საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 150. „ საგადასახადო მოთხოვნის “ შესრულების უზრუნველყოფა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი თავის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების შემთხვევაში ვალდებულია, „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველსაყოფად, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საბანკო გარანტია ან/და ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე სათანადო თანხის შეტანის ცნობა (პირს ამ თანხის განკარგვის უფლება არა აქვს ბანკისათვის შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ნებართვის გაცემის გარეშე) ან/და ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისი ან/და თავისი ქონება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დასატვირთად. წარდგენილი უზრუნველყოფის გარანტიების საერთო ღირებულება არ უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის სადავო საგადასახადო დავალიანებაზე ნაკლები. საგადასახადო ორგანო საჯარო რეესტრს რეგისტრაციისათვის უგზავნის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინებას. საჯარო რეესტრი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ეს უფლება. აღნიშნული ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით და იგი საკმარისია სადავო საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

2.თუ პირი ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს იმავე ნაწილში აღნიშნულ უზრუნველყოფის გარანტიებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოიყენოს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველყოფის ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები (სადავო საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში, ხოლო თუ წარდგენილია ნაწილობრივი უზრუნველყოფის გარანტია, – იმ ფარგლებში, რაც საკმარისია სადავო საგადასახადო დავალიანების მოცულობის შესავსებად): ა) ყადაღა დაადოს მის საბანკო ანგარიშებს; ბ) ყადაღა დაადოს მის ნებისმიერი სახის ქონებას (მათ შორის, მოძრავ, უძრავ და არამატერიალურ ქონებას).

3.თუ საგადასახადო დავა გადაწყდება პირის სასარგებლოდ, მაშინ გაუქმდება მის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის გარანტიები და საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება – გაუქმებულად.

4.თუ საგადასახადო დავა არ გადაწყდება პირის სასარგებლოდ, მაშინ მას სადავო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღიდან დაეკისრება სადავო გადასახადისა და შესაბამისი საგადასახადო სანქციების თანხის გადახდა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირი თავის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების შემთხვევაში ვალდებულია, „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველსაყოფად, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საბანკო გარანტია ან/და ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე სათანადო თანხის შეტანის ცნობა (პირს ამ თანხის განკარგვის უფლება არა აქვს ბანკისათვის შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ნებართვის გაცემის გარეშე) ან/და ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისი ან/და თავისი ქონება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დასატვირთად. წარდგენილი უზრუნველყოფის გარანტიების საერთო ღირებულება არ უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის სადავო საგადასახადო დავალიანებაზე ნაკლები. საგადასახადო ორგანო საჯარო რეესტრს რეგისტრაციისათვის უგზავნის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინებას. საჯარო რეესტრი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ეს უფლება. აღნიშნული ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით და იგი საკმარისია სადავო საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად. 2. თუ პირი ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს იმავე ნაწილში აღნიშნულ უზრუნველყოფის გარანტიებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოიყენოს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველყოფის ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები (სადავო საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში, ხოლო თუ წარდგენილია ნაწილობრივი უზრუნველყოფის გარანტია, – იმ ფარგლებში, რაც საკმარისია სადავო საგადასახადო დავალიანების მოცულობის შესავსებად): ა) ყადაღა დაადოს მის საბანკო ანგარიშებს; ბ) ყადაღა დაადოს მის ნებისმიერი სახის ქონებას (მათ შორის, მოძრავ, უძრავ და არამატერიალურ ქონებას). 3. თუ საგადასახადო დავა გადაწყდება პირის სასარგებლოდ, მაშინ გაუქმდება მის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის გარანტიები და საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება – გაუქმებულად. 4. თუ საგადასახადო დავა არ გადაწყდება პირის სასარგებლოდ, მაშინ მას სადავო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღიდან დაეკისრება სადავო გადასახადისა და შესაბამისი საგადასახადო სანქციების თანხის გადახდა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-3 ნაწილში მძიმე შეიცვალა კავშირით „და“, ამიტომ წარდგენილი უზრუნველყოფის გარანტიების გაუქმება და ყადაღის მოხსნილად ჩათვლა ერთ წინადადებაში დაკავშირებულია.

  2. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    150-ე მუხლის პირველ ნაწილში უზრუნველყოფის წარდგენის ვადა 15-დან 20 კალენდარულ დღემდე შეიცვალა, საჯარო რეესტრს ეგზავნება გირავნობის/იპოთეკის შეტყობინება და დაემატა გამონაკლისი საკმარისად დატვირთული ქონებისთვის; მე-2 ნაწილში ღონისძიებები გამოიყენება დაუყოვნებლივ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶91¹⁰19219182612386425417 (დ…17¹ (…92 (დ…19150
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბიუჯეტო …