. ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის საბანკო ანგარიშების პირველად გახსნის ან ამ გადასახადის გადამხდელისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (შემოსავლების სამსახურთან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში) წარუდგენლობა, თუ ეს გამოწვეული არ არის აღნიშნული პირების მიერ ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, – იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით. 2 1 . ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ანგარიშების თაობაზე საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენამდე ან მისი წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გასავლის ოპერაციების განხორციელება, – იწვევს დაჯარიმებას გასავლის ოპერაციის თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. 2 2 . თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში. 3. ბანკების და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, – იწვევს დაჯარიმებას იმ თანხის 20 პროცენტის ოდენობით, რომელიც გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის დავალების შესაბამისად გადაირიცხა სხვა პირებზე, მაგრამ არა უმეტეს დავალიანების თანხის ოდენობისა. 4. ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსაგან წერილობითი ნებართვის მიუღებლად გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უზრუნველყოფის სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა, – იწვევს დაჯარიმებას განკარგული თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 5. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ანგარიშიდან თანხების ჩამოწერისა და ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების ან საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში , თუ გადამხდელი წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს , იგი ვალდებულია ბანკის ამ მოქმედების შედეგად გადამხდელისათვის დაკისრებული საურავი იმავე ოდენობით დაარიცხოს ბანკს . ასეთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს სანქცია არ დაეკისრება . საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2034 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.270 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის  27 აპრილის კანონი №3027 - სსმ I, №22, 30.04.2010წ., მუხ.121

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 30 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 დეკ. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    142-ე მუხლს დაემატა 2² პუნქტი, რომლის მიხედვითაც ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის ხელშეკრულების არსებობისას 2¹ ნაწილის სანქცია გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევისას.

  2. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  3. · გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    142-ე მუხლის მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ჯარიმა (300 ლარი თითოეულ ანგარიშზე) ეხება მხოლოდ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებს, ფიზიკური პირისა და საგადასახადო აგენტის ხსენება ამოღებულია. დაემატა გამონაკლისი, როცა წარუდგენლობა გამოწვეულია ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით.

  4. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    142-ე მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი, რომელიც ადგენს ჯარიმას გასავლის ოპერაციის თანხის 10%-ის ოდენობით (მინიმუმ 500 ლარი), და მე-5 ნაწილი, რომელიც ბანკის მიერ დავალების დაგვიანებით შესრულებით გამოწვეულ საურავს ბანკს აკისრებს და გადამხდელს სანქციისგან ათავისუფლებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶165164⁴283715422 (დ…18 (დ…21 (დ…31²33¹33142
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ადმინისტრა…